სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
7-კაცა

10:53 | 20.04.2017 | ნანახია 2180 - ჯერ

აფრიკული შეკრების შემდეგ

ჩვენი 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პრის სერიისთვის ემზადება, რომელიც წელს მსოფლიო 7-კაცა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა.

პალიკო ჯიმშელაძის გუნდს ივნისსა და ივლისში ოთხი ეტაპი ელის: მოსკოვის (რუსეთი, 3-4 ივნისი), ლოძის (პოლონეთი, 10-11 ივნისი), ლიონისა (საფრანგეთი, 24-25 ივნისი) და ექსეტერის (ინგლისი, 15-16 ივლისი). ევროპის გრან პრიზე ტრადიციულად 12 გუნდი თამაშობს. წელს ესენი არიან: ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, რუსეთი, უელსი, პორტუგალია, ესპანეთი, გერმანია, საქართველო, ბელგია, იტალია და პოლონეთი.

ყველა ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით გუნდები ქულებს იღებენ და ვისაც 4 ეტაპის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება, ის ევროპის გრან პრის გამარჯვებული ხდება, ხოლო ბოლოადგილოსანი ევროპის გრან პრის ‘ალაფაზე’ დაქვეითდება. გარდა ამისა, მსოფლიო სერიის მუდმივი მონაწილე გუნდების შემდეგ გრან პრის ორი საუკეთესო ნაკრები, 2018 წლის ჰონკონგის საკონტინენტთაშორისო ტურნირის საგზურს იღებს, სადაც თავის მხრივ მსოფლიო სერიის საგზურები თამაშდება. წელს გრან პრის სხვა დატვირთვაც აქვს: ორი საუკეთესო გუნდი (მათ შემდეგ, ვისაც მსოფლიო თასის საგზური უკვე დაბევებული აქვს) 7-კაცა რაგბში მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს.

ვესთერნ პროვინსის ხელშეწყობით

ბოლო წლებში საქართველოს 7-კაცა ნაკრები ქართული რაგბის პროგრესს ფეხს ვერ უბამდა და სიტუაციის გამოსასწორებლად საქართველოს რაგბის კავშირმა ამ მიმართულებით რეფორმები წამოიწყო.

ევროპის გრან პრისთვის გუნდის უკეთ მომზადების მიზნით, მარტის დასაწყისში ჩვენი 7-კაცა სამხრეთ აფრიკაში, ‘ვესთერნ პროვინსის’ აკადემიაში 12-დღიანი შეკრებით გაემგზავრა. ეს იმ მემორანდუმის შედეგია, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირსა და სამხრეთ აფრიკულ მხარეს შორის 2009 წელს გაფორმდა და შარშან დეკემბერში განახლდა.

7-კაცას მხარდაჭერა თანამშრომლობის ვრცელი მემორანდუმის ნაწილია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ 27 აპრილს საქართველოში ‘ვესთერნ პროვინსის’ აკადემიის 20-წლამდელთა გუნდი ჩამოვა, რომელიც მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებაში მხარდაჭერის მიზნით უმცროს ბორჯღალოსნებთან სამ საკონტროლო მატჩს გამართავს.

მატჩები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართება, სადაც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები შეკრებას გადის. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი წელს 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

აფრიკული შეკრება

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მარტის დასაწყისში ‘ვესთერნ პროვინსის’ აკადემიამ 7-კაცას 12 დღის განმავლობაში კეიპტაუნში უმასპინძლა. 7-კაცა აფრიკულ ტურნეზე და შთაბეჭდილებებზე ნაკრების მთავარი მწვრთნელი, პალიკო ჯიმშელაძე საუბრობს:

ეს იყო საუკეთესო შეკრება, რომელიც ოდესმე გვქონია. ‘ვესტერნ პროვინსის’ აკადემიაში 12 დღე გავატარეთ და იმაზე მეტი მივიღეთ, რასაც ველოდით. ვარჯიშებს ადგილობრივი მწვრთნელები ატარებდნენ, ჩვენ უფრო დამკვირვებლები ვიყავით და გვასწავლიდნენ ყველა დეტალს, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფიზმომზადებას და მზადების დაახლოებით 50% ათლეტიზმს, სწორ სირბილს ეთმობა. ცალკე ვარჯიშები აქვთ მობილურობაზე და მოქნილობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სარაგბო ელემენტების ჩართვა. მათ განსაკუთრებული მიდგომა აქვთ დარბაზში ვარჯიშზე და დატვირთვებზე.

