სიახლეები

12:42 | 22.03.2018 | ნანახია 4056 - ჯერ

ჰეიგმა 2018 წლის რაგბი ევროპა შეაფასა

ბორჯღალოსნებმა 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი დიდი სლემით მოიგეს: დაამარცხეს ხუთივე მოწინააღმდეგე, დაიბრუნეს ორივე თასი (რაგბი ევროპის ჩემპიონატის და რუმინეთთან საზიარო ანთიმოზ ივერიელის სახელობის) და ისევე, როგორც 2016 წელს, მოაგროვეს 24 სატურნირო ქულა.

ჩვენმა გუნდმა გაიტანა 26 ლელო და გაუშვა მხოლოდ 2, ხოლო ქულათა ბალანსი 188:35-ზეა.

ჰეიგი თვლის, რომ ეს კარგი შედეგია, რადგან ორი წლის წინ ამ ტურნირში გამოცდილი გუნდი თამაშობდა, ხოლო წელს თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალბედებს ჰქონდათ და შედეგი იგივე დადგა:

„2016 და 2018 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატების სტატისტიკური მაჩვენებლები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. მაშინაც და ახლაც ბევრი ქულები ავიღეთ და ლელოებიც თითქმის თანაბრად გავიტანეთ.

„ვფიქრობ, ეს კარგი შედეგია, რადგან 2016 წელს იმ შემადგენლობით ვითამაშეთ, რომელმაც 2015 წლის მსოფლიოს თასზე წარმატებით იასპარეზა და დიდი თავდაჯერებულობა შეიძინა. ამჟამინდელი გუნდი გაცილებით ახალგაზრდულია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი მეტოქეებიც მოღონიერდნენ. მაგალითად ესპანეთი და რუსეთი შარშანდელზე უკეთესი იყო, ხოლო უფრო ძლიერი შეიძლებოდა ყოფილიყო რუმინეთი“.

პირველ ტაიმში გვიჭირდა

უკვე არაერთხელ ითქვა, რომ 2018 წლიდან ბორჯღალოსნები უშუალოდ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებაზე გადავიდნენ და ამ მხრივ მნიშვნელოვანია ხარვეზების აღმოჩენა და აღმოფხვრა.

მთავარი მწვრთნელის აზრით, პირველ ტაიმში დავალებების შესრულება ჭირდა და მაგალითად კრასნოდარში რუსეთთან გამართული შეხვედრა მოყავს. იყო შემთხვევები, როდესაც თამაშის მსვლელობისას თანმიმდევრობა ირღვეოდა:

„პირველ ტაიმში მატჩის წინ მიცემული დავალებების შესრულება ჭირდა და შესვენებაზე კვლავ იმაზე გვიწევდა საუბარი, რაც უკვე გავლილი გვქონდა. ერთი კვირით ადრე ვიცოდით, რომ რუსეთში ცუდი ამინდი იქნებოდა და 9 ნომერს, მგეზავს და ფულბეკს დავავალეთ, რომ ბურთი მეტოქის ნახევარზე მუდმივად ფეხით გადაეტანათ. ამის ნაცვლად პირველი ტაიმის საწყის ათ წუთში, ჩვენი მოედნის მხარეს 10 მეტრიანთან დაახლოებით ათჯერ მოგვიწია რაქში თამაში, ბურთი ხელით მოგვქონდა, ფაზების აკინძვას ვცდილობდით.

„შესვენებაზე თითოეულ მოთამაშეს კონკრეტული დავალება მივეცით. კიდევ ერთხელ მივუთითეთ, რომ ბურთი ფეხით მეტოქის მოედანზე გადაეტანათ და როგორც კი ეს გააკეთეს, შედეგიც შესაბამისი დადგა.

„თამაშის გარკვეულ ასპექტებში არათანმიმდევრულად ვირჯებოდით და ამით უკმაყოფილო ვარ. რუმინეთთან ბოლო სამი საკუთარი დერეფანი წავაგეთ. ეს შეიძლება თანაბრად დააბრალო ბურთის ამგდებს, მხტომელს და მის ამწევებს. თითოეული კომპონენტის შესრულების დასკვნით ფაზაზე, მორაგბეებთან ბევრს ვსაუბრობთ. ამ შემთხვევაში რუმინეთმა ჩვენი შეცდომები ვარ გამოიყენა, თუმცა სხვა, უფრო მაღალი კლასის გუნდი აუცილებლად დაგვსჯიდა.

„ერთი სიტყვით თამაშის მართვაში საკმაოდ მაღალ დონეზე ვართ, მაგრამ ხარვეზები მაინც არის და მის გამოსწორებას მუშაობა სჭირდება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გერმანიასთან, რუსეთთან და ესპანეთთან, შეცვლაზე შესული მორაგბეებით კმაყოფილი დავრჩი. მათ მეტოქეს ცეცხლი შეუნთეს და ეს კარგი იყო“.

