სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ჭაბუკთა "ა"

20:03 | 7.09.2017 | ნანახია 1147 - ჯერ

ჭაბუკთა „ა“ ლიგა | ფავორიტთა გამარჯვებით განახლდა

ჭაბუკთა „ა“ ლიგის მოწინავე რვეულის მეორე წრე გორში ადგილობრივი „ჯიქისა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ შეხვედრით განახლდა. „ჯიქმა“ პირველი წრეში ყველა შეხვედრა წააგო და ერთი ხანობა გუნდი დაშლის პირასაც იმყოფებოდა. შიდა ქართლელთა თავკაცობამ მხსნელად ზაზა ბაკურაძეს უხმო. გამოცდილი სპეციალისტი კლუბში მწვრთნელ-კონსულტანტის ფუნქციას შეასრულებს და მთელ ძალისხმევას რეგიონში არსებული ნიჭიერი ჭაბუკი მორაგბეების მოძიებას და მათი რესურსის რეალიზებას მოახმარს. პრაქტიკულად ხელახლა ჩამოყალიბების პროცესში მყოფ „ჯიქთან“ დედაქალაქელები უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდნენ. „რკინიგზელებს“ არც მათი ლიდერის, რეზი ხარაზიშვილის არ ყოფნა არ დატყობიათ (იმედისმომცემი მგეზავი „ლოკომოტივის“ მთავარ გუნდთან შეკრების დროს დაშავდა). გია კურატაშვილის შეგირდებმა მასპინძლებს 10 ლელო დაუდეს, მეტოქეს 68-0 სძლიეს და სასურველი პრემიაც აიღეს. განსაკუთრებული აქტიურობით გამორჩეულებმა; მარბიელმა შიო დავითაშვილმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ბურჯმა საბა ყაულაშვილმა კი აქტივში წყვილი ლელო მიითვალა. „ლოკომოტივი“ მართალია მეხუთე ადგილზე რჩება, თუმცა გუნდის დამრიგებელი გია კურატაშვილი ფლეი-ოფში მოხვედრის იმედს არ ჰკარგავს.

ცხრილის ბოლოსწინა საფეხურზე მყოფმა ქუთაისის „ბაგრატმა“ მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო. რიონისპირელებმა ცხრილში მეზობლად მყოფ რუსთავის „ხარებს“ შინ 18-8 მოუგეს. მეტექეებმა ხისტი თამაში გააჩაღეს. პერიოდული ზღვარსგადასული უხეშობის გამო კი მთავარმა არბიტრმა მჟავანაძემ ორივე გუნდიდან რამდენიმე მოთამაშე გაასინბინა. მასპინძელთა წარმატებაში დიდი როლი ნიკა ჯინჭარაძემ და ზურა გაბრიჩიძემ ითამაშეს. მასპინძელთა ჯანიანმა მარბიელმა ჯინჭარაძემ „ხარებს“ ხაზი არაერთხელ გაუჭრა და დიდი თავსატეხიც გაუჩინა. „ბაგრატის“ მარცხენა ფრთამ, ზურა გაბრიჩიძემ კი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ქვემოქართლელებს 2 ლელო დაუდო, რამაც ფაქტობრივად შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. ნიკა ლანღაძის შეგირდებმა რვეულში მეორე გამარჯვება მოიპოვეს და „ხარებთან“ მიმართებაში სხვაობა 4-ქულამდე შეამცირეს.

განსაკუთრებული ინტერესი მოწინავე კვარტეტში მყოფი გუნდების დაპირისპირებამ გამოიწვია. „ყოჩები ხულიგანა“ პირველობის ლიდერსა და მოქმედ ჩემპიონ „ლელოს“ ავჭალაში დაუხვდა. „ლელოს“, ძირითადის 4 მოთამაშე აკლდა. ფავორიტმა ტრამვირებულ ყორიაულისა და რატი ჟორჯოლიანის კვალ , 18 წლამდე ევროპის შვიდკაცაზე მონაწილე დემურ თაფლაძე და გიორგი მარგალიტაძეც მოისაკლისა. ამის მიუხედავად, ჩემპიონი პირველივე წუთებიდან დომინირებდა. „ბორჯღალოსან“ მიშა სუჯაშვილის შეგირდებმა მეტოქე ხელით თამაშში, ბურთის გადაკიდებასა და სისწრაფეში დაჯაბნეს, 6 ლელო გაიტანეს, 41-5 პრემიით იმარჯვეს და ლიდერობაც შეინარჩუნეს.

ტური, კიკეთში „იუნკერი ჩოხოსნებისა“ და ქუთაისის „აიას“ დაპირისპირებით დასრულდა. ორივე გუნდში წამყვან მოთამაშეთა არყოფნა იგრძნობოდა. მოშვიდკაცეთა დამდეგი ევროპირველობის გამო „იუნკერებს“ კოტე მარჯანიშვილი, მიხეილ ალანია და თემიკო ჭიჭინაძე დააკლდათ. რიონისპირელებმა კი თედო აბჟანდაძე, ლაშა ლომიძე, ოთარ ძაგნიძე და დათო გობეჯიშვილი მოისაკლისეს, ირაკლი სიმსივე კი დროებით „აიას“ მთავარმა გუნდმა იახლა. ქუთათურებს მარქაფა უფრო სოლიდური ჰყავდათ და თან სეზონს მეტოქეზე უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ. „იუნკერებს“, გამოჩენილი მოშვიდკაცის გიორგი ასათიანის(„მეხანიკა“) ვაჟმა, ნიკუშამ ულიდერა. უჩვეულო პოზიციაზე, ჰავბეკად თამაშის მიუხედავად უმცროსმა ასათიანმა რამდენიმე ეფექტური ბოჭვა შეასრულა, თანაგუნდელებს უნარიანად უხელნმძღვანელა, 2 ზუსტად შესრულებული ჯარიმით მეორე ტაიმში ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე, 6-7 მდე შეამცირა. დარჩენილ დროში კი სტუმრებმა ფიზიკური უპირატესობის ხარჯზე ზაურ თევდორაშვილის პირველ ტაიმში დადებულ ლელოს, ზვიად ორმოცაძისა და ლევან სანიკიძეს კიდევ 2 ლელო დაურთეს, მეტოქე პრემიით 24-6 დაამარცხეს და გიგა გურეშიძეს შეგირდები ლიდერ „ლელოს“ კვლავ 2 ქულით ჩამორჩებიან.

მორიგი ტური 12-13 სექტემბერს გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს ტიტულის მთავარი მაძიებლების დაპირისპირება იწვევს. „აია“ და „ლელო“ 13 სექტემბერს ქუთაისში შეიყრებიან.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.086311
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X