საფრანგეთი ტოპ-14

16:42 | 30.01.2017 | ნანახია 4191 - ჯერ

ზირაქაშვილი და კოლელიშვილი ბორდოში დაშავდნენ (+VIDEO)

„ბორდოსთან“ გასვლითი მატჩი (23:23) უარღსესად რთული გამოდგა „კლერმონისთვის“. ამ მატჩში რამდენიმე კლერმონელმა ტრავმა მიიღო, მათ შორის ორივე ქართველმაც.

თამაშის დებიუტშივე, როცა ბორდოელი ლუკ ბრეიდი პირველ ლელოს დებდა, მას ერთ-ერთი კლერმონელი ბოჭავდა, ვის დასახმარებლადაც გადამხტარი თანაგუნდელები ერთმანეთს თავებით შეასკდნენ. ერთი მორგან პარა იყო და მეორე - ვიქტორ კოლელიშვილი. საფრანგეთის ნაკრების ბომბარდირმა და ქართველმა მესამეხაზელმა თამაში ვეღარ გააგრძელეს, ორივეს ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდა და ექიმებმა თამაშის გაგრძელების ნება არ დართეს.

ახლა ორივე კარგადაა - კოლელიშვილიც და პარაც, თუმცა უახლოეს დღეებში ორივეს დამატებითი ტესტირების გავლა მოუწევს. ასეთი წესია ფრანგულ ტოპ 14-ში.

პირველი ტაიმის მიწურულს დავით ზირაქაშვილიც დაშავდა - ვეტერან ბურჯს შერკინებისას მეტოქის ხელი სახეში მოხვდა. როგორც „კლერმონის“ ოფიციალური საიტი წერს, დათოს თვალში სისხლი ჩაექცა და ყვრიმალი დაუსივდა. ზირაქაშვილი ბორდოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის ოფტალმოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სახის და თვალის დაზიანება დაუდგინეს, თუმცა, იმ საღამოსვე მორაგბე თანაგუნდელებს შეუერთდა. ექიმების თქმით, სახის ტრავმა უმნიშვნელოა, თვალის გუგა კი დაუზიანდა, მაგრამ მდგომარეობა საგანგაშო არაა, თუმცა ზირაქაშვილს მკურნალობა მაინც მოუწევს.

ასევე დაშავდა კლერმონელთა ფიჯელი გარემარბი ალივერეტი რაკა. მას ტერფის მყესები აქვს დაჭიმული.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:23 | 31.01.2017
dede (87)

ნახეთ ეს ყორღანაშვილი რაებს იძახის
0?'>http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/skhvadaskhva/100741-mamuka-losaberidze-skhvebze-uketh-vici-rogor-unda-daamarckho-qarthvelebi.html':'>http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/skhvadaskhva/100741-mamuka-losaberidze-skhvebze-uketh-vici-rogor-unda-daamarckho-qarthvelebi.html'))

10:14 | 31.01.2017
BEERTRANCE (1073)

მალე გამოჯანმრთელება.

0.089755