სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ლეგიონერები

14:42 | 4.12.2017 | ნანახია 4373 - ჯერ

ოფიციალურად: ჯაბა ბრეგვაძე სუპერ რაგბში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე კარიერას იაპონურ ფრანჩიზ “სანვულვზში” განაგრძობს, რომელიც უძლიერეს საკლუბო ჩემპიონატში, სუპერ რაგბში ასპარეზობს.

ჯაბამ “სანვულვზთან” ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და 2018 წლის სუპერ რაგბის განაცხადშია. ამრიგად, ის პირველი ქართველი მოთამაშეა, რომელიც “ზე რაგბში” ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ჰუკერი “ყოჩების” აღზრდილია. 2012-2014 წლებში ფრანგულ “ტულუზაში” თამაშობდა, 2015 წელს ინგლისს მიაშურა და ორი წლის განმავლობაში “ვუსტერ უორიორსის” ღირსებას იცავდა, ხოლო ბოლოს რუსულ ”კრასნი იარში” ირიცხებოდა. მას საქართველოს ნაკრების კვართი 49-ჯერ აქვს მორგებული და 2 ლელო აქვს გატანილი.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგძლიათ იხილოთ აქ

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:24 | 09.12.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე ჯაბა ! ! !

02:58 | 06.12.2017
თორღვა პანკელი (387)

გადასარევი ინფორმაციაა! კრასნი იარისთვის ნაღდად არ მემეტება ჩვენი ბურჯები, თან ჯაბას დონის, დარწმუნებული ვარ სუპერ რაგბშიც იტყვის თავის სიტყვას აი გურული ბორჯღალოსანი.

00:20 | 05.12.2017
deqstera (86)

რატო გგონიათ რო ჩვენზე უკეთესი პროგრესი აქვს?? მოდი აბა ჩვენ გავუკეთოთ 5 იმ დონის მორაგბეს ნატურალიზება როგორც მათ გააკეთეს!! თან რო ვამბობთ სწრაფები არიან და ხაზში უკეთესად თამაშობენო ორი ფლანგელი(ზელანდიელები) და ერთი ცენტრი(სამოელი) ყავთ ნატურალიზებული, დაჟე კაპიტანიც კი ზელანდიელი ყავთ...

20:26 | 04.12.2017
buratino (480)

შესანიშნავი ამბავია! ბრავო მელიტონას რეკომენდაციისთვის და წარმატებები ჯაბას!

18:17 | 04.12.2017
temuchin (431)

საღოლ ჯაბა, საღოლ მილტონ, ეს ერთი და სხვა მრავალი. უკანახაზელებიც თუ როგორმე გავიდნენ ერთი ორი მაინც, ნამდვილად საარაკო ამბავი იქნება.

16:28 | 04.12.2017
federer (17) (469)

ძალიან კარგი ინფორმაციაა
საინტერესო იქნება ჯაბას ხილვა სულ სხვა დონის რაგბში სადაც მთავარი კომპონენტი არის მაღალ სიჩქარეებზე თამაში და ვნახოთ აბა როგორ ითამაშებს ჯაბა ამ დონეზეე

16:27 | 04.12.2017
geogoli (367)

ძალიან მაგარი ამბავია, მაგრად გამეხარდა. წარმატებები ჯაბას, იმედია ის იქნება პირველი მერცხალი სუპერ რაგბიში

16:24 | 04.12.2017
GiorgiG83 (525)

ჯაბას კონკურენტი იქნება საკურების / სანვულვზის ძირითადი ჰუკერი შოთა ჰორიე... იმედია ჯაბა სათამაშო დროის თავის წილს "წამოღებს"

ისე ამ შოთას ჩოჩიშვილის საპატივცემულოდ ჰქვია ალბათ
შოთა ჩოჩიშვილი ვს ინოკო (ძიუდო)1989 წლის სექტემბერი და 10 000 იაპონელი შოთა

18:19 | 04.12.2017
temuchin (431)

მეც დავინტერესდი მაგ ამბით ამას წინ და აღმოვაჩინე რომ ჰორიე ჩოჩიშვილის ვიზიტამდეა დაბადებული 1986 წელს. ხოლო სახელი შოტა ისედაც საკმაოდ პოპულარული სახელია იაპონიაში ისტორიულად.

