სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
საერთაშორისო

16:20 | 19.03.2018 | ნანახია 4751 - ჯერ

განრისხებულმა ესპანელმა მოთამაშეებმა რუმინელ მსაჯზე გაიწიეს (+VIDEO)
რაგბი ევროპის ჩემპიონატი, V ტური: ბელგია - ესპანეთი 18:10

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში ესპანეთს ბრიუსელში ბელგია უნდა დაემარცხებინა და 2019 წლის მსოფლიო თასზე პირდაპირ გადიოდა, მაგრამ "ლომები" სენსაციურად დამარცხდნენ და საქმე გაირთულეს: ახლა მათ პლეი-ოფში ჯერ პორტუგალიასთან მოუწევთ დაპირისპირება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში სამოასთან. თუ კუნძულელებს დაამარცხებენ იაპონიის საგზურს მიიღებენ, თუ არადა - უკანასკნელ შანსს რეპეშაჟში.

ესპანეთის დამარცხებაში დიდი წვლილი რუმინელ მსაჯს ვლად ლორდაჩესკუს მიუძღვის, რომელმაც რბილად რომ ვთქვათ, "ლომების" საზიანოდ ბევრი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რაც გადამწყვეტი გამოდგა და ესპანეთი დამარცხდა, ხოლო რუმინეთი მსოფლიო თასზე გავიდა. თამაშის დასრულებისთანავე, განრისხებული ესპანელი მოთამაშეები მსაჯს ეცნენ და რომ არა დაცვა, მას კარგი დღე ნამდვილად არ დაადგებოდა.

ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ "რაგბი ევროპის" პრეზიდენტი რუმინელი ოქტავიან მორარიუა და სწორედ ამ ორგანიზაციამ დანიშნა რუმინელი მსაჯთა ბრიგადა 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის გადამწყვეტ მატჩში. "მსოფლიო რაგბიმ" კი უკვე განაცხადა, რომ ამ მატჩით დაინტერესდებიან. მოკლედ, აშკარაა, რომ ზემოხსენებულ შეხვედრას რაგბისთვის უჩვეულო და ცუდი სუნი სდის...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:35 | 20.03.2018
maxo_65 (458)

მე პირადად კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნაკრებში ვინმეს ნატურალიზების, იმ ფორმით როგორც იქცევიან იტალიელები შოტლანდიელები და რუმინელები..გვყავდეს ნახევარი გუნდი უცხოელების და ვწვალობდეთ რა აზრი აქვს..უცხოელებს კი ბატონო- საკლუბო რაგბში, გასაკუთრებით უკანახაზელები..ჩვენს რომ სარაგბო ერი ვართ და ჩვენს გენებშია რაგბის თამაში ეს მსიამოვნებს ყველაზე მეტად და ამას აქვს მუღამი...

23:13 | 19.03.2018
tokageo (45)

მართალი გითხრათ ბიჭებო, დიდი პატივისცემის მიუხედავად აბსოლუტურად მიკერძოებულები და უსამართლოები ხართ. ამის მეხუთედი რომ ვინმეს ჩვენთვის ეკადრებინა, რაც იმ რუმინეთის მასშტაბთაც კი უცნობმა მსაჯმა აკადრა ესპანეთს, სრულიად საქართველო ტრუსიკიდან ამოვვარდებოდით და ომს გამოვუცხადებდით სამყაროს. თამაშის მხოლოდ 4 წუთიან მიმოხილვას ვუყურე და მსაჯმა 20-ზე მეტი უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. არ აძლევდა ხეირს, არ ნიშნავდა ბლოკს, ვერ ხედავდა წინპასს, ყოველ მეორე ესპანეთის აუტს "არასწორი" მოწოდებისთვის ბელგიას უბრუნებდა, ვერ შებოჭილ კაცს, რომელმაც მოძრაობა განაგრძო აჯარიმებდა შებოჭილმა რატომ გააგრძელეო, ესპანეთის საწინააღმდეგოდ არარსებულ წინპასს ხედავდა (არაერთხელ), გუნდს დასცინოდა რასაც ქვია.
ახლა მეორე: ესპანეთმა დანიშნვისთანავე გააპროტესტა ეს მსაჯი, ან ვის მოუვა თავში პირდაპირი მეტოქის ქვეყნიდან მსაჯის დანიშნვა, თუ მორარიუს არ მოუვიდა ძალიან განზრახ.
მესამე: ტყუილად ადარებთ ნამიბია საქართველოს, სადაც ბევრი ვიწვალეთ და ვიბრძოლეთ მაგრამ ყველა საეჭვო მომენტი მსაჯმა გამეორების მერე გადაწყვიტა და თუობიექტურები ვიქნებით არც-ერთი უხეში შეცდომაარდაუშვია მაიკლ კლანსის, რომელიც დღესაც მსოფლიო რაგბის სამსაჯო კორპუსის ვარსკვლავია და რომელთანაც რუმინელი იორდაჩესკუ ტილის ოდენა ავტორიტეტსაც არ ფლობს.

