საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, ევროპის გრან-პრის მეორე, ფინალური ეტაპის ჯგუფის დასკვნით მატჩში ინგლისთან 7:24 დამარცხდა, მე-4 ადგილი დაიკავა და პროგრამა მინიმუმი შეასრულა.
ა ჯგუფში ისეთი სიტუაცია იყო შექმნილი, თუ ქართველები უმოტივაციო ინგლისის ძლევას მოახერხებდნენ, მათ შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებდნენ, თუ არა და, მე-4 ადგილი გარანტირებული ჰქონდათ. სამწუხაროდ, უმოტივაციო ინგლისიც კი ჩვენზე ბევრად ძლიერი იყო, ბურთს თითქმის სულ ბრიტანელები აკონტროლებდნენ და ტაიმი 7:0 მოიგეს, მერე კი, 17:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ, ბიძინა სამხარაძემ, დროული პაუზით და კარგი პასით ზურაბ ძნელაძეს ერთი საპასუხდო ლელო გაატანინა, რასაც შავლეგ მახარაშვილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა, მაგრამ ინგლისელებმა დამატებულ წუთებზე კიდევ გაიტანეს ლელო-გარდასახვა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრები, რუმინეთის ეტაპზე V-VIII ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას და ორი ეტაპის ჯამში, ბოლო ადგილისთვის თავის დაღწევა მოვახერხეთ, რაც კახა ალანიას შეგირდებს, ელიტარულ ჯგუფში გაისად თამაშის საშუალებას მისცემს. შემდეგი თამაში ქართველ მორაგბეებს გერმანელთა წინააღმდეგ უწევთ, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი იყო და მათი ძლევა პრინციპის საქმეა. ჩვენმა კიდევ ერთმა კონკურენტმა უკრაინამ, რუმინეთში ვერცერთი თამაში ვერ მოიგო და გაისად მის ადგილს ბელგია დაიკავებს.
ინგლისთან მატჩში ცუდი ის მოხდა, რომ მე-3 წუთზე ფეხი იტკინა ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შკინინმა, ის პრაქტიკულად ხელში აყვანილი გაიყვანეს მოედნიდან და ქართველებს ვეღარ დაეხმარება. გერმანიასთან მატჩი 15:18 საათზე დაიწყება.
საქართველოს 7-კაცა ნაკრების შემადგენლობა ბუქარესტში: ბიძინა სამხარაძე, ლევან გოგოლაშვილი, რამაზ ხარაზიშვილი, რატი ნუცუბიძე, გიორგი კალმახელიძე, გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე, გიორგი შკინინი, ზურაბ ძნელაძე, დიმიტრი კალანდაძე, შავლეგ მახარაშვილი, თორნიკე ცერცვაძე.
ევროპის გრან-პრი 7-კაცა რაგბში
II ეტაპი. ბუქარესტი (რუმინეთი). 21-22 სექტემბერი
A ჯგუფი
უელსი - იტალია 12:20
პორტუგალია - რუმინეთი 7:0
ინგლისი - საქართველო 24:7
1 | ინგლისი |
5 |
5 |
0 |
0 |
123-35 | 15 |
2 | პორტუგალია |
5 | 3 | 0 | 2 | 55-52 |
11 |
3 | იტალია |
5 | 3 | 0 | 2 | 67-74 | 11 |
4 | საქართველო |
5 | 2 | 0 | 3 | 55-66 | 9 |
5 | რუმინეთი |
5 | 1 | 0 | 4 | 52-68 | 7 |
6 | უელსი |
5 | 1 | 0 | 4 | 47-104 | 7 |
B ჯგუფი
საფრანგეთი - გერმანია 40:14
შოტლანდია - ესპანეთი 15:10
რუსეთი - უკრაინა 33:0
1 | საფრანგეთი |
5 |
4 |
0 |
1 |
133-62 | 13 |
2 | რუსეთი |
5 | 4 | 0 | 1 | 115-67 | 13 |
3 | გერმანია |
5 | 3 | 0 | 2 | 106-88 | 11 |
4 | ესპანეთი |
5 | 2 | 0 | 3 | 88-72 |
9 |
5 | შოტლანდია |
5 | 2 | 0 | 3 | 80-75 |
9 |
6 | უკრაინა |
5 | 0 | 0 | 5 | 17-175 | 5 |
პლეი ოფები. 22 სექტემბერი
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
უელსი - უკრაინა
რუმინეთი - ესპანეთი
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
პორტუგალია - შოტლანდია
საქართველო - გერმანია
თასის ნახევარფინალები
ინგლისი - რუსეთი
იტალია - საფრანგეთი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია