სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ერთა თასი

17:08 | 11.01.2017 | ნანახია 4189 - ჯერ

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2017: სიახლეები და ცვლილებები

ერთ თვეში "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატში ჩაერთვებიან და 19 მარტამდე 5 მატჩს გამართავენ. რაგბი ევროპის კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ტურნირის სისტემაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.

2017 წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატი ერთწლიან ციკლზე გადადის. ბოლო 7 გათამაშებაში ჩემპიონი ერთი წლის შედეგების მიხედვით ვლინდებოდა, თუმცა დივიზიონიდან გასავარდნი გუნდის დასადგენად ორწლიანი ციკლი იყო საჭირო. ამიერიდან ერთი წლის შედეგად ბოლო ადგილზე დარჩენილი გუნდი ქვედა დივიზიონის გამარჯვებულთან (ჩვენს შემთხვევაში - რაგბი ევროპის ჩემპიონატის „ალაფის“ გამარჯვებულთან) პლეი-ოფს გამართავს და უკეთესი გაისად ჩემპიონშიფში ითამაშებს;

შეიცვალა შეტევის ბონუსის დარიცხვის სისტემა: თუ აქამდე გუნდი დამატებით ქულას 4 და მეტი ლელოს გატანისთვის იღებდა (როგორც მოგებული, ასევე წაგებული), ამიერიდან შეტევის ბონუსს ის გუნდი მიიღებს, რომელიც მეტოქეზე 3-ით მეტ ლელოს დადებს, ანუ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ფრანგულ მოდელზე გადავიდა. გარდა ამისა, ტურნირის გრანდ სლემით, ანუ ერთწლიან ციკლში ხუთივე მატჩის მოგებით, გუნდი დამატებით 1 ქულას მიიღებს.

ამრიგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ქულების დარიცხვის სისტემა ასეთი იქნება:

მოგება: 4 ქულა
ფრე: 2 ქულა
წაგება: 0 ქულა
მეტოქეზე 3-ით მეტი ლელოს გატანისთვის: +1 ქულა
7 და ნაკლები ქულის სხვაობით მარცხისთვის: +1
რაგბი ევროპის ჩემპიონატის გრანდ სლემით მოგება:+ 1.

კიდევ ერთი ცვლილება 2015 წლის მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნების“ წარმატებულმა თამაშმა განაპირობა. რადგან საქართველომ 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაში უკვე დაიბევა, ხოლო 2017 და 2018 წლებში რაგბი ევროპის ჩემპიონატი მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, რაგბი ევროპას გარკვეული კორექტივების შეტანა მოუხდა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ცხრილები ცალ-ცალკე იწარმოებს. მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ცხრილში არ იქნება გათვალისწინებული საქართველოსთან გამართული შეხვედრების შედეგები; ასევე, არ იქნება გათვალისწინებული ის ქულები, რომელსაც გუნდები ბოლოადგილოსანთან აიღებენ. შედეგად, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ცხრილი 4-გუნდა იქნება და მასში მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული ქულები დაითვლება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:05 | 12.01.2017
ogafa (407)

წარმატებები

16:49 | 12.01.2017
meleksa (132)

ბოლოადგილოსანთან აღებულ ქულებს რას ერჩიან ნეტა?

18:27 | 11.01.2017
krasni (587)

მელიტონა ახალგაზრდების საქმეში სანახავად გამოიყენებს რაგბი ევროპის ჩემპიონატს.

02:07 | 12.01.2017
dinamo222 (692)

მთლად ეგრეც არ მოხდება იმიტომ რომ შემთხვევით 1 თამაშიც რომ წავაგოთ რუმინეთთან არ რუსეთთან რეიტინგში მთელი ბოლო წლების შრომაწყალში გადაგვეყრება და ათეულში შესვლის ოცნებას კიდევ ალბათ 5 წლით დავივიწყებთ

17:54 | 11.01.2017
BEERTRANCE (1073)

რაგბი ევროპის ჩემპიონატის გრანდ სლემით მოგება: +1.

ეგ რაღა ჯანდაბაა DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD რაში უნდა გახდეს საჭირო.
გამოდის ყველა თამაში რო მოიგო უპრემიოდ და მეორე ადგილზე გასულმა 1 წააგოს პრემიით და დანარჩენიც პრემიით მოიგოს რო დაეწიოს გრანდ სლემის მომგები ამისთვის?

19:58 | 11.01.2017
buratino (480)

დიახ, ეგრეა ალბათ

17:29 | 11.01.2017
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.079049
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X