16:31 | 04.12.2017
geogoli (367)

თბილისშიც იყო იმათI შოთა ჩამოსული, იმედია ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ჯაბა. მე როგორც ვიცი ჩოჩიშვილის ამბავი ლეგენდაა

16:03 | 04.12.2017
erovnuli-nakrebi (224)

იაპონიას არც შეადაროთ საქართველო! იაპონია არის ზე ქვეყანა და ზე წარმატებული ყველაფერში!
ჩვენ ვართ ყველაფერში წარუმატებელი და რაგბში ეს წარმატება რაც გვაქს არის უფრო საოცრება, ვიდრე ლოგიკური შედეგი

16:52 | 04.12.2017
ddimitri (22)

იაპონია მაგარი ქვეყანა არის, მაგრამ რაგბში ჩვენი ნაკრებების შედარება არ შეიძლება - იაპონიის ნაკრების წარმატება შედგება ძირითადად შემდეგი კომპონენტებისაგან - ფინანსები+ლეგიონერები+გეგმაზომიერი განვითარება და ასე შემდეგ.იაპონიის გუნდის ნახევარი ოკეანელებით არის დაკომპლექტებული და პირველი ბიძგი მათი წარმატებების ეს იყო. ეს ჩემი სუბიექტური აზრია რა თქმა უნდა.

16:23 | 04.12.2017
federer (17) (469)

და რატო ვართ წარუმატებელი ქვეყანა შეგიძლია დააკონკრეტოო
რაც შეეხება სპორტს ჩვენი მასშტაბების ქვეყა არის სადმე მსოფლიოში რომელსაც ჩვენზე მეტი წარმატება აქვს სპორტშიი. გუნდურ სახეობებში რაგბში და კალათბურთში ანგარიშგასაწევი ძალა ვართ.
ინდივიდუალურ სახეობებშიც გვაქვს ძალიან კარგი შედეგები
თავისუფალ ჭიდაობაში 2 ოქრო ავიღეთ და ასევე სხვა სინჯის მედალი, სრული დომინაცია გვქონდა ასაკობრივ დონეზე სადაც ყველა წონაში მედალი ავიღეთ რაც არასდროს მომხდარა არსად.
კლასიკურშიც გვაქვს პროგრესი და
ძიუდოში ჩავვარდით ბოლო ხანებში და ამის გამო თვითგვემას მივეცეთ არასწორიაა
ძალოსნობაში უკვე ერთერთი საუკეთესო გუნდი გვყავს ასაკობრივ დონეზე და ანგარიშგასაწევი უფროსებში და ტალახაძემ აწია ყველაფერი რისი აწევაც ადამიანის შესაძლებლობების მაქსიმუმზეაა.
ასევე გვაქვს წარმატებები კარატეში და სხვა საბრძოლო სახეობებში და ამხელა შედეგები არ აქვს მილიარდნახევრიან ჩინელებს

16:26 | 04.12.2017
federer (17) (469)

იაპონია ძალიან მაგარი ქვეყანაა და მეც უდიდეს პატივს ვცემ მაგ ქვეყანას და ნამდვილად არის მსოფლიოში ერთერთი პატივსაცემი ერი და ჩემთვის ყველაზე მეტად პატივსაცემი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო ჩემს ქვეყანაზე წინ დავაყენოო.
მასშტაბებს რო შევეხოთ ახლა იაპონია 130 მილიონამდეა და ჩვენ 4 მილიონოც არ ვართ

15:59 | 04.12.2017
BEERTRANCE (1073)

მაგარი ამბავია. წარმატებები ჯაბას.