„საკუთარ ლელოდან 5 მეტრში მსოფლიოში საუკეთესოები ვართ!“

ჰეიგი კმაყოფილია ბორჯღალოსნების დაცვის ხაზის თამაშით და ამაში ქართული გენეტიკის თავისებურებას ხედავს, მთავარ საფიქრალად კი, შეტევის გაუმჯობესება მიაჩნია:

„ჩვენი შეტევა იმ დონეზე ვერაა, რა სიმაღლეზეც დაცვა და ამ მიმართულებით რიჩი გრემს ბევრი სამუშაო აქვს. ამ ყველაფერს ობიექტური ახსნაც აქვს. დაცვაში თამაში შედარებით ადვილია - ხაზად დგომა, დროული გადაწყობა, ხაზის სწრაფად აწევა, სწორი პოზიციის შერჩევა. ამასთან ერთად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი ლელოდან ხუთ მეტრში ჩვენი გუნდის დაცვა მთელს მსოფლიოში საუკეთესოა და ეს გენეტიკურია. იმ მომენტში ქართველი მორაგბეების ფსიქოლოგიაში რაღაც ხდება, საკუთარ ტერიტორიას თავგანწირვით იცავენ და ამაში ჩვენს ბიჭებს ვერავინ შეედრება.

„თანაც, ქართველი მორაგბეები ფიზიკურად ძლიერები არიან - უყვართ მეტოქის შებოჭვა, „გვერდებში მირტყმა“. 2015 წლის მსოფლიო თასზე, ტონგასთან, 200-ზე მეტი ბოჭვა გავაკეთეთ. ეს მათ სისხლში აქვთ.

„შეტევა უფრო კომპლექსური და რთულია. ჩვენ არ გვყავს ახალი ზელანდიის ნაკრებივით სწრაფი მოთამაშეები, რომლებზეც ეს გუნდი თამაშს აწყობს. ამიტომ, ვაყალიბებთ ისეთ სისტემას, რომელიც ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. საჭიროა ეს სტრუქტურა შეიკრას და ავტომატიზმამდე დავიდეს, რათა შეტევის დროს ყველა იმ ადგილას იმყოფებოდეს, სადაც მისი ყოფნა აუცილებელია, მის დახვეწას კი, დრო ჭირდება“.

მოთამაშეთა შერჩევის პრინციპი

როგორ არჩევს ჰეიგი შემადგენლობას და რატომ არ ხვდება ესა თუ ის მოთამაშე განაცხადში? ესაა კითხვა, რომელზე პაუხიც გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებს და მწვრთნელი პასუხობს:

„ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით მორაგბეებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. გვაქვს მათთან მუდმივი კონტაქტი, ვაძლევთ მითითებებს, კონკრეტულ დავალებებს. ვუხსნით რა აქვთ გამოსასწორებელი, რაზე უნდა ივარჯიშონ უფრო მეტი.

„მაგალითად, ყურადღებით ვაკვირდებოდით გიორგი ფრუიძის თამაშს „ჩელენჯ ქაფზე“. კლუბში ის კარგად თამაშობდა და მივეცით, შანსი, გვაინტერესებდა, შეძლებდა თუ ვერა კლუბში ნაჩვენები სათამაშო დონის ნაკრებში გადმოტანას. ბელგიასთან მან კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. დაველაპარაკეთ, მივეცით მითითებები და ავუხსენით, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მისი ნაკრებში გამოძახება.

„თამაზ მჭედლიძეს ‘აჟენში’ მცირე სათამაშო დრო ჰქონდა. ვუთხარით, რომ მეტი უნდა იმუშაოს და ფორმაში შევიდეს. ყველა მორაგბემ, რომელიც გამოძახებულია, კარგად იცის, რომ საწვრთნელი შეკრების დროს მაქსიმალურად ბეჯითად უნდა გაისარჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მომდევნო ჯერზე აღარ დავუძახებთ.

„ავიღოთ თუნდაც ვასილ ლობჟანიძე. ნოემბრის ტესტებისას ის ფორმაში არ იყო. ცხადია, შესაბამისი მითითებები მივეცით. ახლაც, რაგბი ევროპის ჩემპიონატის საწვრთნელ შეკრებაზე რომ ჩამოვიდა, სათანადო ფორმაში ბოლომდე ვერ იყო. სწორედ ამიტომ პირველ ორ მატჩში მარქაფაში მოუწია ყოფნა. ის ჭკვიანი ბიჭია, ყველაფერს სწორად მიხვდა და ნელ-ნელა მოუმატა. თამაში აშკარად გამოასწორა და რუმინეთთან კარგად ითამაშა. მიგვაჩნია, რომ ლობჟანიძეს შეუძლია მსოფლიო დონის მორაგბე გახდეს და საამისოდ რა უნდა გააკეთოს, ეს კარგად იცის“.

