სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ტურნირები

16:39 | 8.03.2017 | ნანახია 2615 - ჯერ

7-კაცა | მზადება ევროპის გრან პრისთვის

საქართველოს 7-კაცა ნაკრები რაგბი ევროპის გრან პრის სერიისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში ოთხ ეტაპად გაიმართება.

წლევანდელ გრან პრის დამატებითი დატვირთვა აქვს: ის ტრადიციულად რჩება მსოფლიო სერიის შესარჩევ, ჰონკონგის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპად და პარალელურად, 7-კაცა რაგბში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიცაა.

ევროპის გრან პრის ეტაპები მოსკოვში (რუსეთი), ლოძში (პოლონეთი), ლიონსა (საფრანგეთი) და ექსეტერში (ინგლისი) გაიმართება.

ოფიციალური ტურნირებისთვის უკეთ მომზადების მიზნით, საქართველოს 7-კაცა ნაკრები 8 მარტს 10-დღიანი საწვრთნელი შეკრებით სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება.

„სამხრეთ აფრიკაში 7-კაცა ნაკრების აკადემიაში 10-დღიანი შეკრებით მივდივართ. წელს აფრიკელებმა მსოფლიო სერიის ყველა ეტაპი მოიგეს და მათი გამოცდილების გაზიარება დიდ სამსახურს გაგვიწევს. სასიამოვნოა, რომ მათ ჩვენი დახმარების სურვილი გამოთქვეს“ - კმაყოფილია 7-კაცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი პავლე ჯიმშელაძე და აფრიკული მოგზაურობის მიზნებზე გვესაუბრება:

„აფრიკაში 14 მორაგბე მიგვყავს, რომლებიც პირველ ორ ეტაპზე ითამაშებენ. ამ ბიჭებიდან შეირჩევა ბირთვი მომდევნო ორი ეტაპისთვისაც, თუმცა ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელ მილთონ ჰეიგთან შეთანხმება გვაქვს და რადგან წლევანდელი გრან პრი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიცა, დასკვნითი ეტაპისთვის ნაკრების მორაგბეებს დავიმატებთ.

აფრიკაში გვექნება სპარინგ-მატჩებიც, რომლებისთვისაც სამი დღე გვაქვს გაწერილი, თუმცა ამ თამაშებს ტურნირის სახე არ ექნება. გავეცნობით აფრიკელი მწვრთნელების მუშაობის სტილს, გვექნება ფიზ-მომზადება, ვიმუშავებთ ტექნიკისა და სათამაშო სისტემების დახვეწაზე“.

გაზრდილი ინტერესი

მსოფლიო თასი 7-კაცა რაგბში 1993 წლიდან ტარდება და ის ტრადიციულად 4 წელიწადში ერთხელ იმართებოდა. საქართველოს ნაკრებმა იქ თამაშის უფლება პირველად 2001 წელს მოიპოვა და მას შემდეგ ზედიზედ ოთხ მსოფლიო თასზე ითამაშა.

მერე 7-კაცა ოლიმპიური სახეობა გახდა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ პროგრამაში პირველად 2016 წელს მოხვდა. ამის გამო გადაიწია მომდევნო მსოფლიო თასის ჩატარების ვადამ და 2018 წლიდან ის კვლავ 4-წლიან ციკლს დაუბრუნდება.

ოლიმპიურ სახეობად ქცევამ 7-კაცა რაგბისადმი ინტერესი გაზარდა და მისი მაღალ დონეზე თამაში არატრადიციულმა სარაგბო ქვეყნებმაც დაიწყეს. საქართველო განვითარების ტემპს ჩამორჩა, თუმცა ახლა შედეგების გასაუმჯობესებლად კონკრეტული ნაბიჯები იდგმება.

„მას შემდეგ, რაც 7-კაცა ოლიმპიური სახეობა გახდა, რაგბის ამ მიმართულებას ყველა ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და ევროპის გრან პრის დონემ მნიშვნელოვნად აიწია. საქართველოს რაგბის კავშირის დახმარებით, ცვლილებებზე ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ და გარკვეული სიახლეები წელსაც გვექნება, ხოლო სამომავლოდ უფრო სერიოზულ ძვრებს უნდა ველოდოთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან“.

დიდი 10-ის დასრულების შემდეგ 7-კაცა ნაკრები საქართველოში შეიკრიბება და ევროპის გრან პრის პირველ ეტაპამდე საფრანგეთში, საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს.

„მოსკოვის ეტაპამდე კიდევ ერთი შეკრება გვექნება. მზადებას მაისში დავიწყებთ და გავემგზავრებით საფრანგეთში, სადაც მაღალი დონის ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ იქ შარშანაც ვითამაშეთ და ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო: ორგანიზაცია, მეტოქეების დონე. შარშან კანადის, ზელანდიის, ფიჯის და საფრანგეთის მეორე ნაკრებებს ვეთამაშეთ და ნაკლები ძალის გუნდები არც წელს იქნებიან“.

7-კაცას შემადგენლობა აფრიკულ შეკრებაზე:

1. ბექა ურჯუკაშვილი (არმია), 2. ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), 3. რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი), 4. ნიკა სუხაშვილი (ჯიქი), 5. ნიკა გიგაური (არმაზი), 6. ნიკო აფციაური (ყოჩები), 7. ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), 8. სოსო მათიაშვილი (აკადემია), 9. იოსებ კიკვაძე (აია), 10. გიორგი ბაბუნაშვილი (აია), 11. თორნიკე მანაგაძე (აია), 12. რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი), 13. ჯაბა სიხარულიძე (ლელო-სარასენს), 14. მამუკა ნინიძე (ჯიქი).

მთავარი მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე, მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე, დირექტორი: კახა ალანია, მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე, ექიმი: ვასილ წიკლაური

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:03 | 10.03.2017
krasni (587)

ამდენი ხნის წარუმატებლობის შემდეგ, შეიცვალა თუ არა რამე? თუ ფედერაცია მიიჩნევს,რომ ნაჩვენები შედეგები ნორმალულია?

16:13 | 09.03.2017
zangura (109)

40 წლის ხალხი რო არ წაიყვანოთ და უფრო ახალგაზრდები გამოცადოთ უკეთესი არ იქნება???

10:23 | 09.03.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

21:35 | 08.03.2017
ogafa (407)

წარმატებები

21:32 | 08.03.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებებს გისურვებთ.

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.076481
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X