სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ლეგიონერები

14:13 | 6.03.2018 | ნანახია 2132 - ჯერ

ჯაბა ბრეგვაძე "შარქსთან" შეხვედრისთვის მოემზადება

მიმდინარე წლის 24 თებერვალი ქართული რაგბის ისტორიაში შევიდა - იმ დღეს, უფრო სწორად, იმ დილას მსოფლიო მორაგბეთათვის საოცნებო ლიგა სუპერ რაგბიში ქართველი მოთამაშის დებიუტი შედგა. ჯაბა ბრეგვაძემ შემოდგომაზე კონტრაქტი იაპონურ ფრენშაიზთან - "სანვულვზთან" გააფორმა. 24 თებერვალს კი ბორჯღალოსანი კვაჭი სუპერ რაგბის (იგივე ზე-15-ის) ახალი სეზონის სასტარტო მატჩში თავისი გუნდის განაცხადში გამოჩნდა.

ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა ამ უპრესტიჟულეს ტურნირში ჩვენი მორაგბის გამოჩენას და ეს მომენტიც დადგა: ტოკიოს "რაგბის სტადიონზე" ავსტრალიურ "ბრამბიზთან" შეხვედრის 61-ე წუთზე "მზის მგლების" 16 ნომერი ჯაბა ბრეგვაძე შეცვლაზე შევიდა, თუმცა ბოლომდე ვერ ითამაშა - დაშავდა და შოტა ჰორიეს, "სანვულვზის" სასტარტო ჰუკერს, მოედანზე დაბრუნება მოუხდა, ხოლო იაპონური გუნდი 25:32 დამარცხდა და 7-ქულიანი მარცხისთვის ბონუს-ქულა მიითვალა.

მუხლის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრების კვაჭს "სანვულვზის" მომდევნი მატჩის გამოტოვებამ მოუწია. მისმა გუნდმა სხვა ავსტრალიურ ფრენშაიზთან - მელბურნის "რებელსთან" ასევე შინ, 17:37 წააგო და ავსტრალიური კონფერენციის ცხრილის ბოლო ადგილზე დამკვიდრდა.

რაც შეეხება ჯაბას, "სანვულვზის" მწვრთნელი, ახალზელანდიელი ჯეიმი ჯოზეფი იმედოვნებს, რომ ქართველი კვაჭი მუხლს დღეს-ხვალ საბოლოოდ მოიშუშებს, სრულფასოვან წვრთნას განაახლებს და უკვე შაბათს სამხრეთაფრიკულ დურბანში იქაურ "შარქსს" დაუპირისპირდება. იმედია, ასეც მოხდება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:50 | 07.03.2018
beeq.777 (63)

პაპიძეს რაც შეეხება მაგარი ბიჭი,ა უბრალოდ 20 წლამდელების მსოფლიოს დასრულებამდე ვერ გამოიძახებენ. ნოემბერში ვნახოთ, თუარადა იქითა ერთა თასზე წესით შედგება მისი დებიუტი ასე მგონია. ისე იმის მერე რაც 20 წლამდელების მსოფლიოზე დავიწყეთ გასვლა გადავთვალე და სადღაც მინიმუმ 12 კაცია ამოსული ეროვნულ ნაკრებში უკვე თუ მეტი არა და ეს გასახარი ფაქტია. სისტემა მუშაობს გამართული ქარხანასავით და პროდუქტი კიდევ სახეზეა და ჯერ ყველაფერი წინაა. წარმატებები!!!

10:49 | 07.03.2018
ilarioni (138)

სავარაუდოდ მისცემს კიდეც, უბრალოდ პაპიძე ჯერ ახალგაზრდულს სჭირდება. რომ ჩაივლის 20 წლამდელთა მსოფლიო თასი, ჩემი აზრით, მერე გამოიძახებს.

17:17 | 06.03.2018
geogoli (367)

ძალიან კარგი იქნება ჯაბასთან ერთ ინტერვიუს თუ მოახერხებთ. საინტერესო იქნება მისი აზრი სანვულვზის შესახებ.
კვაჭს რაც შეეხება, მე ვფიქრობ ალხაზაშვილი ვერ არის კარგ დონეზე, მისი შემოსვლის მერე დავთმეთ ორი დერეფანი. ლევან პაპიძეს იქნებ მისცეს შანსი მილტონმა, ჩემი აზრით იმსახურებდა გერმანიასთან ან ბელგიასთან გამოცდას

18:21 | 06.03.2018
თორღვა პანკელი (387)

გეთანხმები ალხაზაშვილის და პაპიძის თაობაზე.

23:10 | 06.03.2018
temuchin (431)

პაპიძის გაფუჭებული მართლაც არაფერი მახსენდება და გაკეთებული კი იცოცხლე. და მგონია რომ სანაკრებო დონეზეც მშვენივრად წარმოაჩენდა თავს.

18:36 | 07.03.2018
თორღვა პანკელი (387)

მეც მასე ვფიქრობ.

17:07 | 06.03.2018
ilarioni (138)

ბედი არ გინდა. ისე ჯაბა ესპანეთთან საკმაოდ გვაკლდა. ნამდვილად გვჭირდება კიდევ ერთი ჰუკერი, თორემ ჯაბას ასე მარტივად სავარაუდოდ არ გამოუშვებენ ხოლმე. აფსუს ჟვანიას, მაინც შეეძლოს კარგად 2 ნომერზე თამაში

15:42 | 06.03.2018
BEERTRANCE (1073)

მალე გამოჯანმრთელება ჯაბას.

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.099379
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X