„გორგოძეს გამოსათხოვარი მატჩი ჯერ არ უთამაშია“

წინასწარი ინფორმაციით, მამუკა გორგოძეს ნაკრებთან გამოსათხოვარი მატჩი რუმინეთის წინააღდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ ამაში მას ხელი ტრავმამ შეუშალა. ეს ჰეიგს გარკვეული იმედის საფუძველს აძლევს:

„გორგოძე გერმანიაში, თამაშის შემდეგ ვნახე, ტრავმის თაობაზე ვკითხე და მითხრა მალე გამოვჯანმრთელდებიო. მე ვუპასუხე - კარგია, მსოფლიო თასისთვის ფორმაში იქნებითქო. არაფერი მიპასუხა, მხოლოდ გაიღიმა.

„მამუკა სიტყვის კაცია და რასაც იტყვის აღარ გადათქვამს. მას უნდოდა, რომ ნაკრებთან გამოსათხოვარი მატჩი რუმინეთის წინააღმდეგ ეთამაშა, მაგრამ ტრავმის გამო ეს ვერ შეძლო. უნდა ვივარაუდოთ, რომ მატჩმა მისი მონაწილეობით, გარკვეული დროით გადაიწია...“

იტალიასთან - „ერთ თამაშში უკეთესს ვერ გაარკვევ“

ამა წლის ნოემბერში ბორჯღალოსნებს იტალიასთან ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის:

„ჩვენ ამ თამაშს დიდი ხანია ველით. სამხრეთ ნახევარსფეროში ეს მატჩი არავის აინტერესებს. სამაგიეროდ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, გასაგები მიზეზების გამო, მის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, როგორც ქომაგებში, ასევე სპეციალისტებში. ეს კარგიც შეიძლება იყოს და ცუდიც“ - ამბობს ახალ ზელანდიელი სპეციალისტი და მოლოდინებზე საუბრობს:

„შესაძლოა, ექვსი ერის დახურულ კარს მიღმა, ამ თამაშის შედეგმა არაფერი შეცვალოს. თუ მოვიგეთ, ექვს ერში დამატების თამამად მოსათხოვად კიდევ ერთი საბაბი გვექნება. თუმცა, ამ ერთი თამაშით იმის გარკვევა, რომელი უკეთესი გუნდია, არ შეიძლება. ერთ თამაშში მხოლოდ იმის დადგენა ხდება, იმ მომენტში რომელი უფრო ძლიერია.

„ჩვენ გვინდა ჩვენი ძალა ვაჩვენოთ. თუმცა, ამ მატჩის შედეგით ჩვენი მომავალი მაინც არ გადაწყდება. ზოგადად, ეს შეხვედრა არის მორიგი მატჩი პირველი დონის გუნდთან. საქართველოს ნაკრებს ტიერ1-ის გუნდი ჯერ არ დაუმარცხებია და ამისკენ მეთოდურად მივდივართ“.

„არ მინდა დამრჩეს შეგრძნება, რომ რაღაც ვერ გავაკეთე“

ამჟამად მილთონ ჰეიგის ფიქრები მხოლოდ 2019 წლის მსოფლიო თასს უტრიალებს და როგორც ადრეც აღნიშნა, საკუთარ მომავალზე მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ დაფიქრდება:

„დავრჩები თუ არა 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ საქართველოს ნაკრებში, რაგბის კავშირის გადასაწყვეტია. როცა ეს საკითხი დადგება, წინა პლანზე წამოიწევს, თუ რა იქნება ჩემი ოჯახისთვის უკეთესი. ორი გოგო მეზრდება, მშობლები ახალ ზელანდიაში ცხოვრობენ და მათზეც უნდა ვიფიქრო. ჩემი კარიერა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია...

„იაპონიიდან მართლაც ძალიან კარგი, სარფიანი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ფული მთავარი არაა. როცა საქართველოდან წავალ, არ მინდა დამრჩეს შეგრძნება, რომ ბოლომდე ვერ გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც შემეძლო. მაგრამ ახლა ამ ყველაფერზე არ ვფიქრობ და კონცენტრაცია მთლიანად მსოფლიო თასისკენ მაქვს მიმართული“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (22)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:56 | 23.03.2018
DataN24 (215)

მაინც მგონია რომ დაბრუნდება საერთო თხოვნის შედეგად მსოფლიოსთვის

17:27 | 23.03.2018
maxo_65 (458)

დაბრუნდება მამუკა, რა სიტყვის გადახტომაზეა საუბარი, მის ქვეყანას ჭირდება ძალიან და გულს არ დაგვწყვიტავს...

03:23 | 23.03.2018
რგბ1 (2)

ამ კაცს სასწაულები არ გაუკეთებია მაგრამ შესამჩნევათ აწია ჩვენი ნაკრების
დონე , და გარკვეულწილად ამ კაცის დამსახურებაა თითქმის ყველა თამაშზე სტადიონი სავსე როა , მე პირდად მგონია რო მსოფლიოზე შედეგი დაიდება , კარგი ახალგაზრდობა მოდის

14:41 | 23.03.2018
BEERTRANCE (1073)

მაგაში მანდამაინც ვერ დაგეთანხმები რომ პირადად ჰეიგის დამსახურებაა სავსე სტადიონი. ეგ უპირველესად (ღრუსებთან საგინებლად მისვლის გარდა) მორაგბეების დამსახურებაა როდესაც ხედავ რო ბოლომდე იხარჯებიან და მაყურებლის გასახარად თამაშობენ.