როგორც ჩანს ძალიან მკაცრად ვუდგებით სხვების ტაქტიკას ნატურალიზაციის გზით მიაღწიონ წარმატება. არადა ჩვენშიც მრავალი წარმოშობით არაქართული ან არასრულად ქართველი ფესვების მქონე სპორტსმენი გამოსულა საერთაშორისო ასპარეზზე: ვიქტორ სანეევი, ანატოლი მილჩენკო, მოჭიდავე პოღოსიანი, ძმები ბოისები, კალათბურთელები დიქსონი, ელისი, და ბევრი სხვა, ჩოგბურთელი კალაშნიკოვა, ფეხბურთელები დობროვოლსკი, ნავალოვსკი, ვოლკოვი, ან თუნდაც მორაგბე შკინინი. რატო გადავირიეთ იმაზე რომ ესპანეთში ბასკური ფესვების მქონე ფრანგებმა ითამაშეს? ან რუმინეთისკენ სიმპათიები რითაა განპირობებული? იმათი ნაკრები უფრო ოკეანეთისას გავს!!!
არ მიწყინოთ კრიტიკული პოსტისთვის, მაგრამ ძალიან უსამართლოა დაჩაგრულის დაუცველ კარში ბურთების შეგორება!!!!

00:44 | 20.03.2018
თორღვა პანკელი (387)

ესპანეთის ნაკრების ნატურალიზაციის შემთხვევაში გეთანხმები, იმ ჩამოყვანილი მორაგბეებს მართლაც ესპანური ფესვები აქვთ, აი რუმინეთის შემთხვევა ცოტა უფრო სხვაა, მაგრამ მე ეს საერთოდ არ მაინტერესებს, როგორც უნდათ ისე გააძლიერონ და ვინც უნდათ ის ჩამოიყვანონ ნაკრებში, მე უბრალოდ ზოგიერთი ქართველი რაგბის გულშემატკივრის პოზიცია არ მესმის რომ, რატომ არ ჩამოგვყავს უცხოელი გამოცდილი და ძლიერი მორაგბეები{ახ.ზელ. ფიჯი, ტონგა.სამოა)და არ ვახდენთ მათ ნატურალიზაციას თან მაგალითად რუმინეთი, თუ სხვა ქვეყნები მოყავთ. საქართველო ნამიბიას თამაშთან დაკავშივრებით ნაღდად ვერ დაგეთანხმები რომ იმ მსაჯს სერიოზული შეცდომა არ დუშვია, ბოლოს ნამიბიას ის არც თუ ისე ძნელი ჯარიმა რომ გაეტანა, საქართველოც მსაჯის ასეთი უსამართლობის მსხვერპლი აღმოჩნდებოდა და ზუსტად ეს სიტუაცია იქნებოდა უბრალოდ სხვა ანგარიშით, თან ყველა საეჭვო მომენტი რომ ვიდეო გამეორებით გადაეწყვიტა, ასეთი რამ საერთოდ არ მახსენდება, მაგრამ ესეც არ მიკვირს კინაღამ შეგვაჩვიეს რომ ჩვენს წინაარმდეგ ასეთი მსაჯობა მოსულა, უელსთან მსაჯის კარგად მსაჯობას ისე გაკვირვებულები ავღნიშნავდით რომ გეგონებოდა აქეთ დაგვეხმარა რამე.

23:32 | 19.03.2018
rachuka (32)

რუმინელმა მსაჯმა, რომ იმაიმუნა ეგ ფაქტია, კლენსი მაგასთან შედარებით მართლა ანგელოზია თუნდაც ჩვენი და ნამიბიის მატჩში დაშვებული "შეცდომების" მიუხედავად. ნატურალიზებაზე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გარდა დიქსონისა საქართველოში დაბადებული/გაზრდილია და აქ დაეუფლენ იმ სპორტს რაშიც წარმოადგენდნენ საქართველოს. ნატურალიზების სრული წინააღმდეგი არ ვარ, რაგბში ჩვენს გვყავდა ნატურალიზებული იაშვილი მემგონი, სამწუხაროდ არა საფრანგეთის ნაკრების 9 ნომერი არამედ მისი ძმა . მე არ მომწონს როცა გუნდის ნახევარი
და მეტი ნატურალიზებული მორაგბეები არიან, თან ტიპეპს სახელი და გვარიც არ ააქვთ თავიანთი ნაციონალობის და ყველაზე მეტად არ მომწონს ის წესი რომ ოკეანელბი ჩაყავთ 3 წელი ათამაშებენ ეროვნულ ჩემპიონატში და მერე მაგათ შეუძლიათ ნაკრებში თამაში. ასე ნაკრებებს კი არა უფრო კლუბებს დაემსგავსებიან გუნდები და თავდ ფიჯი, ტონგა, სამოასთვისაც ცუდია რომ მათ საუკეთესო მოთამაშეებს ფინანსურად უფრო ძლიერი ქვეყნები ართმევენ. რავი ასე მგონია

