სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ლეგიონერები

17:15 | 6.03.2018 | ნანახია 2871 - ჯერ

მჭედლიძე, თეთრაშვილი და ახობაძე - "ტულონთან" სასტარტოში

საფრანგეთის ტოპ 14-ის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა "აჟენმა" გასულ ტურში ლიდერ "მონპელიესთან" სენსაციური გამარჯვება იზეიმა. ამ მატჩზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ჩემპიონატი გრძელდება და მომავალ შაბათს აჟენელები ტულონის "სტად მაიოლზე" მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის გუნდს დაუპირისპირდებიან. ტულონელები ასევე ლიდერთა შორის არიან, ამდენად აკვიტანიელებს მათ წინააღმდეგ ურთულესი მატჩი ელით. აქვე აღვნიშნავთ, რომ "ტულონს" ქართველები ვერ დაეხმარებიან - მამუკა ტრავმას იშუშებს, ხოლო ლევანი და ბადრი საქართველოს ნაკრებთან ერთად რუსებთან სათამაშოდ ემზადებიან. აი, "აჟენში" კი...

აკვიტანიელთა სამწვრთნელო შტაბმა თამაშამდე მთელი 4 დღით ადრე გუნდის არათუ გაფართოებული შემადგენლობა, არამედ სამატჩო რაზმი ჩამოთვალა - სასტარტოც და მარქაფაც. წესის თანახმად, საფრანგეთში მწვრთნელები ვალდებულები არიან, გუნდის შემადგენლობა მატჩის დაწყებამდე მაქსიმუმ 24 საათით ადრე გამოაქვეყნონ. მაგრამ 4 დღით ადრე - ეს მართლაც იშვიათობაა.

ასეა თუ ისე, მაურისიო რეგიარდომ და სტეფან პროსპერმა შემადგენლობა დაასახელეს, თანაც "მონპელიეს" წინააღმდეგ გამართული მატჩისგან განსხვავებით, შემადგენლობაში 12(!) ცვლილებაა. ჩვენთვის საინტერესო კი ისაა, რომ კლუბის სამივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაშია: გიორგი თეთრაშვილი მარცხენა ბურჯად ითამაშებს, ვახო ახობაძე (ვინც მომავალი სეზონიდან "ბიარიცის" წევრი იქნება) - მარჯვენა ბურჯად, ხოლო თამაზ მჭედლიძის თავს ღრუბლები გაიფანტა - საქართველოს ნაკრების უკანახაზელი საკმაო პაუზის შემდეგ თავის საყვარელ პოზიციას უბრუნდება და "ტულონის" წინააღმდეგ შუამარბად ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო სამ ტურში თაზომ ორჯერ შერკინების მესამე ხაზში ითამაშა, ხოლო "მონპელიესთან" გარებარბად ირაგბა და აჟენელთა პირველი ლელოც მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:20 | 07.03.2018
DataN24 (215)

მიდი თაზო უნდა დაბრუნდე აჟენის ლიდერად, პირველი ხაზის გარდა მემგონ ყველგან შეუძლია თამაში ამ კაცს

23:12 | 06.03.2018
temuchin (431)

წარმატებები თაზო! ველით შენს დიდებით დაბრნებას

18:26 | 06.03.2018
თორღვა პანკელი (387)

თაზომ თუ აიწყვიტა მტრისას!

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.135027
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X