სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ქართული

15:52 | 12.10.2017 | ნანახია 1452 - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ყველაფერი დასკვნით ტურში გაირკვევა

გადამწყვეტი ეტაპის ბოლოსწინა, 13-ე ტურმა სატურნირო ცხრილში გუნდები უცვლელად დატოვა. პირველობის ლიდერი ქუთაისის ‘აია’ დედაქალაქში ‘ლოკომოტივს’ ესტუმრა და 5 გატანილი ლელოთი დაგეგმილი პრემიაც აიღო. რიონისპირელთა მთავარ მწვრთნელ გიგა გურეშიძის დროებით არყოფნაში, გუნდს დიდი ‘აიას’ ყოფილმა მორაგბეებმა სერგო ფრუიძემ და გაგა სინაურიძემ უნარიანად უხელნმძღვანელეს. ‘რკინიგზელები’ ბოლო შეხვედრებისგან განსხვავებით , მართალია უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა საკადრო პრობლემები და არასრულფასოვანი წვრთნა გია კურატიშვილის გუნდს განსაკუთრებით მეორე ტაიმში დაეტყო. ლიდერი, მეტოქეს თამაშის ორგანიზებაში, სწრაფ გადაწყობასა და სისწრაფეში ჯობდა. ‘აიას’ მოთამაშეებმა ინდივიდუალური ოსტატობაც უხვად გამოავლინეს და მასპინძლები რეზი ხარაზიშვილის დიდებულ არეკნსა და კინკილა ჯარიმას დააჯერეს. სტუმრებს წარმატება, ‘რკინიგზელთა’ უჩვეულოდ მწირი ოდენობით შესრულებულმა ბოჭვებმაც გაუიოლა. რიონისპირელთა გარემარბმა ლაშა ძნელაძემ და შუამარბმა ნიკა წივწივაძემ -‘დუბლი’ შეასრულეს. წივწივაძემ ინდივიდუალური გარღვევით შეხვედრის საუკეთესო ლელო გაიტანა. ზებუნებრივი ღონით დაჯილდოებული ცემელი ჭაბუკის შეჩერება მატჩის რიგ ეპიზოდებში მასპინძელთა 5-6 მოთამაშესაც კი უჭირდა. ‘აიამ’ 25:6 იმარჯვა და რეგულარული პირველობის მოსაგებად დასკვნით ტურში, საკუთარ არენაზე რუსთავის ‘ხარებთან’ ხელს ნებისმიერი მოგებაც აძლევს. ქუთათურებს პირველი ადგილი, ფლეი ოფში მოედნის უპირატესობას არგუნებს, რაც ‘აიას’ ტიტულის მოპოვების შანსს ერთიორად უზრდის.

მოქმედმა ჩემპიონმა ‘ლელომ’ რუსთავში ‘ხარებს’ 9 ლელო გაუტანა და მეტოქე ‘მშრალი’ ანგარიშით 55:0 დაამარცხა. სტუმართა ახალწვეულმა მხტომელმა იაგო გელაძემ წყვილი ლელო მიითვალა. სოლიდური სხვაობით მარცხის მიუხედავად, მატჩის საწყისს 20 წუთში დათო კაკაბაძის შეგირდებმა მეტოქეს ბევრი არაფერი დაუთმეს. „შოროს“ გუნდი რატი სამყურაშვილმა დააღალატა. ‘ხარების’ პირველხაზელმა, ჯერ შერკინების მრავალჯერადი ჩაქცევისთვის მსაჯს ყვითელი ბარათი დასტყუა, ტაიმის მიწურულს კი უხეში ბოჭვისთვის წითელი ბარათი დაიმსახურა და თანაგუნდელები მატჩის დასრულებამდე რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა, რითაც მიშა სუჯაშვილის შეგირდებმა მაქსიმალური სარგებელი ჰპოვეს.