14:18 | 23.03.2018
GiorgiG83 (525)

ჰეიგის დამსახურებაა სტადიონი რომ ივსება? და ბიჭების დამსახურება რაღაა? )))

21:30 | 22.03.2018
თორღვა პანკელი (387)

ზედმეტი მგონია იმის მტკიცება რომ მილტონი ნაკრებს და საერთოდ ქართულ რაგბს ძალიან წაადგა, მისი შიგადაშიგ კრიტიკა დიდი მოლოდინებიდან გამომდინარეობს, რომლის თამასაც თავადვე ასწია და მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია, მის ერთგულებაზე და უანგარობაზე რომელიც საქმით აქვს დამტკიცებული არაფერს არ ვამბობ, კაცი მთელი ოჯახით ქართულად ლაპარაკობს, ქართული რაგბის მაჯაზე რომ ააქვს ხელი დადებული და გრძობს მის გულისცემას, ეს იქედანაც ჩანს რა ოსტატურად ახუჭუჭებს მამუკასDDD. აი რაც მამუკას შეეხება, ერთი ჩემი რიგითი გულშემატკივრის აზრით, იაპონიაში აუცილებლად ისევ უნდა ჩაიცვას ბორჯღალიანი ჯაჭვის პერანგი გორგოძილამ, აქ მემგონი ლაპარაკიც ზედმეტია რომ იქ მამუკას დახმარება ძალიან დაჭირდება ნაკრებს, არანაირად არ გამოუვა მამუკას თავის სიტყვაზე გადახტომა, პირიქით ასე უკეთესიც იქნება მამუკასთვისაც და ნაკრებისთვისაც, ოღონდ იაპონიამდე ტყუილად არ უნდა დავღალოდ განსაკუთრებით ამ პანჭი-პუნჭა გუნდებთან, ნუ იტალიასთან თუ წაირეპეტიციებს გადასარევი იქნება. ვეთანხმები dd24-ს არ მოუწყოთ არანაირი გაცილება მსოფლიომდე მამუკას და ვთხოვოთ რომ დაბრუნდეს, ბოლომდე მჯერა რომ რეალურად არსადაც არ წასულა მამუკა და ელოდება მას ნაკრებში თავისი კაპიტნის სამკლავური, შენ უკვე დაიმკვიდრე ადგილი ჩვენს გულებში კაპიტანო, ეს ერთი მსოფლიო კიდე ითამაშე და შენი გაცილება მერე ნახე, რაგბი ჩვენი თამაშია!

16:33 | 23.03.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

23:02 | 22.03.2018
temuchin (431)

100% ხარ თორღვავ!

18:04 | 22.03.2018
BEERTRANCE (1073)

ჰეიგს ალბათ დავემშვიდობებით, არ ხდება რაგბში ისედაც ამდენ ხნიანი ყოფნა 1 და იგივე ნაკრების სათავეში სიახლე მასაც ჭირდება და ჩვენც. მაგრამ ნამდვილად მიხარია რომ გვყავდა. მარტო ის რად ღირს რო საქართველოში იცხოვრა, და აკადემიასაც ეხმარებოდა რაც პირდაპირ არ ევალებოდა.

18:45 | 22.03.2018
GiorgiG83 (525)

სანაკრებო ვერტიკალის პატრონაჟი ევალებოდა - შესაბამისად იმ ჭანჭიკისაც რასაც აკადემია ჰქვია - არ არის ეგრე არ ევალებოდა და აკეთებდაო

21:43 | 22.03.2018
BEERTRANCE (1073)

ნიჟარაძემ გვითხრა ეგრე 1-1 შეხვედრაზე რო აკადემია მანდამაინც არ ევალება მარა მაინც იმაზე მეტს აკეთებს (გვჯიგრობსო) ვიდრე მისგან მოვითხოვეთო.

14:20 | 23.03.2018
GiorgiG83 (525)

მხოლოდ იმიტომ რომ მის ინტერესებში შედიოდა სანაკრებო რეზერვის ფორმირება იმ შედეგისთVის რასაც მას კავშირი უყენებს და ამ რეზერვის პოტენციური კანდიდატები ირიცხებიან აკადემიაში - მარტივია

14:40 | 23.03.2018
BEERTRANCE (1073)

გასაგებია.

18:02 | 22.03.2018
BEERTRANCE (1073)

თავიდანვე ეგ ითქვა რო ღლის უკვე სეზონი მამუკას და უკვე ისე რიხიანად ნაკრებში თამაში არ გამოუვაო და გუნდის დაღალატება არ მოუვიდესო და ამიტომ წავიდაო, მარა ისე მართლა უნდა დაფიქრდეს, თუნდაც შეცვალზე შემოვიდეს და 20 წუთი ითამაშოს, მემგონი ეგეც ძალიან წაგვადგება.

