6 ერი

15:28 | 20.03.2016 | ნანახია 6019 - ჯერ

პარისე ისევ დაგვცინის

იტალიელთა კატასტროფული მარცხის შემდეგ, უელსელმა ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ კითხეს „აძურას“ კაპიტან სერხიო პარისეს, თუ რას ფიქრობდა ის საქართველოსთან პლეი ოფის გამართვაზე და ამ საკითხს ბრიტანელებმა სპეციალური სტატია მიუძღვნეს:

„დაახლოებით 2 ათასი მილის დაშორებით, 55 000 ადამიანი, რომელმაც „დინამო-არენაზე“ საქართველოს რუმინეთთან გამარჯვებას უყურა, კითხულობს, თუ რა უნდა გააკეთოს მეტი მათმა საყვარელმა გუნდმა, რათა საქართველო ექვს ერში შეუშვან.

სანამ საქართველო და რუმინეთი საკუთარ რიგს ელოდა, უელსმა იტალია 67:14 გაანადგურა. სწორედ იტალიის უელსთან სარეკორდო მარცხი გახდა ექვსი ერის კარის გახსნის საკითხის განხილვის საგანი. ქართველთა პროგრესმა და იტალიის მარცხმა გამოიწვია დებატები სტრუქტურულ ცვლილებებზე. უელსს არასდროს აუღია ქულები ასე იოლად და იტალიის მომავალ მწვრთნელ კონორ ოშის, უზარმაზარი სამუშაოს ჩატარება მოუწევს.

თუმცა, იტალიის კაპიტანი სერხიო პარისე ისევ დამცინავ განცხადებას აკეთებს:

„თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ჩვენ პლეი ოფამდე უნდა ჩამოვქვეითდეთ, ამას 100-პროცენტით მივიღებთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს უბრალოდ სასაცილოა. ჩვენ სხვა ერებისგან პატივისცემა დავიმსახურეთ. როდესაც მატჩს აგებ, ნორმალურია ადამიანები დაქვეითებაზე რომ იწყებენ საუბარს, მაგრამ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მომავალ წელს ირლანდია, ან საფრანგეთი გავლენ ბოლო ადგილზე და ისინი უნდა დაქვეითდნენ?“.

მოამზადა ნინუცა კაპანაძემ


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:54 | 21.03.2016
დავით ზარნაძე (1)

სირცხვილია რა ხალხო,ცოტა მეტი პროფესიონალიზმი.გუგლით თარგმნი ნინუცა სტატიას ,თუ რა ხდება ?!?!?!

00:41 | 21.03.2016
Jaba Koshadze (1)

პარისე კიარა,ნინუცა დაგვცინის,თანაც უნიჭოდ.ასე არ შეიძლება,არა რაგბულია.ადმინ მიაქციე ყურადღება

22:31 | 20.03.2016
FullbackAce (1)

ნინუცა კაპანაძე რაებს წერ არ გცხვენია ? ხალხი მერე ამ კაცის ფეისბუკზე შედის და აგინებს მარტო იმიტომ რომ შენ მოიტყუე.. ინგლისური ჩვენც ვიცით და ტყუილსაც მოკლე ფეხები აქვს.

22:20 | 20.03.2016
BATU'91 (19)

იმდენს იზამენ ამ საიტზე შემოსვლასაც დამაზარებენ

21:33 | 20.03.2016
გუბერნატორი (11)

ადმინ გვეღადავები? რა სისულელეებს წერ! სად დაგვცინა? არ უხდება რაგბს ეს უნიჭო ინტრიგნული სათაურები...

19:54 | 20.03.2016
otia-83 (13)

კი მაგრამ სადაა აქ პარისეს მიერ ჩვენი დაცინვა?

როგორც ხშირად ხდება ქართველ ჟურნალისტებს სათაურის შერჩევაში "ბადალი არ ყავთ"

16:55 | 20.03.2016
Leon Bass (4)

პარისე კუკის ჭამას შეეშვი და აზრზე მოდი ცინიზმი ჩვენი მოგონილია, რაგბი კი ჩვენი თამაშია, შენი კი მხოლოდ ხის კოვზები და დედიშენისაა და შეირგე თორემ მაგასაც დაგახევენ თავზე...

0.105029