სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
მსოფლიო სერია

12:24 | 23.05.2016 | ნანახია 2215 - ჯერ

პირველად ისტორიაში - 7-კაცა შოტლანდიამაც მოიგო

7-კაცა რაგბი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება და პარალელურად, მოულოდნელი შედეგებიც გახშირდა. ცოტა ხნის წინ, პირველად ისტორიაში მსოფლიო სერიის ეტაპი კენიამ მოიგო, ახლა კი, ასევე პირველად, ეტაპის გამარჯვებული შოტლანდია გახდა.

ლონდონის ეტაპი დასკვნითი იყო 2015/2016 წლების სეზონში და მის ჯგუფურ ეტაპს დიდი დატვირთვა ჰქონდა. ფიჯის სერიის მოსაგებად ჯგუფური ეტაპის დაძლევაც ყოფნიდა. პირველ მატჩში მასპინძელმა ინგლისმა კუნძულელებს 31:10 სძლია, მაგრამ „მფრინავებმა“ საქმე აღარ გადადეს, უელსისა და ავსტრალიის ძლევით თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს და შესაბამისად, სერია ნაადრევად მოიგეს.

ჯგუფურ ეტაპზე სამი ფრე დაფიქსირდა და თასის მეოთხედფინალში ჯამში გუნდები სენსაციების გარეშე გავიდნენ, იქ კი, დაიწყო... აშშ ბოლო დროს 7-კაცაში მოძლიერდა და „ოლ ბლექსისთვის“ ერთგვარ უხერხულ მეტოქედ იქცა, მაგრამ მისი ასეთი გამარჯვება მაინც მოულოდნელობა იყო - 42:14. კიდევ უფრო დიდ მოულოდნელობას შოტლანდია ამზადებდა, რომელმაც მასპინძელ ინგლისს 17:0 აჯობა.

ინგლისს ნახევარფინალში ზელანდიამ იოლად მოუგო და მერე მეხუთე ადგილისთვის არგენტინასაც სძლია. თასის ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკამ ფიჯის თითო ტაიმში ორ-ორი ლელო გაუტანა, თავად შესვენებამდე ორი, ხოლო შესვენების შემდეგ, ბოლო წუთზე ერთი მიიღო და 26:21 იმარჯვა. შოტლანდია აშშ-სთან მთელი თამაში აგებდა, თუმცა დასკვნით 2 წუთში ორი ლელოს დადება მოახერხა და გადამწყვეტ მატჩში გავიდა - 24:17.

სქოთებმა ფინალში კიდევ უფრო დიდი გმირობა ჩაიდინეს. ევროპელებმა ტაიმი 10:7 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში აფრიკელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს და ფინალამდე წუთი და 10 წამით ადრე 11 ქულით დაწინაურდნენ. შოტლანდიელებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს, ფიფემ ლელო რომ დადო და გარდასახვით სხვაობა 4 ქულამდე შემცირა, სათამაშოდ 14 წამი რჩებოდა. ფიფემ ერთხელაც შეძლო აფრიკელთა დაცვის გარღვევა, ლელო დაამიწა და შოტლანდიას ისტორიული გამარჯვება მოუპოვა - 27:26.

მთლიანობაში, ევროპული რაგბი ერთგვარ კრიზისში რომაა მსოფლიო თასის შემდეგ 7-კაცაშიც გამოჩნდა. ევროპული გუნდებიდან საუკეთესო მაჩვენებელი ინგლისს აქვს და ის მხოლოდ მე-8 ადგილზეა. 7-კაცაში სამხრეთელთა დომინირება გრძელდა და ფიჯის შემდეგ, მომდევნო ოთხ ადგილს ოთხი ერის ქვეყნები იკავებენ. ევროპელებს აფრიკული კენია და აშშ-ც უსწრებს. 2015/2016 წლების სერიის საუკეთესო მელელოვე სამხრეთ აფრიკელი სეაბელო სენატლა გახდა, რომლის ანგარიშზეც 66 ლელოა. ის 330 ქულით საუკეთესო მექულეც გახდებოდა, ამერიკელ მედისონ უგესს ერთი გარდასახვა რომ გაეფუჭებინა, ასე კი, ამ უკანასკნელმა 331 ქულა მოაგროვა.