18:43 | 22.03.2018
GiorgiG83 (525)

ბოლო 20 წუთისთვის გინდა ამხელა ლეგენდა დაბრუნდეს?
და პირველი 60 წუთი?
)))

21:42 | 22.03.2018
BEERTRANCE (1073)

თუ არასწორად ვიცი მაშინ შემისწორე;

მე ასე ვიცი რო (როგორც ვთქვი) ძალიან ქანცავს უკვე სეზონი და გაუჭირდება ძველ დონეზე თამაშიო და მიტომ წავიდა კარგად მოთამაშე და ბოლომდე მებრძოლი მამუკა დაამახსოვრდეს ქომაგებს და გუნდიც არ დააღალატოსო. ამიტომ ვთქვი რომ 20 წუთი მაინც რო ითამაშოს ეგეც საქმეაო თქო.

თუ მეშლება მაშინ მითხარი და რა მექნება საწინააღმდეგო თუკი ითამაშებს. მით უმეტეს ჯერჯერობით მეც ეგრე მეჩვენება რო გვჭირდება ძალიან.

14:30 | 23.03.2018
GiorgiG83 (525)

მამუკამ აღნიშნა, რომ:
ასაკის მატებასთან ერთად ორ ფრონტზე თანაბარი წარმატებით ასპარეზობა დატვირთვების გამო გაუჭირდებოდა, აქვე დაამატა, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიოლებს ის, რომ ახალი თაობების მეიმედებაო და ბოლოს აღნიშნა, რომ ერჩია ნაკრებიდან ასაკისკენ მიმავალი, მაგრამ ფორმის პიკში წასვლა რადგან გულშემატკივარს ყოველთვის ასე პიკში დავამახსოვრდეო...

თორემ...
ტულონში დღემდე იმ ძირითადი ბირთვის წევრია სადაც ჯერ კიდევ საწყისი წუთებიდან თამაშობს და მგონი საქართველოს ნაკრებში კონკურენცია ტულონზე ნაკლებია, მამუკა რომ უცებ ბოლო 20 წუთის მოთამაშედ გავხადოთ

თან:
არ სავარაუდოდ სუბიექტური ფაქტორის გავლენაც არის
ორი ფრონტი არ/ვერ გამოდის რადგან:

თუ თამაშობ ნაკრებში, შესაბამისად იმ დროს ვერ თამაშობ კლუბში და თუ არ თამაშობ ნაკრებში გათამაშებს კლუბში და კუთვნილი დასვენება გადამბულად 6-8 მატჩის მერე გეკუთვნის იმის მიუხედავად თუ სად ითამაშე


უბრალოდ მამუკას უნდოდა ასაკისკენ მიმავალ გზაზე საუკეთესო ფორმაში დაეტოვება ნაკრები, რომ გულშემატკივარს ისეთი დამახსოვრებოდა, როგორი მამუკაც ქართული რაგბის ცოცხალ ლეგენდად შეიქმნა

14:39 | 23.03.2018
BEERTRANCE (1073)

ეგ ვიგულისხმე მეც რო ორ ფრონტზე უჭირს ნამდვილად და მეც ვეთანხმები რო ეგეთი მამუკა გვინდა დაგვამახსოვრდეს, თავისთავად დროულად წასვლასაც ჰო შნო უნდა.

ეგ პირობითი 20 წუთიც მაგის გამო ვთქვი რახან "2 ფრონტზე" ისეთივე მამუკა ვერ იქნება და ნაკლები დატვირთვა მიიღოს

16:36 | 23.03.2018
GiorgiG83 (525)

არ არსებობს ორი ფრონტი
რა მნიშვნელობა აქვს ზედიზედ სამ თამაშს ტოპ 14 ში ითამაშებ თუ იმ 3 თამაშის მაგივრად რაგბი ევროპის გათამაშებაში - რუსეთ-ესპენთ-რუმინეთთან - მაინც სამს თამაშობ, ერთდოულოად იქაც და აქაც ხომ არ გახვალ მინდორზე?
ანუ დატვირტვის რაოდენობა იგივეა ნაკრებში წელიწადში გიწევს მაქს 11 თამაში
+ ტოპ 14 ში სულ რომ გრძელი გზით მიხვიდე ფინალამდე 29
+ ჰეინიკენი 11
ანუ 50 ზე მეტი მატჩი ვერ გამოგივა, აქედან ლიმიტია წელიწადში 40 თამაში (თუ არ მეშლება)
და ამ 40 თამაშიდან კლუბს 11 თამაშით რომ დაეთხოვო სანაკრებოდ, შესაბამისად იმ 11 თამაშით ნაკლებს არ ითამაშებ კლუბში?

