სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ქართული

11:41 | 27.03.2018 | ნანახია 1531 - ჯერ

"ლელომ" და "აია სათაფლიამ" ლიდერობა შეინარჩუნეს

ჭაბუკთა "ა" ლიგის დასავლეთის ჯგუფის მე-4 ტური რიონისპირული დერბით დაიწყო. ავთო ჩუბინიძის თასის მაძიებელმა "აია აიამ" თანაქალაქელ "აია არესს" 8 უპასუხო ლელო გაუტანა და მეტოქე "მშრალი" ანგარიშით 50:0 დაამარცხა. სერგო ფრუიძისა და ტიხონ ხახალეიშვილის გუნდი ყველა კომპონენტში უპირობო უპირატესობას ფლობდა. შუამარბმა ნიკა ძნელაძემ და მარჯვენა ფრთა ბაჩო მებუნიამ "დუბლი" შეასრულეს, ჰავბეკმა ზვიად ორმოცაძემ კი გატანილ ლელოს, 5 რეალიზაციაც დაურთო. მიმდინარე ტურნირზე "აია არესის" გამოცდილ დამრიგებელ ალეკო ნიქაბაძის მთავარ ამოცანას, შერჩევითი პრინციპით შექმნილი გუნდიდან იმედისმომცემ ჭაბუკ მორაგბეთა გამოვლენა წარმოადგენს. "აია აიამ" კი მიჯრით მე-4 მოგებით, 19 ქულა დააგროვა და ლიდერ "აია სათაფლიას" სატურნირო ცხრილში კვლავ 1 ქულით ჩამორჩება.

ტურნირის მთავარმა ფავორიტმა და ლიდერმა, აია სათაფლიამ" მეოთხე შეხვედრაც პრემიით მოიგო და ამჯერადაც - "მშრალი" ანგარიშით. გიგა გურეშიძის ბიჭებმა ასპინძაში, სამცხე-ჯავახეთის "ტაოს" 4 ლელო დაუდეს და 0:22 იმარჯვეს. თავი გიორგი ღლონტმა, გიორგი გელაზონიამ, რეზო ღვინიანიძემ და გიორგი გოგიაშვილმა გამოიჩინეს. მართალია, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი უმეტესად შერკინებით უტევდა, თუმცა 2 ლელოს გატანა ხაზის მოთამაშეებმა მოახერხეს. "სათაფლიელთა" დაცვის ხაზი კი მიმდინარე ტურნირზე დასავლეთში მართლაც სამაგალითოა. ბექა ოქრუაძისა და დათო კაპანაძის შეგირდებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა შედეგის მისაღწევად სამცხელებს გამოცდილება არ ეყოთ.

ტურის ყველაზე დაძაბული შეხვედრა ქობულეთში გაიმართა. სოფელ ხუცუბნის სტადიონზე ადგილობრივი "პონტო" ხაშურის "ლეგიონთან" ბევრს უტევდა, ტერიტორიულ უპირატესობასაც სოლიდურს ფლობდა, თუმცა ოვალის წინ ხშირად ვარდნამ დიტო ოქროპირიძისა და ირაკლი წულუკიძის შეგირდებს მატჩის პოზიტიური ანგარიშით დასრულება არ დაანება. დათო სტეფანოვის გუნდი ფონს უმეტესად ორგანიზებული თამაშისა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადიოდა. შიდა ქართლელთა რიგებში კვლავ ძმები, საბა და ცოტნე მესხიშვილები გამოირჩნენ. უპირატესად კი მღლეტელ ცოტნე მესხიშვილის კარგი თამაშია აღსანიშნავი. მეორე ტაიმში ხაშურელთა მგეზავმა მიშო ჩადუნელმა გატანილი ჯარიმით აჭარლებს ნუგეშის აღების შანსიც მოუსპო 5:13. "ლეგიონმა" ცხრილში მე-3 ადგილზე აინაცვლა და დარჩენილ შეხვედრებში ქულათა მაქსიმუმის აღებას ეცდება. სტეფანოვის განცხადებით, ელემენტარული ხელშეწყობისა და ნორმალური საწვრთნელი პირობების ქონის შემთხვევაში ხაშურსა და ქარელში სერიოზული სარაგბო კერიის შექმნაა შესაძლებელი, რაც როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში რაგბის განვითარებას და ახალ ტალანტთა მოძიების საშურ საქმეს ხელს დიდად შეუწყობს.

აღმოსავლეთ ჯგუფში პირველი გამარჯვება და პირველი ქულები პატარძეულის "ვეფხვებმა" "არმიასთან" საშინაო შეხვედრაში მოიპოვეს. განვლილ შეხვედრაში ორივე გუნდს გამორჩეული მოთამაშე ჰყავდა. დიმიტრი კალანდაძისა და დავით დაოშვილის გუნდს ნიკოლოზ კალანდაძემ ულიდერა. "არმიელთა" კვაჭმა 2 ლელოს გატანა მოახერხა, ერთიც მისი ძალისხმევით საჯარიმო ლელოდ ჩაითვალა. გარეკახელთა შუამარბმა ლაშა გურგენიძემ ნამდვილი ბენეფისი მოიწყო. გურგენიძემ ოთხივე პოზიციიდან მოახერხა ქულების აღება/ლელო; გარდასახვა; ჯარიმა; არეკნი/ და რაგბში ერთობ იშვიათი და ფასეული "ფულ ჰაუსიც" შეასრულა. გურგენიძემ პირად აქტივში 19 ქულა მიითვალა და ზაურ შაქარაშვილის გუნდის გამარჯვებაში ლომის წილიც დაიდო 24:17.

