სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
საერთაშორისო

3:10 | 20.08.2017 | ნანახია 3515 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: “ქურციკებმა” “პუმები” უშანსოდ დაამარცხეს (+VIDEO)

რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) პირველი ტურის მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრები პორტ-ელიზაბეთში არგენტინას დაუხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

“ქურციკები” მთელი მატჩის განმალობაში ფაქტობრივად ყველა სათამაშო კომპონენტში ჯაბნიდნენ მეტოქეს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს. აფრიკელებმა არგენტინელებს შერკინებაშიც აჯობეს, რაშიც “პუმები” ტრადიციულად ყოველთვის ძლიერები არიან.

შეხვედრა მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და საწყის ოც წუთში ელტონ იანტისმა ორი ჯარიმა გაიტანა. აფრიკელებმა შეტევები განაგრძეს, თუმცა ლელო აქეთ მიიღეს: იან სერფონტეინმა შეტევაში დაკარგა ბურთი, რასაც არგენტინელთა უსწრაფესი კონტრშეტევა მოჰყვა – ჯერ ტუკულეტმა გაჭრა ხაზი და ბოფელის გაატანა ბურთი, რომელმაც ლანდახოს უპასა, ხოლო “პუმების” 9 ნომერმა ბურთი ფეხით გაიგდო და კიდესთან ახლოს დაამიწა. გარდასახვა ნიკოლას სანჩესმა გააცუდა, რომელმაც იქამდე საჯარიმო დარტყმაც ააცილა და სამხრეთ აფრიკა მაინც წინ დარჩა. 37-ე წუთზე კი, კურტნეილ სკოსანიმ დიდებულად ითამაშა, რამდენიმე მეტოქე უსაქმოდ დატოვა და არგენტინელებს საკადრისი პასუხი გასცა, იანტისმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 13:5 დასრულდა.

მეორე ტაიმი “ქურციკების” კიდევ უფრო დიდი უპირატესობით წარიმართა და არგენტინელების სამჯერ დალელოვება მოახერხეს, ხოლო გარდასახვებზე იანტისი კვლავ უშეცდომო იყო, რომელმაც ყველა დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. “პუმებმა” საპასუხოდ ერთი გარდასახული ლელო და ერთი ჯარიმა გაიტანეს – 37:15.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 77-ე წუთზე სამხეთ აფრიკის შემადგენლობაში ელტონ იანტისის ნაცვლად, მოედანზე ქერვინ ბოში გამოჩნდა, რომელმაც სულ ორიოდე თვის წინ საქართველოში გამართულ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა და ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა, რაც დაუფასდა და ძირითად ნაკრებშიც მოუწია დებიუტი.

სამხრეთ აფრიკა – არგენტინა 37:15 (13:5)

სამხრეთ აფრიკა: 4 ლელო – სკოსანი (37), რულე (52), კოლისი (66), დუ ტოი (72); 3 ჯარიმა – იანტისი (12; 20; 49); 4 გარდასახვა – იანტისი (38; 54; 67; 74)

არგენტინა: 2 ლელო – ლანდახო (32), ბოფელი (59); 1 ჯარიმა – სანჩესი (46); 1 გარდასახვა – სანჩესი (60)

სატურნირო მდგომარეობა

1.

ახალი ზელანდია

1

1

0

0

54:34

5

2.

სამხრეთ აფრიკა

1

1

0

0

37:15

4

3.

ავსტრალია

1

0

0

1

34:54

0

4.

არგენტინა

1

0

0

1

15:37

0

2017 წლის რაგბი ჩემპიონშიპის კალენდარი:

I ტური, 19 აგვისტო

ავსტრალია – ზელანდია 34:54
სამხრეთ აფრიკა – არგენტინა 37:15

II ტური, 26 აგვისტო

ახალი ზელანდია – ავსტრალია
არგენტინა – სამხრეთ აფრიკა

III ტური, 9 სექტემბერი

ახალი ზელანდია – არგენტინა
ავსტრალია – სამხრეთ აფრიკა

IV ტური, 16 სექტემბერი

ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა
ავსტრალია – არგენტინა

V ტური, 30 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა – ავსტრალია
არგენტინა – ახალი ზელანდია

VI ტური, 7 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია
არგენტინა - ავსტრალია

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:40 | 23.08.2017
geogoli (367)

მგონია რომ ზელანდიას აფრიკა დიდ წინააღდეგობას გაუწევს და ავსტრალიასაც დაამარცხებს.
საწყენი უბრალოდ ის არის რომ ტელევიზია არ აჩვენებს, არადა სილქ სპორტი ბალახის ჰოკეის რეპორტაჟებს გადმოსცემდა, სად ბალახის ჰოკეი და სად 4 ერი...

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.154099
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X