სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ამბები

15:36 | 9.03.2015 | ნანახია 4224 - ჯერ

გიორგი ბეგაძე: “რუსეთთან და რუმინეთთან გულშემატკივარი იმედგაცრუებული აღარ დარჩება”

ბოლნისის “ყოჩებისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების 9 ნომერი გიორგი ბეგაძე იმედოვნებს, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ორ მატჩში რუსეთთან და რუმინეთთან “ბორჯღალოსნები” სასურველ თამაშს აჩვენებენ და გულშემატკივრებს თასის მოგებით გაახარებენ.

“მსოფლიო სპორტი” ბეგაძეს საქართველოს ჩემპიონატის მე-16 ტურში, ბოლნისში “ლელო-სარასენსთან” 9:22 წაგებული მატჩის შემდეგ გაესაუბრა და უწინარესად განვლილ მატჩზე და შიდა ჩემპიონატში არსებულ მდგომარეობაზე დაეკითხა.

გიორგი ბეგაძე: საყურებლად ძალიან კარგი თამაში გამოვიდა და ვფიქრობ, გულშემატკივარმა ისიამოვნა. “ლელო-სარასენსმა” დამსახურებულად გაიმარჯვა, რადგან გვაჯობა კონკრეტულ ასპექტებში, შერკინებაში უპირატესობა ჰქონდა და ეს უპირატესობა სათანადოდ გამოიყენა. ამით არაფერი დასრულებულა. პირველ ადგილს ვინარჩუნებს, გავაგრძელებთ მუშაობას და დარჩენილ ორ ტურში ვეცდებით, რომ პირველი ადგილი შევინარჩუნოთ, რათა პლეი ოფში უპირატესობა გვქონდეს.

- “ყოჩებს” 2014 წელს თამაში არ წაუგია, წელს კი ხუთი შეხვედრიდან სამში დამარცხდით. ბევრი ხომ არაა?

- რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ გუნდში სერიოზული ტრავმებია და ასეთი შედეგი ამან განაპირობა. ძირითადი შემადგენლობის ორი პირველხაზელი გვაკლია, რაც გუნდს დაეტყო. ახლა სამკვირიანი შესვენებაა, ვფიქრობ, ბიჭები მოშუშდებიან და “ბათუმთან” და “ხარებთან” მატჩისთვის მწყობრში იქნებიან. პლეი ოფისთვის ყველაფერი უნდა დალაგდეს და ვიმედოვნებთ, ის წარმატებული სერია დაგვიბრუნდება, რაც ჩემპიონატის სტარტზე გვქონდა.

- ანუ, ფიქრობთ, რომ პლეი ოფში პირველი-მეორე ადგილით გახვალთ?

- დარწმუნებული ვარ, იქ პირველი ადგილით გავალთ. “აიასთან” და “ლოკომოტივთან” უშანსოდ დავმარცხდით, დღეს ჩვენი თამაში უკვე გავდა თამაშს და ეს წარმატებაზე ფიქრის საშუალებას იძლევა. ბუნებრივიცაა, რამდენჯერმე რომ დავმარცხდით, რადგან ძნელია ამხელა სეზონი დაუმარცხებლად განვლო. ვფიქრობ, პლეი ოფისთვის კარგად ვიქნებით და სეზონსაც წარმატებით დავასრულებთ.

- სეზონის სტარტი კარგი იმიტომ გამოვიდა, რომ მანამდე სერიოზული შეკრება გაიარეთ. ახლა თუ იგეგმება მსგავსი შეკრება?

- აუცილებლად. სეზონის მეორე ნაწილისთვისაც ისეთი შეკრება გავიარეთ, როგორიც მის დაწყებამდე, მაგრამ ტრავმების გამო 8 კაცი ვერ ვარჯიშობდა. ეს მნიშვნელოვანია და გუნდს დაეტყო კიდეც. ახალგაზრდები კარგი ბიჭები არიან, მაგრამ გამოცდილება აკლიათ და ტრავმირებულების ადგილი სათანადოდ ვერ შეავსეს. მეორე წრეში შერკინებაში ფაქტობრივად ყველა თამაშში გაგვიჭირდა. რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, პლეი ოფისთვის აუცილებლად გავივლით შეკრებას და დარწმუნებული ვარ, ეს შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება.

