სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ლეგიონერები

22:30 | 13.01.2018 | ნანახია 5288 - ჯერ

ქართველების “მონპელიე” ინგლისის ჩემპიონთან განადგურდა

ჩემპიონთა თასის მე-5 ტურის მატჩში “მონპელიე” გასვლაზე “ექსეტერ ჩიფსთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა.

პირველი ნახევარი მთლიანობაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ინგლისურმა კლუბმა 7:0 იმარჯვა, ხოლო მეორე ტაიმში ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანა, რომელთაგან სამის გარდასახვა სტენსონმა მოახერხა და კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა. ფრანგების პასუხი მეტად მოკრძალებული იყო: კრუდენის მიერ შესრულებული ჯარიმა, რომელიც გელა აფრასიძემ მოიპოვა და 79-ე წუთზე ნემანი ნადოლოს ლელო, რომელიც კრუდენმა გარდასახა. “ექსეტერ ჩიფსმა” დიდი ანგარიშით 41:10 იმარჯვა.

ზემოხსენებულმა გელა აფრასიძემ “მონპელიეს” ძირითად გუნდში პირველად ითამაშა და დებიუტანტის კვალობაზე, თანაც ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, კარგად გაისარჯა. როგორც აღვნიშნეთ, აფრასიძემ მეორე ტაიმის დასაწყისში ნაიჯელ ოუენსს ჯარიმა გამოსტყუა, რომელიც 3 ქულად აარონ კრუდენმა აქცია, ხოლო 63-ე წუთზე ლელოში შეჭრილ მეტოქეს ბურთზე ჩაუჯდა, დამიწების საშუალება არ მისცა და “მონპელიე” გაშვებული ლელოსგან იხსნა. 19 წლის ჰავბექმა 70 წუთი ითამაშა. მან ამ დროის განმავლობაში ბურთი ხელით 3-ჯერ ატარა, 7 მეტრი მოიგო, 60 პასი გააკეთა, 1 ოფლოუდი გაახერხა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. გელამ მეტოქე 6-ჯერ შებოჭა და მხოლოდ ერთი ბოჭვა გაუცუდდა.

ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მიხეილ ნარიაშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე. მარცხენა ბურჯმა საწყისი 47 წუთი ითამაშა და ამ დროში მეტოქეს 7-ჯერ შეუტია, 2 მეტრი მოიგო, 4 პასი და 5 ბოჭვა გააკეთა, ხოლო “ბორჯღალოსანთა” მეორეხაზელმა მინდორზე 63 წუთი დაჰყო და ბურთი 9-ჯერ ატარა, 8 მეტრით წაიწია წინ, 10 ბოჭვა გააკეთა, 3-ჯერ დერეფანი მოიგო და ერთხელ დაჯარიმდა.

“მონპელიეს” კიდევ ერთი ქართველი დავით ქუბრიაშვილი ტრავმირებულია.

III პული

1. ლენსტერი 4 4 0 0 98:60 18
2. ექსეტერ ჩიფსი 5 3 0 2 117:89 14
3. მონპელიე 5 2 0 3 116:140 13
4. გლაზგო უორიორსი 4 0 0 4 81:123 2

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:42 | 15.01.2018
dashduld (2)

temuchin 100%-იანი ანალიზია. წარმატება მომავალ თამაშებზე! ქართული სპორტული ტელევიზიები არიან უბრალოდ სირცხვილი რომ CHAMPIONS CUP და Challenge cup არ აჩვენებენ.

23:34 | 15.01.2018
temuchin (431)

გაიხარე, ტელევიზიებზე კი გეთანხმები, თუმცა სამწუხაროდ აღარაფერი მიკვირს აგერ კლუბ არმიის მაგალითზე. ამ ქვეყანაში რაგბი მარტო სადღეგრძელოებისა და დამაბოლებელი გამოსვლების დროს ახსენდებათ ზემო ეშელონებში.

14:57 | 14.01.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე გელა, ვამაყობთ შენით ! ! !

10:45 | 14.01.2018
BEERTRANCE (1073)

მეც ვთვლი რო ბოძებული შანსი გამოიყენა გელამ. წარმატებები.