23:38 | 19.03.2018
tokageo (45)

გეთანხმები სრულად, არც მე მომწონს ასეთი ფორმით ნატურალიზაცია, მაგრამ ამის გამო ტელერანტები ვიყოთ რუმინელი მსაჯის უნამუსობის, მაგრად არასამართლიანად მიმაჩნია.
დღესთუ ეს გაატარა მსოფლიო რაგბიმ, ხვალ რუმინეთი საქართველოს, ან ესპანეთი საქართველოს თამაშზე დაგვინიშნავენ უნამუსო რუს მსაჯს და დამიჯერეთ, არათუ ვერ გადავუვლით მაგ გუნდებს, არამედ შანსი არ გვექნება მსგავსი მსაჯობის პირობებში!!!

23:56 | 19.03.2018
rachuka (32)

ტოლერანტულები არ უნდა ვიყოთ რა თქმა უნდა, არც ვართ. ესპანეთმა იქ მიქარა როდესაც უძლიერიეს შემადგენლობთ არ გავიდა, არბიტრის მიქარვებს ძირითადად მეორე ტაიმში ქონდა ადგილი თუმცა პირველ ტაიმში ესპანეთმა ვერ მოახერხა სათანადო უპირატესობის მოპოვება. თვითონვე იძახიან არ გვინდოდა რუმინელი მსაჯი და შეცვლას ვითხოვდითო ანუ ელოდნენ მსაჯისგან რაღაც ამდაგვარს თუმცა ბოლომდე არ/ვერ შეძლეს გაენეიტრალებინათ მსაჯის ფაქტორი, მოკლედ სათანადოდ ვერ დაიცვეს თვითონ თავიანთ თავი, თუმცა მგონია რომ უკეთ შეეძლოთ. მსაჯი კიდე რომ დასასჯელია თავის რაგბი ევროპის რუმინელი პრეზიდენტიანა ეგ ნათელია, მარტო იმის გამო უნდა გააბუნძურო პრეზიდენტობიდან, რომ ტურნირზე ვიდეო რეფერი არ არის და ჩვენს და გერმანიის გარდა ხარისხიან სტადიონებზე, ასეთუისე ნორმალუირ რეპორტაჟით მატჩები არავის ჩაუტარებია, ბელგიის სტადიონი საერთოდ ყანაა, სურ რომ სარაგბო ქვეყანა არ იყო, ეგეთი სტადიონის არსებობა და მერე იმ სტადიონზე შეჯიბრის ჩატარება უნდა გაგიტყდეს ქვეყანას რომელსაც განვითარებული ქვეყნის სტატუსი აქვს. მოკლედ რაგბი ევროპა მაგარი ბანძი ორგანიზაციაა თავის ნაჩალნიკის თამადობით. შესაცველეია სერიოზულად.

22:07 | 19.03.2018
თორღვა პანკელი (387)

მთლად მტყუანები არ იქნებოდნენ ესპანელები თორე, მე მართლა არ მახსოვს რაგბში მსაჯის მიმართ ასეთი აგრესია, კარგია რომ არ შემოელახათ თორე ეს ესპანურ რაგბს კარგს არაფერს არ მოუტანდა, მეორეს მხრივ ვეთანხმები dinamo222-ოს მსაჯიანად უნდა გაებახებინათ ბელგია და მეც მიუხედავად იმისა რომ თამაში არ მინახია, საქართველო ნამიბია გამახსენდა, რასაც იმ თამაშში მსაჯი აშკარად ჩვენს საწინააღმდეგოდ სჩადიოდა, იმას ფერმის ღორიც არ იკადრებდა, მაგრამ იმ მსაჯს ზურგზე გადავადღანით ნამიბია, ასე უნდა ექნათ ესპანელებსაც მაგრამ ვერ გააკეთეს.პანტელეიმონსაც ვეთანხმები იმაში რომ ეს ამბავი პირველ რიგში რაგბის ავტორიტეტს ურტყამს და მართლა სერიოზულად უნდა დაინტერესდეს ამ ფაქტებით მსოფლიო რაგბი, მე რაგბი სუფთა, სამართლიანი, ღირსებებით სავსე სპორტი მგონია და დარწმუნებული ვარ არა მარტო მე, აქ თუ მსაჯის აშკარა მაიმუნობამ მსოფლიო თასს მიღმა დატოვა გუნდი, ამას მსოფლიო რაგბის მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოყვეს.

21:32 | 19.03.2018
პანტელეიმონი (1218)

საიდანაც არ უნდა შეხედო ამ ისტორიას პირველ რიგში რაგბის ავტორიტეტს ურტყამს ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა სერიოზულად უნდა დაინტერესდეს ამ ფაქტებით მსოფლიო რაგბი ! ! !

20:32 | 19.03.2018
dinamo222 (692)

ისე უნდა ჩავუჯდე ეხლა მაგ თამაშს და ვუყურო ნეტავი რა ქნა ასეთი იმ მსაჯმა რაა ბელგიელების მეთექვსმეტე მოთამაშე იყო და ლელოები დაუდო ესპანეთს ? რაც არ უნდა დახმარებოდა ბელგიელებს ესპანელთს მსოფლიოზე წასვლის პრეტენზია თუ აქვს მსაჯთან ერთად უნდა დაედო ბეჭებზე ასეთი ჭ კლასის გუნდი როგორც ჩვენნებმა დადეს ბოლო მსოფლიოზე ნამიბია იმ ნაბ...მსაჯებთან ერთად !

20:29 | 19.03.2018
rachuka (32)

ამ მატჩს არაფერი ეშველება, მაქსიმუმ რეფერი დასაჯონ და რაღაც პერიოდი საერთაშორისო თამაშებს ჩამოაშორონ. მთავარია ესპანელები არ დასაჯონ მკაცრად მსაჯზე გაწევის გამო.ეხლა უნდა დაწყნარდნენ მე მაინც მგონია რო შანსი კიდევ აქვთ რეპეჟაშიდ გავიდნენ, თან მგონია რომ ბელგიასთან შეხვედრის კომპენსირების მიზნით მსაჯები ცოტა თუ არ წაეხმარებიან უფრო ყურადღებით იქნებიან თავიანთ გადაწყვეტილებაში და სადავო შემთხვევებს ესპანეთის სასარგებლოდ გადაწყვეტენ. რთული გზა კი გამოუვათ ესპანელებს ჯერ პორტუგალიას უნდა მოუგოს მერე სამოას ეთამაშება, თუ მოუგო გავა თუ არადა რეპეჟაში გადაინაცვლებს სადაც მასთან ერტად აფრიკის თასის მე-2 გუნდი, კანადა და აზია - ოკეაანის გამარჯვებული გუნდი იქნება და ერთმანეთში გაარკვევენ ვინ გავა მსოფლიოზე. მაინც მგონია, რომ ესპანელებმაც ვერ ივარგეს სათანადოდ თორე მიუხედავად მსაჯისა მაინც უნდა მოეგოთ, ვერ დააფასეს მეტოქე სათანადოდ თან ნატურალიზებული მოთამაშეები არ ყავდათ. თუ ასე არ მოსწონდათ რუმინელი მსაჯი და მის შეცვლას ითხოვდნენ და არ შეუცვალეს, წინასწარ იცოდენე, რომ მთლად პატიოსნად არ იმსაჯებდა , ყველაზე სერიოზულად და მოტივირებულად ამ მატჩშს უნდა მიდგომოდნენ.

20:42 | 19.03.2018
dinamo222 (692)

შანსი აღარ აქვთ ესპანელებს ჯერ სამოასთან მოგება როგორია და მერე კანადასთან და აფრიკის ფინალურ 6 ეულშიც საკმაოდ ძლიერი გუნდები გავიდნენ--ნამიბია ზიმბაბვე კენია

20:26 | 19.03.2018
dinamo222 (692)

ანუ რაგბშიც დაიწყო არაკაცობები ? კი მაგრამ თამაშამდე სად იყვნენ ესპანელები რატომ არ გააპროტესტეს რუმინელი მსაჯის დანიშვნა ? ასეთ გადამწყვეტ თამაშზე სხვა ქვეწყნის მსაჯი ვერ მოძებნეს ? @@

19:30 | 19.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

მგონი ესპანეთ - პორტუგალიას შორის გამარჯვებული ხვდება სამოას, მერე კანადას

19:29 | 19.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

სამი ბონუს ქულა ავიღეთ 3 ლელოთი მეტი დადების გამო ბელგიასთან, გერმანიასთან, რუსეთთან. ხოლო ბოლო ბონუს ქულა კი ყველა თამაშის მოგების გამო. 5 თამაში ბონუსით, რომ მოგვეგო გექნებოდა 26 ქულა, 5 X 5 და + 1 ხუთივე თამაშის მოგების გამო.


Fatal error: Uncaught TypeError: Unsupported operand types: string & int in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php:354 Stack trace: #0 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/functions.php(379): geoip_open() #1 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/pages/article.php(580): printComments() #2 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/index.php(774): include('...') #3 {main} thrown in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php on line 354