15:40 | 04.12.2017
buka12 (27)

მელიტონას გაუწევია რეკომენდაცია....მაგათ მწვრთნელს დაურეკავს ჰეიგისთვის პირველი და მეორე ხაზელი მჭირდებაო და ერთ-ერთი ჯაბა ყოფილა ვინც ურჩევია ჰეიგს...იქნებ სხვებიც წაიყვანონDDDმელიტონა ყველამხრივ დიდ საქმეს უკეთებს ქართულ რაგბს

15:38 | 04.12.2017
McCaw (168)

ზუსტადაც რომ ზე რაგბის დამსახურებააა რომ იაპონის ნაკრები ჩვენზე უფრო ჩქარი ტემპით რო განიცდის განვითარებას და მასშტაბურ პროგრესს სან ვულვზი ხომ სუპერ რაგბის დამატეს მანდ გამოდის, 95 პროცენტი იაპონიის ნაკრებისა სან ვულვზში თამაშობს აგერ სუპერ შედეგიც დადეს ფრანგებს გასვლაზე ფრე ეთამაშნენ ჩვენ კიდევ დღეს ფრანგებთან 10 თამაშიდან ათივეს წავაგებთ რაც არ უნდა სამწუხარო იყო საკურებს უფრო ადრე მიიღეებენ 4 ერში ვიდრე ჩვენ 6 ერში ამას ის არგუმენტიც გააამყარებს რომ 2019 მსოფლიოზე მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ რომ იაპონია ჯგუფიდან აუცილებლად გავა

15:42 | 04.12.2017
buka12 (27)

მეც ძალიან მჯერა მაგათი გასვლის....მეოთხე მეხუთე კალათიდან ძალიან სუსტი გუნდები ხვდება და შოტლანდია-ირლანდიიდან რომელიმეს წააქცევს ასე მგონია

16:34 | 04.12.2017
McCaw (168)

მეც მაგას ვიძახი ძალაინ სუსტ ჯგუფში არის იაპონია ყველა სუსტი ჯგუფია და მაგიტომ მგონია თან პლიუს საკუთარი კედლების ფაქტორი

16:31 | 04.12.2017
federer (17) (469)

შოტლანდიას აქვს ყველაზე დიდი პროგრესი ბოლო 2-3 წლის მანძილზე და არამგონია სკოტები დაამარცხობ, ირლანდია პირიქით რეგრესშია და უფრო ირლანდიის დამარცხებას შეძლებენ მგონიაა

16:36 | 04.12.2017
McCaw (168)

ბექა შოტლანდიის დამარცხებასაც თავისუფლად შეძლებენ 2 წელიწადში კიდევ უფრო განვითარდებიან იაპონელები და წინ წავლენ

18:04 | 04.12.2017
federer (17) (469)

შოტლანდიას იაპონიაზე დიდი პროგრესი აქვს ბოლო 2 წელიაა
ზელანდიას ეთამაშა სკოტებმა ტოლ სწორად და 3-4 წლის წინ იტალიის გარდა ყველა იოლად უგებდა სკოტებს და დღეს ინგლისის მერე მეორე გუნდია 6 ერშიი და კიდე განვითარების პერსპექტივა აქვს

16:21 | 04.12.2017
GiorgiG83 (525)

თუ ამას შეძლებენ ეს იქნება უფრო სენსაცია ვიდრე კანონზომიერება

15:33 | 04.12.2017
ანდროიდი (50)

15:27 | 04.12.2017
McCaw (168)

ვააააააააააააა ჯაბსონ საღოლ გილოცავ წარმატებები ზე რაგბში თამაში ალბათ ჯაბა ამას ყველაზე მაგარ სიზმარშიც კი ვერ იოცნებებდა კაი უფრო მაგრად დაიხვეწება და განვითარდება ეს ერთი და სხვა მრავალი ნეტა სხვებიც მიყვებოდნენ

15:15 | 04.12.2017
Kala94 (151)

ძალიან მაგარი ამბავია. ამ ბოლო დროს ჩვენ კვაჭების საკლუბო კარიერაში ნამვდილად არ იყო კარგი ამბები და ერთი აგერ დალაგდა. ეხლა მამუკაშვილის ჯერია. წარმატებები ჯაბა !!!

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.129195
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X