სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ლეგიონერები

18:21 | 12.08.2017 | ნანახია 4813 - ჯერ

გორგოძის ლელო და სამი დებიუტი

გუშინ საფრანგეთში წინასასეზონო ამხანაგური მატჩები გაიმართა და აბა, როგორ იქნებოდა, ამ თამაშებში ქართველებს არ მიეღოთ მონაწილეობა?! ტოპ 14-ში მხოლოდ 2 კლუბია, სადაც არცერთი ქართველი ირიცხება, ხოლო პრო დ2-ში - 6.

ტულონი - კლერმონი 29:26

რაღა თქმა უნდა, უმთავრესი მატჩი ტულონის „სტად მაიოლზე“ გაიმართა, რომელზეც სრული ანშლაგი დაფიქსირდა. არცაა გასაკვირი, ერთმანეთს გასული ჩემპიონატის ფინალისტები ხვდებოდნენ - ვიცე-ჩემპიონი „ტულონი“ და ჩემპიონი „კლერმონი“. მეტიც, სტადიონის ტრიბუნები უფრო მეტი ტევადობის რომ ყოფილიყო, ანშლაგი მაინც შედგებოდა. სხვათა შორის, გადაწყდა, რომ 16-ათასიან „სტად მაიოლს“ ახალი ტრიბუნა დაემატება, რომელიც არენის ტევადობას გაზრდის.

რაც შეეხება თამაშს, ორივე გუნდის შემადგენლობა არაოპტიმალური იყო. მასპინძელ ტულონელებს საფრანგეთის ნაკრების წევრები აკლდათ, ხოლო კლერმონელებს ლიდერები არ ეხმარებოდნენ - ფრანგებიც და უცხოელებიც, მათ შორის - დავით ზირაქაშვილიც. ალბათ სწორედ ამან განაპირობა „ტულონის“ შერკინების დიდი უპირატესობა. მინიმალური სხვაობა კი დაფიქსირდა, მაგრამ მასპინძლები ფაქტობრივად მთელი 80 წუთი დომინირებდნენ და კლერმონელი ალივერეტი რაკას 3 ლელო სწრაფი კონტრშეტევების შედეგია.

საბოლოოდ „ტულონმა“ 29:26 მოიგო და პუბლიკა ძლიერ გაახარა. მასპინძელთა 4-დან ერთი ლელო კი მამუკა გორგოძემ მიითვალა. 33-ე წუთზე მამუკა თანაგუნდელთა მრავალფაზიან შეტევაში ჩაერთო, ბურთიანად ეფექტურად დაარტყა სტუმართა დაცვის ხაზს, რამდენიმე მეტრი მოიგო, ბურთი პარტნიორს გადააწოდა, რომელმაც თამაში რაქში გადაიყვანა. გორგოძემ თითქოს რაქის გასაწმენდად მიირბინა და უცებ ბურთიანად მოწყდა პარტნიორებს და თავისი ზორბა სხეულისთვის მოულოდნელად ელვისებურ ნახტომში ბურთი ლელოში დაამიწა. კლერმონელებმა თვალიღ გააყოლეს ქართველ ვარსკვლავს. კომბინაციაც და მისი დაგვირგვინებაც ძალზე ეფექტური გამოდგა.

გორგოძე „ტულონის“ სასტარტო შემადგენლობაში, შერკინების მეორე ხაზში იყო და 50-ე წუთამდე ითამაშა. მე-2 ტაიმის სტარტიდანვე თამაშში ლევან ჩილაჩავაც ჩაერთო და დაახლოებით 25 წუთი ირაგბა, ვიდრე შეცვლიდნენ, ხოლო ამ ტაიმის მეორე ნახევარში ბადრი ალხაზაშვილსაც მოუწია თამაშმა.

ვიქტორ კოლელიშვილი „კლერმონის“ სასტარტოში იყო და შესვენების შემდეგ ადგილი ოთარ გიორგაძეს დაუთმო, ვინც ძალზე აქტიური იყო თავის წილ სათამაშო დროში. დაახლოებით 50-ე წუთზე კი ბექა კაკაბაძის დებიუტი შედგა - ახალგაზრდა ქართველმა ბურჯმა პირველად ითამაშა „კლერმონის“ ძირითად გუნდში. 10-15 წუთი ჩილაჩავა და კაკაბაძე ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და უნდა ვაღიაროთ, რომ უფრო ახალგაზრდა და გამოუცდელმა კაკაბაძემ არაფერი დაუთმო ავტორიტეტულ ტულონელს.