03:02 | 14.01.2018
temuchin (431)

გელა ყოჩაღ გენაცვალე, მშვენიერი დებიუტი გქონდა რაც სამწუხაროდ მთლიანი გუნდის უსახური თამაშის გამო ჩრდილში მოექცა. უფრო ზუსტად ჩემეული ანალიზი ასეთია, ჯერ ნაკლი ვთქვათ რომელიც უბრალოდ სტატისტიკის გამო მომყავს, თორემ არცერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის არ ყოფილა და არც თამაშის ბედზე მოუხდენია რაიმე არსებითი გავლენა, აი პლიუსების შემთხვევაში კი პირიქით. მოკლედ პასივი: გელამ ორჯერ დაკარგა ბურთი, ერთი ბოჭვა გააცუდა რომელზეც საბედნიეროდ დააზღვიეს და ერთხელ ვერ დაიმორჩილა სხვათაშორის ცუდად ამოგდებული ოფლოუდი რომლის დამუშავების შემთხვევაში გელას სადებიუტო ლელო თითქმის 100% იანი იქნებოდა, ასევე უდროო დროს აღმოჩნდა ჩათრეული საკუთარ ჩათვლის მოედანში შეჭრილ რაქში საიდანაც დროზე რომ გაეთავისუფლებინა თავი მცველის დაზღვევას შეძლებდა და დიდი ალბათობით საკუთარ ანგარიშზე მესამე ფეხბურთი რომ მოვიშველიოთ "სეივს" ჩაწერდა. და ბოლო ერთადერთი არასწორად გაშვებული პასი კრუდენზე. აი პასივი კი ძალიან შთამბეჭდავია. გელამ ერთხელ ლამის ლელოს ხაზთან ბოჭვის გაკეთებით იხსნა საკუთარი გუნდი ლელოსგან მეორედ კი ფეხითა და ხელით ჩაუჯდა მეტოქეს და სულ მცირე ნაღდი 14 ქულის მიღებას გადაარჩინა მონპელიე. ასევე მოიპოვა ჯარიმა რაც საბოლოოდ 3 ქულით შეეწია მონპელიეს, ასევე სასწაული პასი მიაწოდა და გარღვევაზე გაუშვა ნადოლო(ამ პასმა ინგლისელი კომენტატორები გადარია) ხოლო შემდეგ სამწუხაროდ ნადოლოსგან უკან ამოგდებული ოფლოუდი ვეღარ შეირგო რაც ზემოთაც ვახსენე. ამას დავუმატოთ ის გამორჩეული ჟინი რითაც მთელი თამაშის განმავლობაში გამოირჩეოდა გელა თავის ვარსკვლავებით დახუნძლულ გუნდში. მოკლედ დებიუტი მშვენიერი იყო და ამ ბიჭს თუ ქართული დაავადება არ შეეყარა(და მე მჯერა რომ არ შეეყრება) და მწვრთნელიც საკმარისად მისცემს დახვეწისათვის სათამაშო დროს, მაშინ ძალიან მაღალი დონის 9 იანი გვეყოლება სულ მოკლე ხანში.

23:47 | 13.01.2018
თორღვა პანკელი (387)

მაგრად იომა აფრასიძემ! მაგარი გულიანი და ვაჟკაცი ბიჭია, ასეთი დონის თამაშში პირველად მოუწია ჩართვა და არათუ თავი არ შეირცხვინა ძაან ღირსეულად ითამაშა. ერთი ორი პატარა შეცდომა კი დაუშვა ნერვიულობის ნიადაგზე, მაგრამ 100%-იანი ლელოსგან იხსნა გუნდი და ისეთი ბოჭვები აკეთა რომ კომენტატორებიც კი გააკვირვა და აღნიშნეს კიდეც რომ ღირსეული დებიუტი გამოუვიდაო. კოჭებში ეტყობოდა ამ ბიჭს რომ დიდ რაგბს ითამაშებდა, დიდი და ნათელი მომავალი აქვს გელას, ასე რომ ყოჩაღ ვეჟო!

22:58 | 13.01.2018
erovnuli-nakrebi (224)

ასეთ უსახურ თამაშში თუ ამ კაცმა ჯარიმა მოიპოვა და ლელეო არ დაადებია, ეგ ყოფილა რაც ყოფილა. ყოჩაღ

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.143945
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X