სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
სტატიები

13:11 | 21.02.2017 | ნანახია 5632 - ჯერ

ზელანდიელთა წარმატების საიდუმლო

იანვრის მეორე ნახევარში ახალ ზელანდიაში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ბორჯღალოსნების მწვრთნელები - მილთონ ჰეიგი, ლევან მაისაშვილი, ბრედ ჰარისი და „რაგბის აკადემიის“ ხელმძღვანელი. მათ ერთი კვირა ოქლენდ ‘ბლუზის’, ხოლო ოთხი დღე ზე-რაგბის ჩემპიონის, ველინთგონის ‘ჰარიქეინზის“ ბაზაზე გაატარეს.

ზაზა ლეჟავამ ვიზიტის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია მოამზადა და ქართული კლუბების წარმომადგენლებს გააცნო ზელანდიელთა მუშაობის პრინციპები. შეხვედრა ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე 3 საათზე მეტ-ხანს გაგრძელდა და ის სამ ნაწილად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პირველი ნაწილი ზელანდიურ კლუბთა მუშაობის სისტემას ეძღვნებოდა, ხოლო მეორე და მესამე - ‘ბლუზისა’ და ‘ჰარიქეინზის’ საწვრთნელი პროცესის განხილვას დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ზაზამ ზელანდიიდან, თეორიულის გარდა, ვიდეო-მასალაც ჩამოიტანა და ამან დამსწრე საზოგადოებას მოსმენილის აღქმა გაუადვილა.

ზაზა ლეჟავა: „ზელანდიური ვიზიტი რამდენიმე მიმართულებით იყო საინტერესო. მისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ბორჯღალოსნების მწვრთნელებმა ნაყოფიერად იმუშავეს და შიგნიდან დაინახეს ორი ზელანდიური ფრანჩაიზის მუშაობის სისტემა. ისინი ჩაუღრმავდნენ „თანამედროვე რაგბის გამოწვევებს“.

პირადად ჩემთვის, განსაკუთრებული ინტერესის სფეროს საქმისადმი ზელანდიელთა მიდგომა წარმოადგენდა. მსურდა სავარჯიშო მეთოდიკის გარკვეული დეტალების დაზუსტება და მათში ჩაღრმავება.

ვფიქრობ, ეს მოვახერხე. ბევრი რამ გავიგე „სარაგბო უნარების“ (სქილზ) და სავარჯიშო პროცესში მათი ეფექტურად გამოყენების შესახებ. ეს ცოდნა თეორიული და ვიდეო-მასალის სახით საქართველოში ჩამოვიტანე. მიმაჩნია, რომ ზელანდიელთა სავარჯიშო მეთოდების ჩვენს აკადემიასა და კლუბებში დანერგვა ქართულ რაგბს დიდი სიკეთეს მოუტანს.

ვესაუბრე ზე-რაგბის ჩემპიონის, ‘ჰარიქეინზის’ აკადემიის უფროსს. ამ გუნდს ბევრი ‘ოლ ბლექი’ ჰყავს აღზრდილი და მათი „მიდგომები“ უდაოდ გასათვალისწინებელია.

აღმოჩნდა, რომ შერჩევის (სელექცია) და აღმოჩენის (დეტექცია) პრინციპებში ჩვენსა და მათ შორის დიდი განსხვავება არაა.

ვისაუბრეთ მოთამაშეთა შერჩევის კრიტერიუმებზე. ამ მხრივ ზელანდიელები უმთავრეს ყურადღებას მენტალობასა და დისციპლინას აქცევენ.

ახალგაზრდა მორაგბე უნდა იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული - მხოლოდ ამის შემდეგ მიექცევა ყურადღება მის ფიზიკურ და ტექნიკურ მონაცემებს. მწვრთნელი დროს არ დაკარგავს იმ ნიჭიერზე, რომელიც დისციპლინაში მოიკოჭლებს, და არჩევანს ნაკლები მონაცემის მქონე, მაგრამ უფრო წესიერ მოთამაშეზე გააკეთებს.

კარგად შევისწავლე ზელანდიური კლუბების სტრუქტურა და ის ქართულ კლუბთა ხელმძღვანელებს გავაცანი. გარდა ამისა, მწვრთნელებს ვარჯიშებისა და მათი დაგეგმვის სპეციფიკაზე ვესაუბრე.

რადგან შეხვედრა 3 საათზე მეტ-ხანს გაგრძელდა და მწვრთნელებისა და მენეჯერების მხრივ მსგავს ღონისძიებათა მომავალში გამართვის სურვილიც გამოითქვა, ვფიქრობ, მათთვის დღევანდელი დღე საინტერესო იყო.

დარწმუნებული ვარ, ზელანდიური მაგალითებიდან ბევრი რამ ქართულ კლუბებში გადმოინერგება და ეს მათ სტრუქტურის, მენეჯმენტისა და ვარჯიშების დაგეგმვაში დაგვეხმარება.

ზელანდიის სიძლიერე პროფესიონალიზმში, საქმისადმი მიდგომაშია, და თუ ამ ყველაფერს ჩვენს რეალობაში გადმოვიტანთ, ქართული რაგბი კიდევ უფრო წინ წავა“.

