სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ამბები

18:25 | 22.12.2016 | ნანახია 2465 - ჯერ

ქუბრიაშვილს 3 კვირა აკმარეს

მოგეხსენებათ, დუდუ ქუბრიაშვილს 11 დეკემბერს, ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასის მატჩში წითელი ბარათი ჰქონდა მიღებული და “ბორჯღალოსანმა” პირველხაზელმა მთელი მომდევნო პერიოდი მოლოდინში გაატარა.

ქუბრიაშვილის მიერ “კასტრთან” შეხვედრის ერთ-ერთი რაქისას ჩადენილი წესების დარღვევა 10.4 (h) მუხლით იყო კვალიფიცირებული, და ასეთი დარღვევისთვის მორაგბეს 2-კვირიანი დისკვალიფიკაცია ავტომატურად ეკუთვნის. ჰოდა, დუდუმ 2 კვირა პატიოსნად გამოტოვა, მაგრამ საქმე ისაა, რომ მსგავსი დარღვევისთვის მაქსიმალური სასჯელი 52 კვირას, ანუ 1 წელიწადს უდრის. მოკლედ, ყველაფერი ეპკრ-ს დისციპლინართა ხელთ იყო და მათ, პირდაპირ ვთქვათ, “მონპელიეს” ბურჯი დაინდეს – მინიმალურ 2 კვირას მესამეც წაუმატეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დუდუს წლეულს თამაში აღარ მოუწევს.

ქუბრიაშვილის საფრანგეთის ტოპ 14-ში “მონპელიეს” 23 დეკემბერს “ტულონთან” და 31-ში “პოსთან” ვერ დაეხმარება. მისი გამოჩენა შესაძლებელი იქნება 6 იანვარს “ბორდოსთან” შეხვედრაში.

სხვათა შორის, ქუბრიაშვილს სადისციპლინო კომიტეტის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს, თუმცა საეჭვოა, ქართველმა მორაგბემ ეს გზა აირჩიოს. ფრანგი ჟან-ფილიპ ლაშომისა და ორი ირლანდიელის - დევიდ მარტინისა და ჰიუ ლოგანისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომისიამ განიხილა საკუთრივ ეპიზოდი და დუდუს 5-კვირიანი დისკვალიფიკაცია დააკისრა, თუმცა მოუსმინა ქუბრიაშვილს, ვინც ბრალი აღიარა და მოინანია კიდეც, ასევე “მონპელიეს” წარმომადგენლებს, რომელთაც ქართველი ბურჯი როგორც დისციპლინირებული და კანონმორჩილი სპორტსმენი დაახასიათეს, ასევე გაითვალისწინა მისი კარგი საერთაშორისო რეპუტაცია, 2 კვირა ჩამოაკლო და 3 დაუტოვა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.075415
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X