თან ჩვენ მამუკას ბელგია-გერმანიასთან-ესპანეთთან და ზაფხულობით არ ვაწუხებდით: ნომებერი 3 + 2 ერთა თასზე - 5 მატჩი, და იგივე 5 მატჩით ნაკლებჯერ ითამაშებდა კლუბის სახელით = მარტივი არითმეტიკა, არანაირი მეტი დატვირტვა (ისეთი რომ მამუკა დაანგრიოს) და არანაირი ორი ფრონტი



მხოლოდ ერთი: კაცს უნდოდა და წავიდა კიდეც ფორმის პიკში

პ.ს.
შენ როგორ ფიქრობ 35 წლის მამუკაზე უკეთესი 4-5-6-7-8 რამდენი გვეყოლება საერთოდ და მერე 35 ზე უმცროსი ასაკის?



ვერცერთი!

22:30 | 23.03.2018
BEERTRANCE (1073)

მაგაში ნამდვილად გეთანხმები, არ გვყავს ჯერ.
და რატომღაც ჩავთვალე რო 20 წუთის მანძილზე იმ პიკის ფორმაში ითამაშებდა. მარა უნდა დაგეთანხმო ალბათ რთული წარმოსადგენია მამუკამ თავიდან ბოლომდე არ ითამაშოთ.

16:30 | 23.03.2018
პანტელეიმონი (1218)

ალბათ ოპტიმალური იქნება, რომ პრინციპულ მატჩებში ფიჯისთან და ურუგვაისთან 60 წუთი ითამაშოს და ავსრალიასთან და უელსთან 20 წუთი.

მამუკა გვჭირდები ! ! !

16:38 | 23.03.2018
GiorgiG83 (525)

დაივიწყეთ ეგ 20 წუთი
მამუკა თამაშობს ან არა
გამორიცხულია არ დაბრუნდება
არც გაცილება გამოვა 2020 მდე აქ რუმინეთი არ ჩამოვა და 2017 ის მერე 3 წელიწადში 36 წლის მამუკა 2020-ში მითუმეტეს არ წამოვა ნაკრებში

17:23 | 23.03.2018
maxo_65 (458)

დაბრუნდება..იცის რომ გვჭირდება ძალიან და დაბრუნდება..

17:20 | 22.03.2018
buratino (480)

რაც შეეხება ჰეიგს, ის მართლაც ძალიან კარგი ადამიანია და როდესაც დადგება მასთან გამოთხოვების მომენტი, აუცილებლად დიდი პატივით უნდა გავაცილოთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის მერეც (ანუ მომავალშიც) ჰეიგი არაერთხელ დაეხმარება ქართულ რაგბს, თუნდაც ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მორაგბეების განვითარებასა თუ გამოცდილი მოთამაშეების უცხოურ კლუბებში მოწყობაში

17:16 | 22.03.2018
DataN24 (215)

ხო იძახდა ჩემ ადგილას ახალგაზრდები განვითარდებიან მსოფლიომდეო მარა არც ახალგაზრდები ჩააბან მეორე ხაზში და ვინ უნდა განვითარდეს ასე რომ ...

17:17 | 22.03.2018
DataN24 (215)

მთავარია ჯანმრთელად ოყოს და არამგონია ამდენ ათას გულშემატკივარს გაუტეხოს

17:15 | 22.03.2018
buratino (480)

ვუერთდები გულშემატკივართა მრავალათასიან არმიას, ვინც მამუკას ნაკრებში დაბრუნებას ითხოვს.
მამუკა, შენ ჩვენი სიამაყე ხარ! შენ აქამდეც არაერთხელ დაგიმტკიცებია სამშობლოსადმი შენი ერთგულება! მაშ მოდი, ამ ერთხელაც დაამტკიცე ეს! მსოფლიოზე ჩაიცვი ბორჯღალიანი ფორმა!
ჩვენ, უბრალო ქომაგებს ეს ძალიან გვსურს და მუხლმოყრილი გთხოვთ, რათა ჩვენს გასახარად და ქვეყნის სასარგებლოდ გადადგა ეს ნაბიჯი! ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს!

17:05 | 22.03.2018
McCaw (168)

ამასთან ერთად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი ლელოდან ხუთ მეტრში ჩვენი გუნდის დაცვა მთელს მსოფლიოში საუკეთესოა და ეს გენეტიკურია. იმ მომენტში ქართველი მორაგბეების ფსიქოლოგიაში რაღაც ხდება, საკუთარ ტერიტორიას თავგანწირვით იცავენ და ამაში ჩვენს ბიჭებს ვერავინ შეედრება.

