სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
4 ერი

13:32 | 9.10.2016 | ნანახია 2302 - ჯერ

„ოლ ბლექსის“ მაქსიმუმი და რეკორდები [+ვიდეო]

ახალი ზელანდიის ნაკრებმა ზედიზედ მე-17, სარეკორდო გამარჯვება იზეიმა, როდესაც სამხრეთ აფრიკას „კინგს პარკზე“ 57:15 აჯობა.

გარდა ამისა, „ოლ ბლექსმა“ კიდევ რამდენიმე რეკორდი დაამყარა - ზედიზედ მეოთხედ მოუგო „ბოკეს“ და „რაგბი ჩემპიონშიპის“ ექვსივე მატჩში გამარჯვების პრემია მიითვალა. მან მეორე ტაიმი განსაკუთრებით მაღალ დონეზე ჩაატარა, ექვსის წილ 45 ქულა მოაგროვა და ტურნირი ქულათა მაქსიმუმით დაასრულა.

2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ახალი ზელანდიის ნაკრებმა ისეთი ახალი სისხლი მიიღო, რომ დედამიწაზე მისი შეჩერება პრაქტიკულად აღარავის შეუძლია და ახლა სხვა სამყაროს წარმომადგენლებს თუ ეთამაშება. აფრიკელებს გაუცუდდათ 33 ბოჭვა, სათამაშო დროის 70% საკუთარ ნახევარზე გაატარეს და ბურთის ფლობის პროცენტი მხოლოდ 31 იყო, ასეთ დროს კი, „ოლ ბლექსზე“რომ აღარაფერი ვთქვათ, გამარჯვების მიღწევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. და შედეგიც ლოგიკური დადგა - 9 უპასუხო ლელო ამ თამაშის ხასიათს სრულად ასახავს.

პირველ ტაიმში ბრძოლა ავად თუ კარგად შედგა. უფრო მეტიც, საწყის ნახევარ საათში „ბოკემ“ სამი ჯარიმა გაიტანა, 22-ე წუთზე იზრაელ დეგისგან ერთი ლელო გაუშვა და 9:5 იგებდა, თუმცა 33-ე წუთზე თიჯეი პერენარას ლელოსა და ბოდენ ბარეტის გარდასახვის შემდეგ ჩამორჩა და მეორე ტაიმში, განსაკუთრებით დასკვნით 20 წუთში, მასპინძლებისთვის ჯოჯოხეთი დაიწყო. მომდევნო 20 წუთში დეგისა და ბარეტის ლელოებს აფრიკელებმა ჯარიმებით უპასუხეს და მისაღები სხვაობა შეინარჩუნეს, აი დასკვნით მეოთხედში კი, „ოლ ბლექსმა“ მეტოქე უბრალოდ ააოხრა.

9-იდან 4 ლელო დასკვნით 10 წუთში გავიდა, ორ-ორი ლელო მიითვალეს დეგმა, პერენარამ და ბარეტიმ, დანარჩენს კი, ვიდეო-მიმოხილვაში იხილავთ.

„რაგბი ჩემპიონშიპის“ დასკვნით მატჩში, ავსტრალიამ არგენტინას შეცდომები არ აპატია და პლანეტის ყველაზე პროგრესირებადი გუნდი 33:21 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში სანტიაგო იგლესიასს დარტყმები არ წაუვიდა და გასატანი პოზიციებიდან 8 ქულის აღება ვერ მოახერხა, თორემ მატჩის ხასიათი სხვაგვარი იქნებოდა. „უოლაბებმა“ ორის წილ 4 ლელო დადეს, აქედან ბოლო ორი ბურთის ჩაჭრის შედეგად და თანაც მაშინ, როდესაც სხვაობა ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში იყო. კერევიმ დუბლი შეასრულა და ჯამში ავსტრალიამ პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ეს თამაში ინგლისში, „თვიქენჰემზე“ გაიმართა და მას 49-ათასამდე მაყურებელი დაესწრო.

2016 წლის „რაგბი ჩემპიონშიპის“ საუკეთესო ბომბარდირი ახალი ზელანდიის მგეზავი ბოდენ ბარეტი გახდა. მან 4 ლელოთი, 23 გარდასახვით და 5 ჯარიმით, გუნდს ჯამში 81 ქულა შესძინა. ეს „რაგბი ჩემპიონშიპის“ ისტორიაში მეორე მაჩვენებელია, 2012 წელს მორნი სტეინმა გუნდს 88 ქულა შესძინა. ზელანდიელს მისი გადასწრება შეეძლო, თუმცა განვლილ თამაშებში ძალიან ბევრი დარტყმა გაუცუდდა. 2016 წლის გათამაშებაში 53-53 ქულით მეორე-მესამე ადგილი ავსტრალიელმა ბერნარდ ფოლიმ და არგენტინელმა ნიკოლას სანჩესმა გაიყვეს.

2016 წლის რაგბი ჩემპიონშიპი. VI ტური

სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 15:57

არგენტინა - ავსტრალია 21:33

1.

ახალი ზელანდია

6

6

0

0

262:84

30

6

2.

ავსტრალია

6

3

0

3

119:147

14

2

3.

სამხრეთ აფრიკა

6

2

0

4

117:180

10

2

4.

არგენტინა

6

1

0

5

129:216

5

1

ზურა ქსოვრელი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.085557
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X