სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ქართული

16:11 | 17.04.2018 | ნანახია 1695 - ჯერ

ავთო ჩუბინიძის თასს "აია აია" დაეუფლა

ჭაბუკთა "ა" ლიგის გარდამავალი ტურნირის პირველი ჯილდოს მფლობელის ვინაობა ბოლოსწინა, მეექვსე ტურში ქუთაისში გაირკვა. დასავლეთის ჯგუფში ავთო ჩუბინიძის სახელობის თასს ერთმანეთს "აიას" სტრუქტურაში მყოფი გუნდები, "აია აია" და "აია სათაფლია" ეცილებოდნენ.

ტიხონ ხახალეიშვილის დამოძღვრილმა სათაფლიელებმა გადამწყვეტ შეხვედრამდე არათუ საცხრილო, მეტოქეებს სამატჩო ქულის აღების შესაძლებლობაც არ მისცეს და გადამწყვეტ შეხვედრაში ფავორიტ თანაქალაქელებთან ხელს ფრეც აძლევდათ. თამაში დინამიკურად, მაღალ ტემპში წარიმართა. ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა, მეტოქე სტატიკაში დაჯაბნა და მთლიანობაში 5 ლელოს გატანაც მოახერხა( ლევან სანიკიძე, ბაჩო მებონია, ლუკა ახვლედიანი, საბა ხონელიძე , გიორგი შარაშენიძე). "სათაფლიელები" კი გიორგი გელაზონიასა და ჯემალ კვანტალიანის ლელოებს დასჯერდნენ და შეხვედრაც 14:31 დათმეს. "აიამ" ტურნირზე ექვსივე მატჩი მოიგო, 5 პრემიალური ქულაც მიითვალა და ავთო ჩუბინიძის თასიც დამსახურებულად შემართა. აღსანიშნავია, რომ გურეშიძეს გასული სეზონიდან 6-7 მორაგბე შემორჩა, თუმცა "აიას" სტაფის (სერგო ფრუიძე და გაგა სინაურიძე) ნაყოფიერმა მუშაობამ გუნდს არაერთი იმედისმომცემი ჭაბუკი მორაგბე შემატა. გურეშიძე, თანაშემწეებთან ერთად მთავარ ამოცანად, შემოდგომაზე გასამართ საქართველოს ჩემპიონატზე ტიტულის მოპოვებას ისახავს.

ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა "ბათუმმა". გიორგი ჩუბინიძის შეგირდებმა რაგბი-არენაზე, კოკისპირულ წვიმაში ქუთაისის "არესს" მეორე ტაიმში 2 ლელო გაუტანეს (ლევან ბერიძე; ნოდარ კვაჭაძე), მეტოქე "მშრალი" ანგარიშით 12:0 დაამარცხეს და ალეკო ნიქაბაძის გუნდს სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი გაუცვალეს.

აჭარაში გამართული კიდევ ერთი შეხვედრის ბედიც მეორე ტაიმში გადაწყდა. სამცხე-ჯავახეთის "ტაო" ქობულეთის სოფელ ხუცუბანში, ადგილობრივ "პონტოსთან" ფულბეკ ჯემალ დოიჯაშვილის ჯარიმით მოპოვებულ უპირატესობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. მატჩის მიწურულს, აჭარელთა შტურმს კარგად დაყენებული რაქი და მარცხენა ბურჯის ლაშა ტაბიძის ძალისმიერი ლელო მოჰყვა 5:3. დიტო ოქროპირიძისა და ირაკლი წულულუკიძის შეგირდები სატურნირო ცხრილში ხაშურის "ლეგიონს" გაუთანაბრდნენ, თუმცა შიდა ქართველელები უკეთესი პირისპირ ბალანსით, დასკვნითი ტურის წინ, სასურველ მესამე ადგილს ინარჩუნებენ.

აღმოსავლეთის ჯგუფის მეშვიდე ტური მოულოდნელი შედეგით დაიწყო. უქულოდ მყოფმა გორის "ჯიქი წიქარამ" სტუმრად პატარძეულის ვეფხვების" დამარცხება შეძლო. მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს. მატჩის ბედი კი შიდა ქართლელთა ზუსტად შერულებულმა გარდასახვებმა გადაწყვიტა 12:14. ზაზა ბაკურაძისა და ნიკა წიქორიძის ნაყოფიერი მუშაობის შედეგად "ჯიქი წიქარამ" ფინიშსზე თამაშს უმატა, რამაც გორელებს ცხრილში მერვე ადგილზე ანაცვლების შესაძლებლობა მისცა. გარე კახელებთან დაპირისპირებაში, სტუმართა ფულბეკი გიორგი მაისურაძე, შუამარბი თენგიზ ნოქარაშვილი, მარბიელი შალვა ტატალაშვილი და მღლეტელი თენგიზ აბრამიშვილი გამოირჩნენ. აბრამიშვილმა გადამწყვეტი ლელოს დადებაც მოახერხა. წარმატებით ფრთაშესხმული ზაზა ბაკურაძე დარჩენილი ორივე შეხვედრის (შინ -"არმაზსთან"; სტუმრად- არმიასთან") მოგებას გეგმავს.

სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი "არმაზისა" და "აკადემიას" დაპირისპირება მოსალოდნელისამებრ დაძაბული გამოდგა. "მხატვრები" უპირატესობას მეორე ტაიმის შუაწელამდე ინარჩუნებდნენ. ხაზსსა და დერეფანში უკეთ თამაშის წყალობით მატჩის დასკვნით მონაკვეთში ვაზისუბნელებმა მატჩის შემოტრიალება მოახერხეს. სხვაობა ანგარიშში ჯერ "არმაზის" კვაჭმა საბა კურატაშვილმა შეამცირა, შეხვედრის მიწურულს კი შუამარბ ლევან ბრაგვაძის გატანილი ლელოთი მასპინძლებმა 18:12 იმარჯვეს. დათო კიკნაძისა და დათო გეგეშიძის შეგირდებმა მოპოვებული გამარჯვებით ცხრილში მეექვსე ადგილი შეინარჩუნეს.

გოჩა აბაშიძის თასის ერთ-ერთმა მაძიებელმა "ხვამლმა", საკუთარ არენაზე, მუხიანში აუტსაიდერ "არმიას" 14 ლელო გაუტანა და მეტოქეს იოლად, დაგეგმილი პრემიით 86:0 მოუგო. რატი ურუშაძისა და ირაკლი ფერაძის გუნდში მარბიელმა ტარიელ გვიმრაძემ "ჰეთ-თრიკი" შეასრულა, გარემარბმა რეზო გუჯაბიძემ კი წყვილი ლელო მიითვალა. "ხვამლელები" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დარჩნენ, 377 სამატჩო ქულით კი- მიმდინარე ტურნირის ყველაზე შედეგიანი გუნდის სტატუსს ინარჩუნებენ.

ლიდერთა სამეულში მყოფ "სამთასა" და "ლოკომოტივი ხულიგანას" შეხვედრის მონაწილეებსა და პერსონალს კიკეთიდან აბარგება და შეხვედრის გამართვა ნავთლუღში, "შევარდენზე" მოუხდათ. ქართულ "ლა პასში" ნისლსა და ბურუსს, თოვაც დაერთო და ხილვადობა მაქსიმალურად შეიზღუდა. "სენატორას" ბიჭები უპირატესობას თავიდანვე დაუფლნენ. "სამთა" მეტოქეს კოლექტიური თამაშით ჯაბნიდა. კიკეთელები ოვალსაც ხშირად ფლობდნენ, დაცვასა და შეტევაში მობილიზაციას დროულად ახდენდნენ და "რკინიგზელთა" დერეფანზეც რამდენჯერმე ივარგეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მგეზავ შოთა ღუდუშაურის გააზრებული და უნარიანი თამაში. აღნიშნული უპირატესობის მიუხედავად, გიორგი ენიქიძის შეგირდებმა საშური პრემია მატჩის მიწურულსღა გაახერხეს. ბონუს-ქულის მომტანი ლელო მღლეტელ გიორგი ტყეშელაშვილის ანგარიშსზეა. "სამთამ" 29:7 მოიგო და ცხრილში "ხვამლს" კვლავ 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში გამორჩეული, სწორედ "სამთასა" და "ხვამლის" შეხვედრა იქნება.

ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი "ლელო" საკუთარ არენაზე, მესამე მასივში რუსთავის "ხარებს" დაუხვდა. ოთარ ბარკალაის შეგირდები თავიდანვე დომინირებდნენ. მარცხენა ბურჯის გიორგი ჭანიასა და კვაჭ ნიკოლოზ ქათამაძის გატანილი ლელოები ფულბეკმა კობა ირემაშვილმა გარდასახა, ჯარიმაც დაურთო და ფავორიტი შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ტაიმში კოკისპირულ წვიმასთან ერთად თავი იჩინა სანაკრებო ვოიაჟის შემდეგ წამყვან მოთამაშეთა გადაღლილობამ, რამაც ქვემო ქართლელებს თამაშის დალაგების შესაძლებლობა მისცა. დავით კაკაბაძისა და თემურ ლობჟანიძის ბიჭები დაცვაში უკეთ გაისარჯნენ. "ხარების" კვაჭ მერაბ მენაბდის ლელო ფულბეკმა ბესო გაგიშვილმა გარდასახა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მორიგ გამარჯვებას ამჯერად პრემიის გარეშე დასჯერდა 17:7.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11013
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X