სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ქართული

10:10 | 7.04.2017 | ნანახია 4736 - ჯერ

გიორგი თეთრაშვილი: „ყველაფერი ტვინიდან მოდის!“

აჟენი საფრანგეთის საზომებით პაწაწინა ქალაქია - აქ მხოლოდ 30 ათასი მოსახლეა. ძალიან ძველი, სამხრეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქია, რომელსაც მდიდარი ისტორიის გარდა, თითქოს, არაფერი აქვს გამორჩეული. მაგრამ დღეს ეს ქალაქი თავისი სარაგბო გუნდით ამაყობს. „აჟენი“ საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-შია და ტოპ 14-ში აღზევებისთვის იბრძვის. ჩვენთვის კი ეს სარაგბო კლუბი იმითაა საინტერესო, რომ მის ღირსებას სამი ქართველი მორაგბე იცავს - უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე და ბურჯები - ვახტანგ ახობაძე და გიორგი თეთრაშვილი. აჟენის საქალაქო გაზეთმა “Le Petit Bleu”-მაც ინტერვიუ სწორედ ამ უკანასკნელთან ჩაწერა:

„ინტერვიუ გიორგი თეთრაშვილთან. ქართველი ბურჯი საუბრობს გასული 10 დღის კონტრასტებზე - „ოიონასთან“ თითქმის მოგებული მატჩის წაგებასა და გასულ ტურში „კარკასონთან“ შეცვლაზე მქუხარედ შესვლის შესახებ.

გიორგი თეთრაშვილთან ჩვენი ბოლო შეხვედრა იანვრის შუა რიცხვებში შედგა. იმ დროს მისი მომავალი ბურუსით იყო მოცული. დღეს კი გიორგი საქართველოს ნაკრების მყარ წევრად იქცა და „აჟენთან“ კონტრაქტიც გაახანგრძლივა.

- ჩვენი ბოლო შეხვედრისას ამბობდით, რომ კონტრაქტთან დაკავშირებით გაურკვევლობაში ხართ. წარმოდგენა არ გქონდათ, რა გელოდათ მომავალში. ამასობაში კარგი ამბები დაგიგროვდათ - როგორც საქართველოს ნაკრებში, ისე კლუბშიც.

- საქართველოს ნაკრებში მანამდე ორი წლის წინ მქონდა ნათამაშები. გასულ ზაფხულში გაფართოებულ სიაში დამასახელეს, მაგრამ სათამაშოდ არ დამიძახეს. ასე რომ, სიურპრიზი იყო, როცა რაგბი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის მიხმეს. ყველაფერი ერთად მოხდა - ნაკრებში დაბრუნებაც და კონტრაქტის გახანგრძლივებაც. ბორჯღალოსნებში საკმაოდ კარგად ვითამაშე. ორი თამაში სასტარტოში დავიწყე, ორში შეცვლაზე შევედი. ბოლოს, როცა რუმინეთთან წავაგეთ, მე აღარ მითამაშია.

- სამაგიეროდ ყველაზე დასამახსოვრებელ მატჩში მიიღეთ მონაწილეობა - როცა რუსეთს 28:14 მოუგეთ, თანაც 50 ათასზე მეტი მაყურებლის თვალწინ!

- ეს იყო ჩემი პირველი თამაში ასეთ ატმოსფეროში! ემოციების ზღვა იყო, თანაც ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები სტადიონის ტრიბუნებიდან მიყურებდნენ. ძნელია სიტყვებით იმის გადმოცემა, თუ რა განვიცადე იმ დღეს.

- ეტყობა სიმართლეა, რომ რუსეთთან თამაში თქვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია.

- ეს მეტოქე მართლაც განსაკუთრებულია - პოლიტიკის გამო, დანარჩენიც აქედან გამომდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 17 წუთი გავატარე მოედანზე, ჩემთვის ეს განსაკუთრებული მატჩი იყო. მე მისი მონაწილე ვიყავი. ეს იყო ნამდვილი სასწაული.

- საბოლოოდ, ეს მატჩები თქვენს სანაკრებო აქტივს უნდა მივათვალოთ? დაიმატეთ ქულები?

- ვნახოთ, თუ დამიძახებენ ივნისის ტესტებზე. აშშ-ს, კანადას და არგენტინას ვესტუმრებით. როგორც ვიცი, მერე კიდევ ორი ტესტი იქნება...

- ნაკრებში იყავით, როცა კლუბმა კონტრაქტი გაგიხანგრძლივათ. როგორ მიიღეთ კლუბის მხრიდან ნდობის ეს ჟესტი?

- ძალიან კარგად! დარჩენა მსურდა. არ მინდოდა კლუბის დატოვება, ამდენად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი გამიხანგრძლივეს.

