სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ამბები

1:34 | 21.09.2015 | ნანახია 6635 - ჯერ

მეორე დღეს, წყნარ გულზე

შაბათს ქინგსჰოლმზე ტონგასთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, “ბორჯღალოსნებმა” გეზი კვლავ “მშობლიური” ბრისთოლისკენ აიღეს. ამოსუნთქვა და გამარჯვებით გახარება გუნდმა, რომ ნამდვილად დაიმსახურა ეს ფაქტია, ჰოდა სამწვრთნელო შტაბმაც წუხელ საღამოსვე ერთ-ორ კათხა ლუდზე ბიჭებს მწვანე შუქი აუნთო.

„დღეს ბიჭებს ვასვენებთ, ასე რომ გუშინ საღამოდანვე შეეძლოთ ერთი-ორი ლუდით წუხანდელი გამარჯვების აღნიშვნა. ოთხ თვეზე მეტია, რაც ძალიან დიდი ინტენსივობით ვემზადებით და შეგვეძლო ეგრევე ვარჯიშს მივბრუნებულიყავით, მაგრამ ბიჭებმა დასვენება და ამოსუნთქვა ნამდვილად დაიმსახურეს. ასეთი გამარჯვების აღნიშვნის უფლება ბიჭებს ნამდვილად ჰქონდათ. არგენტინისთვის მზადებას უკვე ხვალ დილიდანვე დავიწყებთ“, - განაცხადა მილთონ ჰეიგმა.

ტონგასთან კარგად, რომ ვითამაშეთ და ამდენის ხნის დაუზოგავმა ფიზ-მომზადებამ თავისი ნაყოფი რომ გამოიღო, ეს ფაქტია. მატჩის დასრულების შემდეგ სტატისტიკით უხვად “მსოფლიო რაგბმა” დაგვასაჩუქრა და გაირკვა, რომ ამ შეხვედრაში მეტოქე 213-ჯერ შევბოჭეთ, ხოლო ტონგამ ამის გაკეთება მხოლოდ 48-ჯერ მოახერხა.

ამ მხრივ მამუკა გორგოძე 27 ბოჭვით ლიდერობს, მეორეზე 22 ბოჭვით ვიტო კოელიშვილია, 17-17 ბოჭვით მესამე-მეოთხეს გიორგი ნემსაძე და მერაბ შარიქაძე იყოფენ, ხოლო 15-ჯერ მეტოქე ლაშა მალაღურაძეს გაუქვავებია, რაზეც მსოფლიო თასის გრაფიკაც მეტყველებს.

ასეთი ფიზიკური მატჩის შემდეგ განსაკუთრებით სასიხარულო ისაა, რომ ბიჭები მწყობრში არიან და ტრავმა არავის მიუღია. “მიუხედავად ძალისმიერი თამაშისა, ტრავმების მხრივ ყველაფერი კარგადაა, მხოლოდ პატარა ნაკაწრები აქვთ ბიჭებს, რაც გასაკვირია არცაა, რადგანაც ამ მატჩში 200 ბოჭვა გავაკეთეთ“, - სასიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა ჰეიგმა.

გამარჯვება ქომაგებთან და მთელ საქართველოსთან ერთად განსაკუთრებით სამწვრთნელო შტაბმაც განიცადა - ვინც ტელე-ეთერით ადევნებდა შეხვედრას თავს, კარგად ახსოვს ჰეიგის რექცია გიორგი თხილაიშვილის ლელოზე.

“ძალიან დაძაბული მომენტი იყო, მითუმეტეს, როცა გამარჯვება ასე ახლოს იყო ჩვეთან. ნერვიულობა იგრძნობოდა კაბინაში, ვიცოდით, რომ 5 წუთიც თუ გავძლებდით და ანგარიშს შევინარჩუნებდით, თამაშს მოვიგებდით, მაგრამ ფრე რომ დასრულებულიყო, იმედი გაგვიცრუვდებოდა. თამაშის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ ამხელა შრომის შემდეგ ძალიან ვამაყობდი თითოეული მათთაგანით”.

