სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ქართული

16:40 | 11.04.2018 | ნანახია 5261 - ჯერ

"ტულონის" პირველი და მეორე ქართული ძალა

ფრანგული "ტულონის" ბლოგ-საიტზე გამოქვეყნდა ორი პუბლიკაცია, რომელთაგან პირველი მამუკა გორგოძის შესახებაა, ხოლო მეორეს გმირი ლევან ჩილაჩავაა. ამ მოკლე ტექსტებში ორივე ქართველის თამაშის შეფასებაა - გასულ კვირა-დღეს "ტულონმა" "რასინგთან" სტუმრად უმძიმესი მატჩი 13:17 დათმო, თუმცა, მამუკამაც და ლევანმაც დამაჯერებლად ითამაშეს. ქვემოთ ორივე მიმოხილვას ერთიან ტექსტად გთავაზობთ:

"ტულონის" მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ გუნდის სასტარტოში თავისი ადგილი დაიკავა.

მკერდის კუნთის გაწყვეტის გამო მას დიდი დრო გაუცდა და ქართველი რაგბს "კლერმონთან" მატჩში დაუბრუნდა, რომელიც "მანსტერთან" ევრომარცხამდე ერთი კვირით ადრე გაიმართა. მან 17 კარგი წუთი გაატარა მოედანზე და ლელოც მიითვალა.

კვირას კი მამუკა გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა და თავისი საბრძოლო შემართებით აშკარად გამორჩეული იყო.

უდისციპლინობისთვის მრავალგზის გაკრიტიკებული ქართველი ამ სეზონში ერთადერთხელ დაისაჯა - მაღალი ბოჭვისთვის. ყველა დანარჩენ მატჩში მამუკა თავისი გუნდის ლიდერი იყო.

მამუკა გორგოძის გამოჯანმრთელება და კარგი ფორმა სასიამოვნო სიახლეა "ტულონის" იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს მეომარი სეზონის დასკვნით ნაწილს საუკეთესო კონდიციებში შეხვდეს.

არის კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც ამ სეზონში "ტულონის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ესაა მარჯვენა ბურჯი ლევან ჩილაჩავა,

ეს მოთამაშე სეზონიდან სეზონამდე წინ მიიწევდა მარჯვენა ბურჯების იერარქიაში, მაგრამ მიმდინარე ჩემპიონატში ის ახალგაზრდა ემერიკ სეტიანომ შეავიწროვა. უნდა ითქვას, რომ სეზონის წინ ქართველმა წონა საგრძნობლად დაიგდო და ეს გარემოება ნაწილობრივ ხსნის შექმნილ ვითარებას.

მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ლევან ჩილაჩავა არ შეეგუა სიტუაციას და სეზონის ბოლოსკენ მის შეცვლას შეუდგა.

"რასინგთან" დაპირისპირებაში ამ ბურჯმა შესანიშნავად, ნაყოფიერად ითამაშა - როგორც სტატიკურ შერკინებაში, ისე გახსნილ თამაშშიც. მამუკა გორგოძის მერე ესაა "ტულონის" მეორე ქართული ძალა.

ესეც მეორე ძალიან პოზიტიური სიახლე "ტულონის" პერსონალისთვის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის დაწყებამდე".

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:35 | 12.04.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

18:20 | 11.04.2018
თორღვა პანკელი (387)

ლომები!

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.089297
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X