2015/2016 წლების მსოფლიო სერია 7-კაცა რაგბიში

X ეტაპი (ბოლო). ინგლისი. ლონდონი. ჯგუფური ეტაპი

A ჯგუფი

სამოა - აშშ 5:12

სამხრეთ აფრიკა - კანადა 21:7

სამოა - კანადა 19:24

სამხრეთ აფრიკა - აშშ 14:10

აშშ - კანადა 12:12

სამოა - სამხრეთ აფრიკა 0:22

1.

სამხრეთ აფრიკა

3

3

0

0

57:17

9

2.

აშშ

3

1

1

1

34:31

6

3.

კანადა

3

1

1

1

43:52

6

4.

სამოა

3

0

0

3

24:58

3

B ჯგუფი

ავსტრალია - უელსი 22:10

ფიჯი - ინგლისი 10:31

ფიჯი - უელსი 42:5

ავსტრალია - ინგლისი 7:10

ფიჯი - ავსტრალია 26:0

ინგლისი - უელსი 24:5

1.

ინგლისი

3

3

0

0

65:22

9

2.

ფიჯი

3

2

0

1

78:36

7

3.

ავსტრალია

3

1

0

2

29:46

5

4.

უელსი

3

0

0

3

20:88

3

C ჯგუფი

საფრანგეთი - შოტლანდია 14:14

კენია - პორტუგალია 22:17

საფრანგეთი - პორტუგალია 45:14

კენია - შოტლანდია 12:24

შოტლანდია - პორტუგალია 31:14

საფრანგეთი - კენია 29:12

1.

საფრანგეთი

3

2

1

0

88:40

8

2.

შოტლანდია

3

2

1

0

69:40

8

3.

კენია

3

1

0

2

46:70

5

4.

პორტუგალია

3

0

0

3

45:98

3

D ჯგუფი

არგენტინა - რუსეთი 22:12

ახალი ზელანდია - ბრაზილია 31:0

არგენტინა - ბრაზილია 28:7

ახალი ზელანდია - რუსეთი 33:10

რუსეთი - ბრაზილია 14:5

არგენტინა - ახალი ზელანდია 14:14

1.

ახალი ზელანდია

3

2

1

0

78:24

8

2.

არგენტინა

3

2

1

0

64:33

8

3.

რუსეთი

3

1

0

2

36:60

5

4.

ბრაზილია

3

0

0

3

12:73

3

მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისთვის

კანადა - ბრაზილია 19:7

კენია - უელსი 19:21

რუსეთი - სამოა 17:22

ავსტრალია - პორტუგალია 17:12

თასის მეოთხედფინალები

სამხრეთ აფრიკა - არგენტინა 21:19

საფრანგეთი - ფიჯი 7:40

ახალი ზელანდია - აშშ 14:42

ინგლისი - შოტლანდია 0:17

ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისთვის

ბრაზილია - კენია 5:38

რუსეთი - პორტუგალია 26:7

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის

კანადა - უელსი 17:21

სამოა - ავსტრალია 21:22

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის

არგენტინა - საფრანგეთი 31:5

ახალი ზელანდია - ინგლისი 35:10

თასის ნახევარფინალები

სამხრეთ აფრიკა - ფიჯი 26:21

აშშ - შოტლანდია 17:24

XIII ადგილისთვის

კენია - რუსეთი 31:7

IX ადგილისთვის

უელსი - ავსტრალია 24:19

V ადგილისთვის

არგენტინა - ახალი ზელანდია 14:29

III ადგილისთვის

ფიჯი - აშშ 19:26

ფინალი

სამხრეთ აფრიკა - შოტლანდია 26:27

სერიის საბოლოო ცხრილი

ფიჯი 181

სამხრეთ აფრია 171

ახალი ზელანდია 158

ავსტრალია 134

არგენტინა 119

აშშ 117

კენია 98

ინგლისი 92

სამოა 89

შოტლანდია 87

საფრანგეთი 85

უელსი 54

კანადა 40

რუსეთი 28

იაპონია 21

პორტუგალია 21

ბრაზილია 3

ზიმბაბვე 1

კორეა 1

ზურა ქსოვრელი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.117653
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X