გოჩა აბაშიძის თასის ერთ-ერთი პრეტენდენტი "სამთა" /იუნკ; ჩოხ; ყოჩ/ აუტსაიდერ გორის "ჯიქი წიქარას" კიკეთში დაუხვდა და 59:6 იოლ წარმატებასაც მიაღწია. შიდა ქართლელთა ჰავბეკ ვახტანგ ახვლედიანის გატანილ წყვილ ჯარიმას, გიორგი ენუქიძისა და ტოლიკა /სპირიდონ/ ლიპარტელიანის შეგირდებმა გაშლილ, ხელდახელ თამაშში 9 ლელოთი უპასუხეს. კიკეთელთა ბურჯმა ნიკა ნარმანიამ და მარცხენა ფრთა გიორგი კახელიშვილმა "დუბლი" შეასრულეს. "სამთამ", რომელიც მიმდინარე ტურნირზე ყველაზე შედეგიანი გუნდია (265 გატანილი), 5-ივე მატჩი მოიგო და 23 ქულით მე-2 ადგილზე დამკვიდრდა.

პირველი მარცხი იწვნია "ლოკომოტივი ხულიგანამ". ნავთლუღში, "შევარდენზე" "რკინიგზელებს" პირველ ტაიმში "ხარების" მღლეტელმა ბექა ხვისტანმა და ახალწვეულმა სურამელმა, მარჯვენა ფრთა ბაქარ ზედგინიძემ 2 უპასუხო ლელო გაუტანეს . ხვისტანი ასევე არაერთი ეფექტური ბოჭვითაც გამოირჩა. მეორე ტაიმში გია კურატიშვილისა და ფირუზ ბერიაშვილის ბიჭები გააქტიურდნენ. მარცხენა ფრთა ლაშა ჩხიკვაძემ ლელოს გატანაც მოახერხა, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა დავით კაკაბაძის დამმოძღვრილ ქვემოქართლელთა ორგანიზებულ და ხისტ დაცვას ვერაფერი მოუხერხეს და ოდენ ნუგეშს დასჯერდნენ 5:10, რამაც "რკინიგზელებს" ლიდერთა სამეულში ადგილი შეუნარჩუნა.

მუხიანში, "ხვამლი"-"არმაზის" დაპირისპირებაში მასპინძლები თავიდანვე დომინირებდნენ. "არმაზის" დამრიგებლებმა დათო კიკნაძემ და რატი გეგეშიძემ ობიექტურ მიზეზთა გამო ძირითადის ერთბაშად 7 მოთამაშე მოისაკლისეს, რაც ვაზისუბნელთა თამაშსზე უარყოფითად აისახა, თუმცა მარქაფამ, რომელმაც ბოლომდე და თავდადებით იბრძოლა, კარგი გაკვეთილი და სათამაშო პრაქტიკა მიიღო. "ხვამლმა" ღია თამაშში უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა. რატი ურუშაძისა და ირაკლი ფერაძის შეგირდები მეტოქეს შერკინებაში ჯაბნიდნენ და დერეფანშიც გაბატონდნენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, მარჯვენა ფრთის ლაშა კაკაურიძისა და მღლეტელ ნიკა მჭედლიშვილის კარგი თამაში. ხვამლმა" მეტოქეს 9 ლელო დაუდო და 53:10 იმარჯვა. ხვამლელთა ვიცე-კაპიტანმა, შუამარბმა ზურა ლუტიძემ "დუბლი" შეასრულა. მუხიანელები 19 ქულით , რუსთავის "ხარებთან" 4-5 ადგილებს ინაწილებენ.

მე-5 ტური, მესამე მასივში, "ლელოსა" და "აკადემიას" შეხვედრით დასრულდა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა და თასის მთავარმა ფავორიტმა 5 გატანილი ლელოთი, "მხატვრებს" მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაუწყვიტა და 36 უპასუხო ქულა მიითვალა. ჩემპიონი მეორე ტაიმში ოდნავ მოდუნდა და საბოლოოდ დაგეგმილი პრემიით, 43:0 იმარჯვა. ბორჯღალოსან ოთარ ბარკალაიას გუნდში სწრაფი, გააზრებული და ეფექტური თამაშით ჰავბეკი ლევან ტიტველაშვილი, მგეზავი კობა ირემაშვილი და ფულბეკი გიგა ჭინჭარაული გამოირჩნენ. "ლელომ" 24 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:45 | 28.03.2018
temuchin (431)

წარმატებები ჭაბუკ ლომებს!

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.089185
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X