„თანაც, ქართველი მორაგბეები ფიზიკურად ძლიერები არიან - უყვართ მეტოქის შებოჭვა, „გვერდებში მირტყმა“. 2015 წლის მსოფლიო თასზე, ტონგასთან, 200-ზე მეტი ბოჭვა გავაკეთეთ. ეს მათ სისხლში აქვთ მელიტონმა რააა გაააძროოო

16:45 | 22.03.2018
ოვალური კორბენი (276)

მეც ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მამუკამ მსოფლიო თასზე უნდა ითამაშოს.
აგერ იბრაგიმოვიჩი იჭაჭება - მუნდიალზე სათამაშოდ მზად ვარო. არადა სანაკრებო კარიერა დაასრულა და შვედებმა მის გარეშე განვლეს საკვალიფიკაციო ეტაპიც და პლეი-ოფიც იტალიასთან.
ზლატანისგან განსხვავებით "გორგოძილას" ნაღდად აქვს მორალური უფლება, რომ იაპონიაში ნაკრებს შეუერთდეს. რადგან სწორედ მისი უდიდესი ძალისხმევით "ბორჯღალოსნებმა" წინა მსოფლიოზევე მოიპოვეს იქ ასპარეზობის უფლება.
მაგრამ ძალზედ თავმდაბალი კაცი მგონია და შეიძლება სიტყვა მართლაც აღარ გადათქვას.

16:41 | 22.03.2018
McCaw (168)

მომავალი თაობიდან ჩვენს ნაკრებში რაღაცით გავს მამუკას ეს ბექა გორგაძეა ისიც რაღაცით ცოტა გავს მაგრამ მამუკა ვერასდროს ვერ გახდება

17:56 | 22.03.2018
maxo_65 (458)

8-ზე ბექა გორგაძე მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო იქნება, თუ ტრამვებმა არ შეუშალა ხელი...

18:02 | 22.03.2018
McCaw (168)

კი მაგარია ბექა მაგრამ შარშან მაისში მიღებული ტრავმის მერე ჯერ არ გასულა მოედანზე და ვერ იმას ეუბნებიან ეკიმები როდის დაბრუნდება

16:38 | 22.03.2018
McCaw (168)

რომ იძახიან შეუცვლელი არავინაოოო ზუსტადაც რომ მამუკა შეუცვლელია მაგის ნახევარი რომ იყოს ისეთიც არავინ ჩანს ნაკრებში ერთხელ ერთმა დამიწერა აქ ლომიძე შეცვლის მაუკასო: ჯერ ერთI ლომიძე ვერანაირად ვერ შეცვლის ეგ უტოპიაა იმიტომ რომ ლაშა ტიპიური 7 ნომერი კლასიკური შემკვრელი რვიანია პარისეს სტილის ნუ ძაან ისეთი შედარება მომივიდა ეხლა პარისესთან მაგრამ თითონ ლაშას აქვს ნათქვამი რომ ჩემი საყვარელი პოზია 8 ნომერია შერკინების შემკვრელიო და ასე ხაზი გაუსვა რომ პარისე ძალიან მომწონს ჩემი საყვარელი მორაგბეაო მისი სტილიო და მანერა არცერთ 8 ნომერს არ აქვსო მსოფლიოშიო.

18:41 | 22.03.2018
GiorgiG83 (525)

ამ საყვარელ პოზიციაზე ყველაზე სუსტი

19:07 | 22.03.2018
McCaw (168)

ვინ ლაშა 8 ნომერზეა სუსტი მაგას ამბობ რელაურად 8 ნომერია აბა მარბიელად 6 ნომერზე და მღლეტელად 7 ნომერზე საერთოდ არ მომწონს ლაშა ისე ის ავანსები რაც მასზე იყო თავიდან გაცემული ჯერ ვერ გაამართლა არდა როგორი მაგარი იყო იაპონიასთან 8 ნომრად იდგა და მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს აქ რომ მოვუგეთ მაშინ მაგის მერე ერთ ადგილზე გაჩერდა

14:31 | 23.03.2018
GiorgiG83 (525)

მეორე საკითხია თვითონ რა უნდა

14:31 | 23.03.2018
GiorgiG83 (525)

გადახედე მარბიელის და შემკვრელის ფუნქციებში ნიუანსებს და აღმოაჩენ, რომ ლაშა ვერასოდეს იქნება იმაზე კარგი 8 ვიდრე შეიძლება იყოს 6

16:33 | 22.03.2018
McCaw (168)

არადა მამუკას წასვლა რამხელა დანაკლისია ნაკრებიდან ეს ამ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა დერეფანი კატასტროფა როცა მამუკა იყო დერეფანში კარგად ვიდექით მე არ მახსოს დერეფანში მამუკა ამხტარიყოს ბურთზე და ვინმეს წაერთმიოს მერე მეორე კოშმარი რაქი ჩვენი რაქი საშინელებააა იყო ამ ჩემპიონატზე მამუკას დროს უფრო სწრაფად სუფთავდებოდა და იწმინდებოდა რაქი და ყველაზე მთავარი ღლეტვა მამუკას წასვლის მერე წესიერი მღლეტელი არავინაა ჩვენს ნაკრებში რაქიში ღლეტვაზე რომ ჩავიდეს ეს ყველაფერი მამუკას წასვლამ გამოიწვია ჰეიგის ამჩნევს ამას მაგრამ არ იძახის იმტომაცაა რო ეუბნება მაუკას მსოფლიოზე წამოდიო თუ რამე არასწორი ვთქვი სარაგბო კუთხით შემისწორეთ