ქართული რაგბის საკეთილდღეოდ

ლევან მაისაშვილს მიაჩნია, რომ ზელანდიური ვიზიტიდან ქართულ რაგბს ბევრი სიკეთის მიღება შეუძლია. ის ხაზს უსვამს მილთონ ჰეიგის როლს, რადგან ჩვენი დელეგაციისთვის ყველა კარი გაიღო სწორედ რომ ბორჯღალოსანთა კივი მწვრთნელის მეშვეობით.

ლევან მაისაშვილი: „ინგლისში, საფრანგეთსა თუ სამხრეთ აფრიკაში, ძალიან ბევრ კლუბში ვარ ნამყოფი და პირდაპირ ვიტყვი - უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვისი სახელით მიდიხარ ამა თუ იმ კლუბში.

არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ზრდილობის გულისთვის გაწვდიან ინფორმაციას, ზელანდიაში კი ყველა ბოლომდე „გაიხსნა“ და ამაში ჰეიგის ფაქტორმა უდიდესი როლი ითამაშა. არ დარჩენილა კითხვა, რომელზეც ამომწურავი პასუხი არ მიგვეღოს. მოგვაწოდეს ყველა ვიდეო-მასალაც, რის მიმართაც კი ინტერესი გამოვამჟღავნეთ.

როგორც პირადი ვიზიტებით, ასევე ინტერნეტის მეშვეობით, უამრავი რამ მაქვს ნანახი, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ორი კვირა მსოფლიოს წამყვან კლუბებში, უშუალოდ მწვრთნელებთან მუშაობ. ერთია, როდესაც რაღაცას უყურებ და სულ სხვა, როდესაც პროფესიული კლუბის მუშაობის პროცესში სრულად ხარ ჩართული და შენთვის ყველაფერი ხელ-მისაწვდომია.

ზელანდიაში სტუმრობამ ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. ბევრ კითხვაზე მივიღე პასუხი. მომემატა თავ-დაჯერებულობა, რადგან რასაც საქართველოში ვაკეთებდი, ის იქაურ კლუბებშიც ვნახე - რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მაღალ დონეზე.

ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რატომ არიან კივები მსოფლიოში საუკეთესონი. მათთვის არ არსებობს ჩარჩოები - ნებისმიერ ვითარებაში 2-3 გაგრძელება აქვთ; ყველა მათ ქმედებას თან ახლავს აზროვნება და სწორი ანალიზი; ერთი შეხედვით მარტივ რამეს სრულ-ყოფილად ასრულებენ; ყველა მოთამაშეს ზუსტად ესმის თავისი როლი. ამით საქმე შესრულების ხარისხსა და ოსტატობაზეღა დადის, მათ დახვეწაზე კი ზელანდიელები ძალიან ბევრს მუშაობენ. ამ ყველაფრის ერთობლიობაა ის, რასაც მოედანზე ვხედავთ.

ზელანდიურ კლუბებში ყველა დონეზე უმაღლესი დონის პროფესიონალები მუშაობენ, განსაკუთრებით - ბავშვებსა და მოზარდებში. ყველას კარგად ესმის, რომ ეს 16-17 წლის ბიჭები 3-4 წელში პირველ გუნდში იქნებიან. ამიტომ ადრეულ ასაკში სრულდება ის სამუშაო, რაზეც სხვები მოგვიანებით იწყებენ ფიქრს.

ზელანდიაში ორ, სხვადასხვა ყაიდის გუნდში ვიყავით. იქ ნანახიდან ბევრი რამის გამოყენება შეიძლება ქართული რაგბის საკეთილდღეოდ.

შორს ვარ პირდაპირი კოპირებისგან, მაგრამ ჩვენს პირობებთან და რეალობასთან ბევრი რამის მორგება შეიძლება - გინდ სანაკრებო და გინდ საკლუბო დონეზე.

უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი, რისი საშუალებაც გვექნება და მწამს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავიწევთ. საკლუბო რაგბის შემთხვევაში მხოლოდ „ლელო სარასენსზე“ არაა საუბარი - ნებისმიერ დროს შემიძლია, სხვა კლუბების ახალგაზრდა მწვრთნელებს გავუზიარო გამოცდილება.

ეს უწინაც ბევრჯერ გამიკეთებია. ჩემი კარი მათთვის მუდამ ღიაა“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:06 | 21.02.2017
ukleba (77)

კარგია კარგი. ბატონო ლევან სპორტული მედიცინა რა დონეზე აქვთ იქნებ მაგითაც დაინტერესებულიყავით და მოგეძიებიათ ინფორმაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული რაგბისა და ზოგადად ქართული სპორტის განვითარებისათვის. აქვთ თუ არა სპორტული მედიცინის ცენტრი და მოკლედ გთხოვთ გაითვალისწინოთ გულშემატტკივართა თხოვნა და მომავალში ამ კუტხიტაც დაინტერესდეთ

21:20 | 21.02.2017
meleksa (132)

+ რეაბილიტაციის ცენტრი

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.068246
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X