სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ქართული

17:56 | 12.09.2017 | ნანახია 2975 - ჯერ

დუდუ ბრუნდება

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მონპელიეს“ ბურჯმა დავით ქუბრიაშვილმა ვარჯიში დაიწყო. ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 წლის მორაგბემ გასულ კვირაში ექიმებისგან წვრთნის უფლება მიიღო და დანარჩენ მონპელიელებთან ერთად სრულფასოვნად ემზადება.

დუდუს უკვე თითქმის 7 თვე გაუცდა. არადა, თავდაპირველად არაფერი მოასწავებდა ასეთ პაუზას. 19 თებერვალს „მონპელიე“ ტოპ 14-ის კალენდარულ მატჩში „ტულუზას“ მასპინძლობდა და სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა დუდუმ ბურჯისთვის უჩვეულოდ ბევრი - 74 წუთი გაატარა მოედანზე. მშვენიერ ფორმაში მყოფმა ქართველმა ბრწყინვალედ ითამაშა, ტულუზელი ოპონენტები დაჩაგრა და მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაც გამოცხადდა, თუმცა, მცირე ტრავმა კი მიიღო. როგორც მოგვიანებით დადგინდა, დაზიანება სწორედაც რომ გადატვირთვამ განაპირობა.

ექიმებმა თქვეს, არაფერი სერიოზულიო, თუმცა, დრო გადიოდა, მტკივანი ფეხი კი ქუბრიაშვილს სრული დატვირთვით ვარჯიშის საშუალებას არ აძლევდა. მერე სიტუაცია თითქოსდა გაუმჯობესდა, მაგრამ მედიკოსებმა ამასობაში სხვა, გაცილებით სერიოზული დაზიანება აღმოაჩინეს, რომლის მკურნალობამ დიდი დრო წაიღო.

მოკლედ, დუდუმ გასულ კვირაში ვარჯიში დაიწყო, თუმცა, ცხადია, ამხელა პაუზის შემდეგ სრული კონდიციების და სათამაშო ტონუსის დასაბრუნებლად გარკვეული დრო დაჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ამას ხაზს უსვამენ ფრანგი ჟურნალისტები. თუმცა, ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ მთავარი პრობლემები წარსულს ჩაბარდა და ქუბრიაშვილი საყვარელ საქმეს დაუბრუნდა.

მცირე ტრავმა ბორკღალოსანთა კიდევ ერთ მარჯვენა ბურჯს, ლევან ჩილაჩავას ჰქონდა, მაგრამ „ტულონის“ მორკინალი უკვე გამოჯანმრთელდა და თავისი კლუბის მომდევნო მატჩში მონაწილეობას მიიღებსო - ესეც ფრანგული პრესის ინფორმაციაა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:48 | 13.09.2017
giorealist (26)

დიდი ძალაა დუდუ.
იმედია ნაკრების ტესტებისთვის ფორმის პიკზე იქნება.
(Y)

10:16 | 13.09.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

08:21 | 13.09.2017
ogafa (407)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.069093
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X