- ამ კვირაში საქართველოს ნაკრებს წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაში ელის რუსეთის ნაკრებთან. ინტერნეტში უკვე გავრცელდება სურათები - ბეგაძე 2008 წლის ომში და ბეგაძე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ.

- რაც შეეხება 2008 წელს და იმ ამბავს, რომ მე სადღაც ვიყავი, ამაზე არ მიყვარს საუბარი და განსაკუთრებულიც არაფერი გამიკეთებია. იქ ათასობით ქართველი იყო და ერთ-ერთი ვიყავი მათ შორის. რაც შეეხება უშუალოდ მომავალ თამაშს, გუნდი შეიკრიბება და განვლილი სამი თამაშის შემდეგ უკვე დროა, რომ დასკვნით, ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას სათანადოდ მომზადებულები შევხვდეთ. უკეთ უნდა მოვემზადოთ, გუნდის ლიდერებიც დაგვიბრუნდებიან და ვფიქრობ, თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გამოსწორდება. იმედია, რუსეთთან თამაშს მოვიგებთ და რუმინეთისთვისაც ისე მოვემზადებით, რომ ტიტულის შენარჩუნებას მოვახერხებთ.

- განვლილი სამი თამაში ახსენეთ და რატომ ვერ ჩავატარეთ ისინი სასურველ დონეზე?

- მწვრთნელებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ ევროპის ჩემპიონატს მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავენ. იყო რამდენიმე ექსპერიმენტი, ტრავმის გამო დაგვაკლდნენ ლიდერები, შემადგენლობები ყველა თამაშისთვის შეიცვალა. მაგალითად, გერმანიასთან მატჩის შემდეგ 11 მოთამაშე შეიცვალა. აქედან გამომდინარე, რთული იყო იმ თამაშის ჩვენება, რასაც გულშემატკივარი ითხოვს. მთავარია, რომ თამაშები მოვიგეთ და ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. ამ ყველაფერს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მწვრთნელებმა ზუსტად შეარჩიონ ის შემადგენლობა, რომლითაც მსოფლიო თასზე უნდა გავემგზავროთ. ჩემი აზრით, რუსეთთან და რუმინეთთან უკვე ოპტიმალური შემადგენლობით შევიკრიბებით და გულშემატკივარიც იმედგაცრუებული არ დარჩება.

- მილტონ ჰეიგი თვითონ იყო 9 ნომერი და რა ისწავლეთ მისგან?

- ძალიან ბევრი რამ გვასწავლა და არა კონკრეტულად მე, არამედ ვაჟა ხუციშვილს და ახლა უკვე ვასილ ლობჟანიძესაც. იცით, რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ნაკრების კანდიდატები, კვირაში ორი დღე მისი მეთვალყურეობის ქვეშ ვვარჯიშობთ. ვმუშაობთ ინდივიდუალურად, პასის ტექნიკაზე, ფეხით თამაშის ტექნიკაზე და ვფიქრობ, წინსვლაც გვეტყობა. მწვრთნელი გულდასხმით გვავარჯიშებს და შეუძლებელიცაა ამან შედეგი არ მოიტანოს.

- ესპანეთთან თამაშისთვის მწვრთნელმა არ დაგიძახათ და 9 ნომრის პოზიცია ვაჟა ხუციშვილს და ვასილ ლობჟანიძეს ჩააბარა.

- სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიო თასისთვის გუნდში აუცილებლად უნდა იყოს სამი 9 ნომერი და ესპანეთთან მატჩისთვის მე არ გამომიძახეს. განვლილი სამი თამაშიდან სამივემ თითო-თითო დავიწყეთ. ვაჟაც და ვასოც ძალიან კარგი ბიჭები არიან. ვასო ახალგაზრდაა, ჯერ ახლა სწავლობს ბევრ რამეს და უკვე ეტყობა, რომ კარგი ბიჭია. ვაჟამ გამოცდილება უკვე დააგროვა და ეს კონკურენცია უმნიშვნელოვანესია როგორც ჩემთვის, ასევე მათთვის. ბევრს ვიმუშავებთ და ვინც ღირსი იქნება, მსოფლიო თასზე ის გაემგზავრება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114852
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X