“ადგილობრივ მწვრთნელებთან უშუალო ურთიერთობის შედეგად ვისწავლეთ როგორ ადგენენ გრძელვადიან და მოკლევადიან ფიზმომზადების პროგრამებს. დაგვეხმარნენ სათამაშო პროცესშიც, სადაც ასევე დიდი ყურადღება ექცევა მცირე დეტალებს. შეკრების პერიოდში ორი სათამაშო დღე გამოგვიყვეს. პირველ დღეს შედარებით სუსტ მეტოქეებთან გვქონდა თამაშები, ხოლო მეორე დღეს ორ ძალიან კარგ გუნდს მორიგეობით თითო-თითო ტაიმს ვეთამაშებოდით და ჯამში ჩვენ გადაბმულად 8 ტაიმი გამოგვივიდა. პრაქტიკაში გამოვცადეთ ის, რაზეც მანამდე ვივარჯიშეთ და ბიჭებმა დავალებების 70-80 პროცენტი შეასრულეს.

“მოკლედ, ძალიან კარგი შეკრება გამოვიდა და ახლა უკვე ვიცით როგორ უნდა შევადგინოთ პროგრამა მაისის ბოლომდე და რას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება” - აცხადებს ჯიმშელაძე.

სპორტულის გარდა, აფრიკული შეკრება ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო. მორაგბეებმა თავისი თვალით ნახეს თუ რა არის საჭირო მაღალ დონეზე სათამაშოდ. ჯიმშელაძის თქმით, ადგილობრივი სპეციალისტები ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ მზადების პროცესისთვის მნიშვნელოვანია მასში მოთამაშეების ჩართულობა და არა მხოლოდ ვარჯიშის პერიოდში. მწვრთნელის აზრით მოთამაშეებმა ეს კარგად გაითავისეს და ამაზე შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ გამართული ვარჯიშები მოწმობს.

ჯიმშელაძე აქცენტს აკეთებს მსგავსი შეკრებების აუცილებლობაზე, აფრიკელებთან თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე და ახარებს ის ფაქტი, რომ ზაფხულში კეიპტაუნში საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებიც გაემგზავრება:

“მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობა გრძელდება და აფრიკაში გაისადაც გავემგზავრებით. კარგია, რომ ზაფხულში სამხრეთ აფრიკაში ჩვები 18-წლამდელთა ნაკრებიც გაივლის შეკრებას, რომელიც შემოდგომაზე პირველად ითამაშებს 18-წლამდელთა 7-კაცას ევროპის ჩემპიონატში. 7-კაცას დირექტორი კახა ალანია აფრიკელებს სამომავლო თანამშრომლობაზე და სხვადასხვა პროექტებზე ესაუბრა და მათი განხორციელება ჩვენთვის დიდი შედეგის მომტანი იქნება”.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:42 | 21.04.2017
qomagi (248)

ეგრე რა, იქნებ გვეშველოს ამ მიმართულებითაც. წარმატებები!!!!

23:40 | 20.04.2017
პანტელეიმონი (1218)

კარგია, მაგრამ თუ ასე სასარგებლოა მათთან თანამშრომლობა, მაშინ ჯობდა უფრო დიდი ხნით გაგვეგზავნა გუნდი მოსამზადებლად აფრიკაში, 12 დღე ძალიან ცოტაა.

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.085991
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X