სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ლეგიონერები

21:30 | 21.01.2018 | ნანახია 2789 - ჯერ

გიორგი ფრუიძე: “დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვიქნები”
"ასეთი რანგის ტურნირზე საუკეთესო მოთამაშედ პირველად მაღიარეს, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ"

ჩელენჯ ქაფის მე-6 ტურის მატჩში რუსულმა “კრასნი იარმა” თბილისში, ავჭალის სტადიონზე ინგლისურ “ლონდონ აირიშს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 17:24 დამარცხდა.

რუსული კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ლაშა მალაღურაძე და გიორგი ფრუიძე. ლაშა მეორე ნახევრის დასაწყისში დაშავდა და მოედნის დატოვება საკაცით მოუწია, ხოლო გიორგიმ სრულად ითამაშა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც იქნა დასახელებული.

ზემოხსენებული მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგი ფრუიძეს შევხვდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით, რომელთა პასუხებს აქვე გთავაზობთ.

- პირველ რიგში გილოცავთ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებას. რას იტყვით შეხვედრაზე? რა იყო “კრასნი იარისთვის” დადებითი და რა დააკლდა თამაშის სასურველი შედეგით დასრულებისთვის?

- პირველ ტაიმში მშვენივრად ვითამაშეთ. თამაშს კარგად ვშლიდით, ბოჭვებს ვასრულებდით და დაცვაც არაჩვეულებრივად თამაშობდა. მეორე ტაიმში ავირიეთ, რადგან ტრავმა მიიღო ლაშა მალაღურაძემ და ამით ძალიან დიდი დანაკლისი განვიცადეთ. ლაშა არის ძალიან კარგი დამრტყმელი, მოედანზე კარგად გადადის და ფეხით შორს ძალიან კარგად ურტყამს.

- “ლონდონ აირიშთან” პირველ მატჩშიც 55-ე წუთამდე იგებდით, ახლაც ერთი საათის შემდეგ წინ იყავით. თუმცა, მე-60 წუთის შემდეგ სათამაშო ინიციატივა დათმეთ და საბოლოოდ მეტოქემ იმარჯვა. ფიზიკური მომზადებაა ამის მიზეზი?

- ცოტა რთულია ასე თქმა, შესაძლოა ფიზიკური მომზადებაც იყოს მარცხის მიზეზი.

- საკუთარი თამაშით კმაყოფილი ხარ?

- დიახ, რადგან ასეთი რანგის ტურნირზე საუკეთესო მოთამაშედ პირველად მაღიარეს, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ და ყველას დიდ მადლობას ვუხდი: გულშემატკივრებს, მოთამაშეებს და ა.შ.

- სულ მალე რაგბი ევროპის ჩემპიონატი იწყება. როგორ ფიქრობთ, მოხვდებით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში?

- დიახ, დიდი იმედი მაქვს, რომ შემადგენლობაში ვიქნები და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:22 | 22.01.2018
ogafa (407)

საუკეთესო

19:50 | 22.01.2018
maxo_65 (458)

ეს კაცი ძალიან გვჭირდება ნაკრებში..

14:39 | 22.01.2018
GiorgiG83 (525)

დიახ, დიდი იმედი მაქვს, რომ შემადგენლობაში ვიქნები და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ
ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ

14:01 | 22.01.2018
ilarioni (138)

მე პირადად არ მესმის ფრუიძეს ბულოს რატომ აღარ უძახდა ჰეიგი. არ მგონია, რომ ესეთი სწრაფი მოთამაშეები იმდენი გვყავდეს, რომ უარის თქმა შეიძლებოდეს მათ გამოყენებაზე. ჩემი აზრით ნამდვილად იმსახურებს გამოძახებას

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.078819
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X