სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
შიდა რაგბი

13:15 | 4.02.2018 | ნანახია 1940 - ჯერ

პატარძეულის ‘ვეფხვები’ - სამი გუნდით ბერლინში
ქართულ-გერმანული მეგობრობა

5 თებერვალს პატარძეულის ‘ვეფხვების’ სამი ახალგაზრდული გუნდი გერმანიაში მიემგზავრება, სადაც ადგილობრივ კლუბებთან ერთად 7-კაცას ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

‘პატარძეულის’ 18, 16 და 14-წლამდელთა გუნდებმა მიწვევა „ბერლინის რაგბის კლუბისგან“ (Berliner Rugby Club) მიიღეს, რომელიც შარშან თავად იყო საქართველოში და რაგბის ეროვნული აკადემიის 16-წლამდელთა გუნდს ეთამაშა. გერმანელების სურვილია, რომ საქართველოსთან ურთიერთობა გააღრმავონ და მეგობარ კლუბად ‘პატარძეული’ აირჩიეს.

პატარძეულელი ბავშვები გერმანიაში ბერლინის რაგბის კლუბის წევრთა ოჯახებში იცხოვრებენ, რაც მათ მეგობრობას კიდევ უფრო გააღრმავებს. ვიზიტის ფარგლებში, 7-კაცა ტურნირის გარდა, რომელშიც ბერლინისა და მისი შემოგარენის გუნდები ითამაშებენ, დაგეგმილია ექსკურსიები და გასართობ-საგანმანათლებლო ღონისძიებები.

იგეგმება, რომ შემოდგომაზე ბერლინის რაგბის კლუბის გუნდები თავად ეწვევიან კახეთს. გერმანელი ბავშვები აქაც ოჯახებში განაწილდებიან, მონაწილეობას მიიღებენ რთველში, გაეცნობიან ღვინის კულტურას და მოინახულებენ კახეთის ისტორიულ ადგილებს.

„ბერლინში სპორტულ-კულტურული პროგრამით 34 მოთამაშე მიგვყავს და იქ 9 თებერვლამდე დავრჩებით. 18-წლამდე მორაგბეთა გუნდს ზაურ შაქარაშვილი,ხოლო 16 და 14-წლამდელებს გიორგი ქვლივიძე გაწვრთნის.

„ამ ვიზიტს ჩვენი კლუბის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ბერლინელებთან დამეგობრების გარდა, მსგავს საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობით, როგორც ბავშვები, ასევე მწვრთნელები, უდიდეს გამოცდილებას იძენენ და ჩვენს რეგიონში რაგბის პოპულარიზაცია იზრდება. გაზაფხულზე ბაქოში ვიყავით, რის შემდეგაც რაგბის თამაშის სურვილი ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გამოთქვა და დარწმუნებული ვარ ბერლინში ვიზიტს არანაკლები შედეგი მოყვება“ - ამბობს ‘ვეფხვების’ მენეჯერი სანდრო პავლიაშვილი.

რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:23 | 04.02.2018
თორღვა პანკელი (387)

ძალიან კარგია წარმატებები.

14:43 | 04.02.2018
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.081031
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X