კასტანე - კოლომიე 14:17

ბექა შეყლაშვილის „კოლომიეს“ სპარინგი ფედერალ 1-ის მე-3 პულის კლუბ „კასტანესთან“ სტუმრად ჰქონდა. მატჩი პრო დ2-ის ბინადარმა მოიგო, შეყლაშვილი ისვენებდა, თუმცა ქართველი მარჯვენა ბურჯი „კასტანეს“ ჰყავდა - გელა გაგნიძე, რომელმაც პირველი ტაიმი ითამაშა.

ორიაკი - ალბი 21:14

პრო დ2-ის „ორიაკმა“ ფედერალ 1-ის ელიტაში დაქვეითებული „ალბი“ სარეზერვო შემადგენლობითაც დაამარცხა - 21:14. ორიაკელი ბორჯღალოსნები მერაბ შარიქაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი ისვენებდნენ, ხოლო „ალბიში“ სასტარტო მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე იდგა „ლიონიდან“ ახალმოსულმა ზაზა ნავროზაშვილმა, ვინც საწყისი 40 წუთი გაატარა მოედანზე.

ბრივი - ლიონი 38:10

„ლიონი“ ვახსენეთ და ამ გუნდმა დიდი ანგარიშით წააგო. მეტოქეებმა ექსპერიმენტული შემადგენლობებით ითამაშეს და აღმოჩნდა, რომ ბრიველთა მარქაფა ერთი დონით მაღლა დგას. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად ასეა და მერე ვნახოთ, რა იქნება. „ბრივის“ შემადგენლობაში კვლავ არ გამოჩენილა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კარლენ ასიეშვილი. არც გიორგი ცუცქირიძე დაუსაქმებიათ მწვრთნელებს. აი, სოსო ბეკოშვილი და ვასილ ლობჟანიძე კი მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ, ისევე, როგორც ლიონელი გურამ პაპიძე. რაც შეეხება თორნიკე მატარაძეს, ის არც ამჯერად ყოფილა ლიონელთა განაცხადში.

მონპელიე - ნიუპორტი 40:15

„მონპელიემ“ უელსურ „ნიუპორტ დრაგონსთან“ ამხანაგური მატჩი დაუძაბავად მოიგო - 40:15. ფრანგული კლუბის შემადგენლობაში მეორე ტაიმშ ორმა ბორჯღალოსანმა ითამაშა - მიხეილ ნარიაშვილმა და კონსტანტინე მიქაუტაძემ. დავით ქუბრიაშვილს აქილევსის მყესი აწუხებს და თამაშის საშუალებას ჯერ არ აძლევს, ხოლო უშანგი ჭეიშვილი, გელა აფრასიძე და ლუკა აზარიაშვილი ახალი სეზონისთვის „მონპელიეს“ ესპუარების გუნდში ემზადებიან.

პერპინიანი - ლენსტერი 42:32

პრო დ2-ის „პერპინიანმა“, ერთობ მოულოდნელად, ირლანდიური გრანდი, მრისხანე „ლენსტერი“ დაამარცხა. იმასღა აღვნიშნავთ, რომ სტუმართა შორის მეორე ტაიმში პირველხაზელი ვახ (ვახტანგ) აბდალაძე გამოჩნდა - ირლანდიის ყველა ასაკობრივი ნაკრების ყოფილი წევრი...

ბაიონი - რასინგი 35:28

ტოპ 14-დან გავარდნილმა „ბაიონმა“ დედაქალაქურ „რასინგს“ მოუგო - 35:28. პარიზულ გუნდში დიდი რეფორმები მიმდინარეობს და ახალი ფორმაციის „რასინგი“ ერთიან კოლექტივად ახლაღა ყალიბდება. ამიტომაცაა, რომ მატჩში უამრავმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის - სამმა ქართველმაც. მაგრამ თუკი ვასილ კაკოვინის გამოჩენას არავინ გაუკვირვებია, 20 წლის ტალანტებს - კვაჭ ლაშა საჯაიასა და ბურჯ ლუკა გოგინავას პირველად მოუხდათ სახელოვანი პარიზული კლუბის პირველი გუნდის კვართის მორგება. სამივე ჩვენებური მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა.

P.S. ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ ერთ დღეს ამდენ ახალგაზრდა ქართველს ჰქონდა დებიუტი ფრანგული რაგბის გრანდებში - ბექა კაკაბაძეს „კლერმონში“, ხოლო ლუკა გოგინავასა და ლაშა საჯაიას - „რასინგში“. გურამ პაპიძემ უკვე მესამე საკონტროლო თამაში ჩაატარა „ლიონში“, არადა ამ ზაფხულამდე მხოლოდ ესპუარებში ვარჯიშობდა და თამაშობდა. მოკლედ, ბიჭებს ენდნენ, დანარჩენი მათზეა...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:17 | 13.08.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.096055
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X