ქუთაისის ‘ბაგრატი’ გორში, ‘ჯიქს’ 14 კაცის ამარა ეწვია. მიუხედავად ამისა, ნიკოლოზ ლაღაძის შეგირდებმა აუტსაიდერს 14 ლელო გაუტანეს და მეტოქე 93:10 გაანადგურეს. რიონისპირელთა რიგებში ჰუქერმა შაკო კეთილაძემ და ფრთის მოთამაშე ზურა გაბრიჭიძემ ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულეს. ‘ურაგანას’ გუნდში, წინა ტურის შეხვედრის მსგავსად, საუკეთესო კვლავ მეორეხაზელი მამია მოწონელიძე იყო. მეორე წრეში ‘ბაგრატმა’ უკვე მესამე გამარჯვება მოიპოვა და პირველობის მეექვსე ადგილზე ჩამთავრების შანსიც გაუჩნდა. საწადელის მისაღწევად, ‘ბაგრატს’ საკუთარ არენაზე ‘ლოკომოტივის’ ძლევა მართებს. ასტრონომიული ანგარიშებით წაგებათა მიუხედავად, ‘ჯიქის’ ახალი დამრიგებელი ზაზა ბაკურაძე მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველა ღონეს ხმარობს და სასურველი ხელშეწყობის შემთხვევაში, გამოცდილი სპეციალისტი ქომაგს მომავალი სეზონიდან სულ სხვა გუნდის ხილვას ჰპირდება.

ბოლოსწინა ტურის გამორჩეული შეხვედრა კიკეთში გაიმართა. ‘იუნკერი ჩოხოსნებმა’ პრინციპულ მეტოქე ‘ყოჩები ხულიგანას’ უმასპინძლეს. პირველ ტაიმში გიორგი ენუქიძისა და ზურაბ მოგველაძის შეგირდები ზედმეტად ნერვიულობდნენ, რითაც კარგად ისარგებლეს სტუმრებმა. ლევან თხინვალელის ლელო ‘ყოჩ’ხულის’ ჰავბეკმა ლევან ხუროშვილმა გარდასახა, არეკნიც მიაყოლა და სპირიდონ ლიპარტელიანის შეგირდებმა ტაიმი 10:6 მოიგეს. შესვენების შემდეგ კი მასპინძლები ჩვეული შემართებით ათამაშდნენ. მიკროტრავმა მიღებული ლუკა კალანდაძე მგეზავის პოზიციაზე ნიკუშა ასათიანმა წარმატებით შეცვალა. უმცროსი ‘მეხანიკა’ უნარიან თამაშთან ერთად ჩინებული არეკნითაც გამოირჩა. მიშიკო ალანიამ ჰავბეკის ფუნქციას კარგად გაართვა თავი. კოტე მარჯანიშვილი კი ფრთაზე კვლავ შეუდარებელი და შეუჩერებელი იყო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი დამსწრე საზოგადებამ ერთხმად თემიკო ჭიჭინაძე აღიარა. კიკეთელთა ფულბეკმა 2 ლელო მიითვალა, 5-ივე ლელო გარდასახა და 2 ზუსტად დარტყმული ჯარიმაც დაურთო. მეორე ტაიმში ‘იუნკერების’ მიერ აღებული 38 უპასუხო ქულიდან, 26-თემიკო ჭიჭინაძის ანგარიშზეა. კიკეთელებმა 44:10 იმარჯვეს, პრემიაც აიღეს და მეორე ადგილის დაკავების შანსიც შეინარჩუნეს.

‘იუნკერი ჩოხოსნები’ პირველობის დასკვნით შეხვედრას ‘ლელოსთან’ სტუმრად, მესამე მასივში გამართავენ. 7 ქულაზე მეტი სხვაობით მოგების შემთხვევაში, ენუქიძისა და მოგელაძის შეგირდები ჩემპიონს ფლეი ოფში საკუთარ არენაზე დაუხვდებიან. ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარე თბილისურ ‘ლა-პასში’ კი თამაში ნებისმიერი გუნდისთვის ნაკლებ კომფორტულია, რაც კიკეთელებს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს.

ფლეი ოფის დასკვნითი მონაწილე კი დიდი ალბათობით ‘ყოჩები ხულიგანა’ იქნება. მეორე წრეში არცთუხეირიანი თამაშის მიუხადავად, ძნელად წარმოსადგენია, რომ ‘ყოჩ’ხულმა’ დედაქალაქში ‘ჯიქის’ ძლევა ვერ მოახერხოს...

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.075301
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X