- ნაკრებიდან დაბრუნებულს, „ოიონასთან“ უმძმესი მატჩი გელოდათ, სადაც შეცვლაზე შეხვედით და ბოლო წუთებზე, როცა 26:24 იგებდით, მეტოქეს გადამწყვეტი ლელო გაჰქონდა და მისი ავტორის, დაგ კოჯოს შებოჭვა სწორედ თქვენ ვერ შეძელით.

- რუმინეთის წინააღმდეგ არ მითამაშია, ამიტომ ნაკრებიდან გადაღლილი არ ჩამოვსულვარ. თავს კარგად ვგრძნობდი, მზად ვიყავი „ოიონასთან“ სათამაშოდ და უცებ ეს ბოჭვა მიცუდდება... ეს მძიმე დარტყმა იყო. თამაში თავდება, გუნდი იგებს და შენ გადამწყვეტ ბოჭვას ვერ აკეთებ, მეტოქე კი ლელოს დებს და შენი გუნდი აგებს სეზონის მთავარ მატჩს... ამის გადატანა ძალიან რთული იყო. თუმცა, ვარჯიშს მოვუმატე. საბედნიეროდ, „კარკასონთან“ მომდევნო მატჩში გუნდის ხელმძღვანელობა მენდო. მაგრამ იმ ვერშესრულებულ ბოჭვას რა დამავიწყებს...

- „კარკასონთან“ მატჩში 22-ე წუთზე ჩაერთეთ, არადა, ბურჯები, როგორც წესი, სადღაც 50-ე წუთისთვის იცვლებიან. არ გაგიჭირდათ ამ უჩვეულო დროს გახურებულ თამაშში ჩაბმა?

- ამისთვის მზად ვიყავი. როგორც კი დავინახე, რომ შერკინებაში საქმე ცუდად წაგვივიდა, ვიგრძენი, რომ თამაშში მოსალოდნელზე ადრე ჩამრთავდნენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია, რადგან მეტოქე უკვე გახურებულია, თანაც, თუ სიტუაციაში მალევე ვერ გაერკვევი, წესების ერთი-ორჯერ დარღვევას უცებ მოასწრებ, მერე კი, შესაძლოა, ყვითელი ბარათიც მიიღო. ზუსტად ასე მომივიდა დაქსში - მოედანზე ორი წუთის შესული ვიყავი, როცა პირველივე შერკინების შემდეგ გამასინბინეს. ამიტომ, როცა შეცვლაზე შედიხარ, ჭკუით უნდა იყო.

- მაურისიო რეგიარდომ („აჟენის“ მწვრთნელი - ს.გ.) კონკრეტული ინსტრუქციები მოგცათ, ვიდრე შეცვლაზე შეგიშვებდათ?

- კარგად ვიცნობ სემისის (სემისი ტელეფონი, 2015 წლამდე „აჟენის“, ამჟამად კი „კარკასონის“ 34 წლის ტონგელი მარჯვენა ბურჯი, ვის წინააღმდეგაც თეთრაშვილს თამაშში ჩართვამ მოუწია - ს.გ.). რაც ჩვენ ვარჯიშებზე ერთად ოფლი გვაქვს დაღვრილი... ვიცოდი, როგორ თამაშობს ეს ბებერი (იცინის). საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- ამიტომ მთავარი სულაც არაა ძალა, რომლითაც ტელეფონი კანტენ ბეთუნზე (ვის ნაცვლადაც თეთრაშვილი თამაშში ჩართეს) დომინირებდა...

- არა. მთავარია ტექნიკა.

- აშკარა იყო, რომ ტელეფონი აგრესიულად აწვებოდა კანტენ ბეთუნს, მერე კი უკან იხევდა, რათა ოპონენტი ფეხქვეშ მოექცია.

- ასეც იყო. ესაა გამოცდილება (იღიმის).

- რას ფიქრობთ სეზონის ფინიშზე?

- თავიდანვე დავგეგმეთ, რომ კარგი სეზონი უნდა გვქონოდა. მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ ტემპი ავკრიფეთ. სამი წელია ამ გუნდში ვარ და ყოველთვის ასე ხდებოდა. ჩემი აზრით, ისევე, როგორც ორი წლის წინ, ახლაც შევძლებთ ტოპ 14-ში ასვლას. „კარკასონთან“ მოგება კარგი იყო, მაგრამ ახლა „ანგულემი“ გველის. ამ გუნდში მძლავრი შერკინებაა, ძალიან კარგად იცავენ თავს. თუმცა, ასეა თუ ისე, ყველაფერი ტვინიდან მოდის! თუ მომზადებულები შევხდებით ამ თამაშს, მოვიგებთ კიდეც“.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:24 | 07.04.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.125832
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X