სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
20-წლამდელები

18:08 | 19.06.2017 | ნანახია 5181 - ჯერ

აფრასიძე ბომბარდირებში

კვირას საღამოს მსოფლიო რაგბის საიუბილეო, მეათე 20-წლამდელთა ჩემპიონატი დასრულდა და მისი გამარჯვებული მეექვსედ გახდა ახალი ზელანდიის ნაკრები.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მეორედ ითამაშა 20-წლამდელთა 12 საუკეთესო გუნდს შორის, შარშანდელის მსგავსად მე-10 ადგილი დაიკავა და გაისად კვლავ ელიტაში იქნება. ბოლო ადგილზე სამოა გავიდა, რომელიც "ალაფაზე" დაბრუნდა, მსოფლიო რაგბმა კი, საქართველოში (თბილისსა და ქუთაისში) გამართული ტურნირი შეაჯამა.

20-წლამდელთა ჩემპიონატი ციფრებში

30 თამაშიდან 6 ქუთაისში გაიმართა, დანარჩენი თბილისში - 6 "მიხეილ მესხზე" 18 "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე. საქართველოს სტადიონებზე 239 ლელო დაიდო და გუნდებმა ჯამში 1789 ქულა მოაგროვეს. ლელოების გარდა გავიდა 78 ჯარიმა, 6 არეკნი და 170 გარდასახვა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შარშანდელთან შედარებით უკეთ ითამაშეს შეტევაში. თუ მანჩესტერში, ჩვენთვის სადებიუტო შეხვედრაში ჯამში 58 ქულა ავიღეთ და 7 ლელო დავდეთ (6 პლეი ოფებში), წელს 84 ქულას მოვუყარეთ თავი და 8 ლელო დავდეთ (4-4 ჯგუფურ ეტაპზე და პლეი ოფში).

2017 წლის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე გავიდა გელა აფრასიძე, რომელმაც ჯამში 47 ქულა მოაგროვა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ახალ ზელანდიელი ტიან ფოლქონი გახდა 67 ქულით, ხოლო მეორე ავსტრალიელი ჰარისონ გოდარდი იყო 56 ქულით.

გელა აფრასიძეს საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა გატანილ ჯარიმებში - 10 ჯარიმა, არგენტინასთან 58 მეტრიდან გატანილმა მისმა ჯარიმამ კი, საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. მის ანგარიშზეა 7 ოფლოუდი და ამ მაჩვენებლით ტურნირზე მე-8 ადგილი დაიკავა, ხოლო მირიან მოდებაძემ და გიორგი კვესელაძემ 6-6 ოფლოუდი შეასრულეს (14-15 ადგილი).

გუნდურად ყველაზე მეტი - 41 ლელო ახალმა ზელანდიამ დადო, მეორე სამხრეთ აფრიკა იყო - 27 ლელო.

"ჯუნიორ ბლექსმა" მოაგროვა ყველაზე მეტი ქულა - 280. აქაც მისი მდევარი სამხრეთ აფრიკა იყო - 192.

საუკეთესო მოთამაშე - იარნო აუგუსტუსი

სამხრეთ აფრიკელთა 8 ნომერი იარნო აუგუსტუსი 20-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მან ხუთივე თამაშში შეძლო ლელოს დადება: ჯგუფურ ეტაპზე ორი ლელო დაუდო საფრანგეთს, თითო-თითო საქართველოს და არგენტინას, ორჯერ გამოიჩინა თავი ინგლისთან გამართულ ნახევარფინალში და მონაგარი საფრანგეთთან, მესამე ადგილისთვის მატჩში კიდევ ერთით გაზარდა. შედეგად, ის გახდა ტურნირის საუკეთესო მელელოვე - 7 ლელო (ერთით აჯობა ახალ ზელანდიელ ქეილებ ქლარქს).

საუკეთესოს ტიტულს აუგუსტუსს მსოფლიოს ჩემპიონები, ახალ ზელანდიელები ტიან ფოლქონი და ვილ ჯორდანი, ასევე ფინალისტები, ინგლისელები ზექ მერსერი და გებრიელ იბითოე ეცილებოდნენ.

„არ მეგონა არჩევანს ჩემზე თუ შეაჩერებდნენ. ჩემთვის ეს დიდი პატივი და უდიდესი აღიარებაა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. ასევე მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც მუდამ მხარში მედგა“, - განაცხადა აუგუსტუსმა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:22 | 20.06.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.080132
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X