16:29 | 22.03.2018
McCaw (168)

GiorgiG83 რა თკმაუნდა შენს მიერ ჩამოთვლილი ხალხთანაც საჭიროა მაგრამ მე რომ ჩამოვთვალე იმათთან განსაკუთრებით ეგ სამი კაცი წარმოადგენს დღეს მსოფლიოში მღლეტელთა მექას დღეს დღეობით ევროპაში 7 ნომერზე სემ უერბერტონი უალტერნატივოა და სამხრეთ ნახევარსფეროში ჰუპერი და პოკოკი უდავოდ სამწუხაროდ ბოლო 2 ათეული წელი ვინც იყო ყველაზე მაგარი შვიდიანი უკვე აღაარა ალბათ მიხვდი ვისაც ვგულისხმობ

18:40 | 22.03.2018
GiorgiG83 (525)

ვინც შენი კონკურენტია იმასთან გჭირდება


უელსი და ავსტრალია ნამეტანი ყელზე არ დაგვადგეს, თუ ცივ შხაპად მოგვევლიონის
ფიჯის მივაწვეთ

16:28 | 22.03.2018
mamulo (31)

სამშობლო გეძახის!
მამუკა მხოლოდ მსოფლიო თასზე ტოკიოში,სულ რამდენიმე თამაშით მაინც დაბრუნდი ნაკრებში! ნუ ეტყვი უარს სამშობლოს!

16:21 | 22.03.2018
DataN24 (215)

არ მოუწყოთ გაცილება მსოფლიომდე სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია მისი ყოფნა გუნდში ჯერ მოთამაშეებისთვის, შემდეგ მოწინააღმდეგის დასათრგუნად ასევე მსჯების პატივისცემის დასამსახურებლად. მთავარია ჯანმრთელად იყოს და ბოლო ბოლო გულშემატკივრები ვთხოვთ და უფრო აქტიურ მსვლეობასაც მივცემთ ამ საკითხს მსოფლიო რომ მოახლოვდება

16:26 | 22.03.2018
McCaw (168)

++++++++++++ 100 პროცენტით გეთანხმები არ უნდა მოვუწყოთ არაფრის დიდებით გაცილება და გულშემატკივრებმა უფრო უნდა ვიაქტიუროთ და მოუვუწოდოთ დაბრუნდეს მხოლოდ ერთი თვით მხოლოდ ერთი თვით უზარმაზრი ავტორიტეტის მკონეა მამუკა ნებისმიერი გუნდისთვის ნებისმიერი მორაგბისთვის და ნებისმიერი მსაჯისთვისაც

16:21 | 22.03.2018
mamulo (31)

ნამდვილად გვჭირდები მამუკა !გვჭირდები ტოკიოში აუცილებლად !მსოფლიო თასისთვის ფორმაში იქნები.

15:53 | 22.03.2018
temuchin (431)

წარმატებები მილტონ, მსოფლიოზე თუ დასახულ შედეგს დადებ მგონი ზელანდიიიდანაც აღარ დააყოვნებს ღირსეული შემოთავაზება. შენი იმედი გვაქვს!

14:52 | 22.03.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე მილტონ ! ! !

14:32 | 22.03.2018
McCaw (168)

მამუკ გვჭირდები ტოკიოში აუცილებლად შენმა მძლავრმა ტალჩოკებმა ვერბარტონს პოკოკს და ჰუპერს ნეკენები უნდა ჩაულეწოს ჰეიგმაც რა ხიტრულად ჩაურტყა კარგიაო მსოფლიო თასისთვის ფორმაში იქნებიო

14:51 | 22.03.2018
პანტელეიმონი (1218)

ნამდვილად გვჭირდები მამუკა ! ! !

14:42 | 22.03.2018
GiorgiG83 (525)

ფიჯელებთან უფრო
რასინგელი ნაკარავა (4/5)
ორიაკელი ნაგუსა (8)
კლერმონელი იატო (6/7)
ბრიველი ვაკანიბოროტუ (6/7)
ტულუზელი კუნატანი (6/7)
და სხვანი:

13:27 | 22.03.2018
ilarioni (138)

ძალიან აზრიანი და კარგი ადამიანია ჰეიგი. რაც მასში ყველაზე ძალიან მომწონდა და მომწონს არი ის, რომ მთელი სულით და გულით უდგება საკუთარ საქმეს და პასუხისმგებლობას და კიდევ ის რომ თავიდანვე გრძელვადიანად ფიქრობს, ის რაც ძალიან სჭირდება ჩვენ რაგბს, ნაბიჯ-ნაბიჯ სისტემატური პროგრესი. ადამიანი, რომელიც ადამიანურ და სპორტულ ღირებულებებს ფულზე მაღლა აყენებს ყოველთვის დასაფასებელია. თუმცა მაინც ვთვლი, რომ ხაზს კიდევ უფრო მეტი შეუძლია, უნდა შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში წინ ვერ წავალთ

0.100679