სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
7-კაცა

22:31 | 15.07.2017 | ნანახია 5499 - ჯერ

7-კაცა - მეოთხედფინალში რუსეთთან

საქართველოს 7-კაცამ 2017 წლის ევროპის გრან პრის მეოთხე, დასკვნითი ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე ორი თამაში მოიგო (რუსეთთან და პოლონეთთან) და ხვალ თასის მეოთხედფინალში ისევ რუსეთს ეთამაშება.

ექსეთერში პირველი მატჩი უელსთან გვქონდა და პირველ ტაიმში ორჯერ დავრჩით კაცნაკლული - რეფერიმ ჯერ ლაშა ხმალაძე, მერე ნიკო აფციაური გაგვისინბინა. მიუხედავად ამისა, შესვენებამდე ერთადერთი ლელო მირიან მოდებაძემ დადო, მამუკა ნინიძემ გარდასახა და 7:0 დავწინაურდით. სამწუხაროდ, შესვენების შემდეგ მეტოქემ ორი ლელოს გატანა მოახერხა და 14:7 იმარჯვა.

მეორე შეხვედრა რუსეთთან გვქონდა, რომელმაც პირველი ორი ეტაპის მეოთხედფინალში მცირედით, ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში გვაჯობა. ტრადიციულ მეტოქესთან თამაში ამჯერადაც დაძაბული გამოდგა და ზურაბ ძნელაძის კარგი თამაშის შემდეგ მირიან მოდებაძემ ექსეთერში თავისი მეორე ლელო გაიტანა, ხოლო მამუკა ნინიძემ გარდასახა. შესვენების შემდეგ მეტოქემ ლელო გაქვითა, გარდასახვა არაზუსტი იყო და საქართველომ რუსეთი 7:5 დაამარცხა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში პოლონეთის დიდი სხვაობით დამარცხება გვმართებდა და ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებდით. პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა კარგად ჩაატარა და 35:0 დაწინაურდა. რამაზ ხარაზიშვილმა და ნიკოლოზ გიგაურმა დუბლი შეასრულეს, მამუკა ნინიძემ ბურთი ერთხელ დაამიწა და ყველა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმში ბურთზე კონტროლი ვეღარ დავამყარეთ, რითაც პოლონელებმა ისარგებლეს და ორი საპასუხო ლელოთი ჩამორჩენა შეამცირეს - 35:10.

შედეგად, მეოთხედფინალში მესამე ადგილით გავედით და ხვალ თასის მეოთხედფინალში ნაცნობ რუსეთს ვეთამაშებით, რომელმაც ჩვენს ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შეხვედრა თბილისის დროით 14:52 საათზე დაიწყება.

ექსეთერში (ინგლისი) თამაშობენ: ზურაბ ძნელაძე (აია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), ანზორ სიჭინავა (აკადემია), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი), მამუკა ნინიძე (ჯიქი), მირიან მოდებაძე (აია), ნიკო აფციაური (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი).

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:33 | 18.07.2017
zulu (12)

ბოლო ბოლო მოვხვდით მსოფლიო თურში თუ ვერა. გვეყო 5-ადგილი?

21:55 | 17.07.2017
test (124)

ინგლისი რომ დავამარცხეთ მაგაზე რატომ არაფერს წერთ ?!!! 17-12

17:30 | 16.07.2017
BEERTRANCE (1073)

რა ვქენით?

17:42 | 16.07.2017
temuchin (431)

წავაგეთ 12-19

17:42 | 16.07.2017
პანტელეიმონი (1218)

მეოთხედფინალში სამწუხაროთ წავაგეთ რუსებთან 19 : 12

01:05 | 16.07.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.099205
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X