ყველაზე დიდი გამარჯვება ქართული რაგბის ისტორიაში

ჟურნალისტებმა ნამატჩევს ჰეიგს ჰკითხეს თუ რამდენად გაიზარდა მისი პოპულარობა საქართველოში, რაზეც მან განაცხადა: „ეს აშკარად ბიჭების დამსახურებაა. ჩვენ ისინი მოვამზადეთ, მაგრამ მოედანზე ისინი გავიდნენ და მათ შეასრულეს ეს ყველაფერი უმაღლეს დონეზე. ისინი საქართველოში ისედაც პოპულარულები არიან, მაგრამ ახლა ალბათ უფრო მეტად”.

კაპიტან მამუკა გორგოძეს გუშინდელი მატჩი სამართლიანად მიაჩნია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებად ქართული რაგბის ისტორიაში.

“ალბათ, ხალხი ფიქრობდა რატომ ვიყავით მატჩის შემდეგ ასეთი ბედნიერები, და მათ მინდა ვუთხრა, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის რაგბის ამ დონეზე განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ჯერ კიდევ ვიზრდებით და გუშინდელი მატჩი ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ჩემთვის პირადად კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება იყო, რადგანაც მსოფლიო თასზე ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგე არასდროს დაგვიმარცხებია. 2013 წელს სამოა დავამარცხეთ საქართველოში, მაგრამ მსოფლიო თასის არც-ერთ მატჩში არ მიგვიღწევია აქამდე ასეთი წარმატებისთვის.

რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობა მოგვემატა. არგენტინა ძალიან ძლიერი გუნდია, დიდი გამოცდილებით და ძალიან კარგი მორაგბეებით. ბევრი გვაქვს გამოსასწორებელი. ვიდეო ანალიზისთვის ჯერ არ გვიყურებია, რადგანაც დღეს დასვენების დღე გვქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი შეცდომა გამოჩნდება, რასაც აუცილებლად გამოვასწორებთ მწვრთნელების დახმარებით”.

გიორგი ნემსაძის აზრით კი, ტონგასთან გამარჯვებამ ხალხში ალბათ ისეთივე გრძნობები გააჩინა, როგორიც 1981 წელს თბილისის “დინამოს” მიერ თასების თასის მოგების დროს გვახსოვს.

“საქართველოში ალბათ მაშინდელივით უხარიათ. ძალიან მიხარია, რომ დღეს საქართველოში ამ გამარჯვებით ყველა ბედნიერია, ყველა იღიმის და ემოციებითაა სავსე. მატჩის შემდეგ გასახდელში არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო. ამ მატჩისთვის 4 წელი ვემზადებოდით და თამაშში ყველაფერი ჩავდეთ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მზადების პერიოდი ძალიან სწორად წავმართეთ და ის შედეგიც მივიღეთ, რასაც ველოდებოდით. მოედანზე თითოეულმა ჩვენგანმა გული დადო, ჩვენი დროშისთვის და ერთმანეთისვის ვიბრძოლეთ”.

მსოფლიო თასი პირველად გამარჯვებით დავიწყეთ

„ჩემთვის ეს ყველაზე ამაღებული გრძნობა იყო, ჩემი გუნდით ვამაყობ და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს იყო საუკეთესო მომენტი, რაც საქართველოს ნაკრებში ყოფნის პერიოდში მქონია“. – გუნდის სასტუმროში დასვენების დღის ბოლოს განაცხადა ვიქტორ კოლელიშვილმა.

თავდაჯერებულობის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ მომენტში, რაც შემდეგი მატჩების უკეთესად წარმართვაში დაგვეხმარება. ორი მოსაგები მატჩიდან ჩვენ უკვე მოვიგეთ ურთულესი თამაში. 2011 წლის მსოფლიო თასზე მხოლოდ ერთი თამაშის მოგება შევძელით, მაგრამ ამჯერად თუ ასე გავარგძელებთ თამაშს, 2 მატჩს აუცილებლად მოვიგებთ, რაც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია.

არგენტინა - საქართველო

შეგახსენებთ, რომ “ც” ჯგუფის მეორე შეხვედრას “ბორჯღალოსნები” არგენტინელი “პუმების” წინააღმდეგ კვლავ ქინგსჰოლმზე გამართავენ. თამაში 25 სექტემბერს 19:45 საათზე დაიწყება. ამ მატჩს, ისევე, როგორც მსოფლიო თასის დანარჩენ მატჩებს პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.089217
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X