სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
7-კაცა

13:54 | 3.12.2017 | ნანახია 3153 - ჯერ

7-კაცა | ორი მოგება დუბაიში

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა დუბაის საერთაშორისო ტურნირზე ხუთიდან ორი თამაში მოიგო.

ჩვენმა გუნდმა ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა. დუბაის საერთაშორისო ტურნირი ევროპის გრან პრის სერიებისთვის (რომლის პირველი ეტაპი მაისის ბოლოს მოსკოვში გაიმართება) მოსამზადებელი ტურნირია და ზაზა ლეჟავამ დუბაიში თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალგაზრდა დებიუტანტებს მისცა.

პირველ დღეს საკვალიფიკაციო თამაშები გაიმართა. ქართველების პირველი მეტოქე საფრანგეთის ნაკრების სარეზერვო გუნდი ‘ფროგისი’ იყო და მეტოქემ 24:0 იმარჯვა, მეორე მატჩში წვეულ გუნდ ‘კუკრი კობრას’ ორი ლელო გავუტანეთ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 12:26, ხოლო დღის ბოლოს გერმანიის ნაკრებს ოთხი ლელოთი 24:5 ვაჯობეთ.

მიუხედავად ამისა, საქართველოს 7-კაცამ მეორე დღეს ჩელენჯ ტროფიზე გადაინაცვლა და მეოთხედფინალში ზამბიას 24:21 მოუგო (ლელოებით 4:3), ნახევარფინალში ზიმბაბვეს ჩემპიონს (15 და 7-კაცა რაგბში), ‘წმინდა გიორგის კოლეჯის’ გუნდს შეხვდა და გათამაშებას გამოეთიშა - 5:19.

ჩვენი 7-კაცა 2018 წლის თებერვალში 10-12-დღიანი შეკრებით სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და 3-4 მარტს იქვე ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს 7-კაცამ დუბაიში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ნიკო აფციაური (არმია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), ოთარ ძაგნიძე (აია), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), გიორგი აბრამიძე (აია), ნიკა ბიწაძე (ჯიქი), გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო-სარასენსი), საბა შუბითიძე (აკადემია).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

ექიმი: ვახტანგ წიკლაური

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:07 | 28.01.2018
dinamo222 (692)

რაც ახალი ფედერაცია მოვიდა არანაირი წინსვლა არ გვაქვს არც 15 კაცა რაგბში და არც 7 კაცაში პირიქით უკან უკან მივდივართ და მომავალ მსოფლიოზეც წინას შედეგს ვერ გავიმეორებთ(2 თამაშის მოგება) 7 კაცსაშიც რა მდგომარეობა გვაქვს კარგად ჩანს@ რაღაცა ჭ კლასის ტურნირზე შევრცხვით რუსეთი კი უძლიერეს ავტრალიურ ტურნირზე ტოპ გუნდებს ეთამაშება და უფრო და უფრო ძლიერდება და დიდ გამოცდილებას იძენს! @@

01:08 | 28.01.2018
dinamo222 (692)

P.S.ეს სვანიძე ვინაა ? იმის ნათესავი იქნება ასიანი @@

20:44 | 03.12.2017
თორღვა პანკელი (387)

იმედია უკვე ამჯერად სწორად იმუშავებენ და ანგარიშგასაწევ გუნდს მოუყრიან თავს, ამჯერადაც თუ არ იქნება შედეგი, მოუწევს რაგბის კავშირს აქ ძირეული ცვლილებები განახორციელოს, 7-კაცა რაგბი ტყუილად არ შეყავთ ოლიმპიადის განაცხადში, ეს სპორტი პოპულარობას არ უჩივის და ჩვენც პრეტენზიები რომ გვაქ რომ რაგბი ჩვენი თამაშია, ეს 7-კაცა რაგბსაც ეხება, კაი ხანია უკვე აქ შედეგებზე არაფერს ვამბობ წამოწოლილ პოზიციაში ვართ.

01:09 | 28.01.2018
dinamo222 (692)

რაღაცა არ ეტყობა სწორად მუშაობის შიშნები

14:39 | 03.12.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ! ! !

14:06 | 03.12.2017
BEERTRANCE (1073)

ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს 7კაცას

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.084541
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X